Saturday, October 1, 2011

All The Romance We Left Behind

  

სიზმარში არგენტინაზე ვფიქრობდი. 

   მართლა ასე იყო, არგენტინა კი არ დამესიზმრა, უბრალოდ მეძინა და ვფიქრობდი, სწავლის გასაგრძელებლად წავიდოდი თუ არა არგენტინაში. რა ახირებული რამეა ეს ქვეცნობიერი.

  რომ გავიღვიძე, არგენტინაზე პირველი ფაბიან პერესი  და მისი უჩვეულოდ ლამაზი ქალები გამახსენდნენ. მათზე ადრეც გიამბობდით.

ასე, ფიქრებს შვეყევი და..

 არგენტინაში მოვხვდი.

   თამბაქოს ბოლისგან ჩაბნელებული ბარი. სუნამოს და ოდეკოლონის ერთმანეთში არეული სურნელი.  წითელ აბაჟურიანი სანათები მაგიდაზე. 


 

   ქალები – დაუდევრად აკეცილი თმებით. 



 მაცდური ღიმილით და მზერით.



  ხანდახან ჩაფიქრდებიან და გონებით სადღაც შორს მიდიან.



  რომელიღაც მაგიდიდან ვიღაც თვალს ადევნებს.



მერე გამოჩნდება სანთებელით ხელში და სიგარეტს უკიდებს.

When the story begins

  ასე იწყება.

 მუსიკა გიტარით და ტანგო..

The proposal


  ღამის გაგრძელება უკვე სხვაგან.


 
    ხმაურიანი ღამის შემდეგ გამოსაფხიზლებლად დილის ყავა კაფეში. ერთი ღერი სიგარეტი და დაღლილი თვალები.

შემდეგი ღამის მოლოდინში


ჩემი სიზმრისეული არგენტინა ასეთია, სუნამოსა და თამბაქოს სუნით შეზავებული. 

4 comments:

  1. ახლა "ევიტა" გამახსენდა. ყურება მეზარება და წავალ, საუნდტრეკებს მაინც მოვუსმენ :D :D

    ReplyDelete
  2. მომინდა, ეგ ყველაფერი მომინდა ! <3

    ReplyDelete
  3. დაუდევრადაკეცილთმიანი ქალი პენელოპეს ჰგავს...
    არგენტინა ყველას როგორ გრძნობებს აღგვიძრავს, სასწაული. სასწაულზე სასწაული...

    ReplyDelete
  4. მე "კლასობანა" გამახსენდა.

    ReplyDelete