შესავალი რომ გავაკეთო, მაიკლ ჯექსონის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები არასდროს მქონია. ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარდა, მაგრამ არც მსმენელი ვიყავი.
ხომ გეუბნებით, განსაკუთრებულს არაფერს ვგრძნობდი.
არც მისი სიკვდილის შემდეგ შეცვლილა რამე.
მანამდე, სანამ სოფია გამოჩნდებოდა.
ლამაზი, მუქკანიანი გოგო, რომელიც ჰოლივუდში მიდის.
დადის ასე, დაუდევრად ჩაცმული – მწვანე, ფართო მაისურით და ჯინსის შორტებით, გულღიად იცინის და ყველგან ცეკვავს – ბავშებთან ბრეიკდანსს, ქუჩის გადასასვლელზე moonwalk–ს აკეთებს..
მოკლედ, ახალი გოგო მყავს – მშვენიერი ალჟირელი სოფია.
უყურეთ და დატკბით ყველაფრით – სიმღერით, ცეკვით, სოფიას ჯადოსნური გარეგნობით..
შეიძლება ჯექსონის მსმენელი არ ვიყო, მაგრამ ეს კლიპი და სიმღერა კი ნამდვილად ჩემი გახდა.
Thursday, October 20, 2011
Tuesday, October 18, 2011
ყვითელი
თავს რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ, ცხოვრების დინებას მივყვები წყნარად. ოღონდ ისე კი არა, უღონოდ, უბრალოდ მომწონს ასე, მშვიდი ცურვა [ჰო, ირაკლი ჩარკვიანი გამახსენდა მეც].
მივხვდი, რომ შემოდგომა მართლა ჩემი სეზონია – მსუყე და სავსე, გადარეული გაზაფხული რომ გადავლილი გაქვს, ზაფხულსაც შეატოვე მსუბუქი ემოციები და ყვითელ შემოდგომას ავსებული ხვდები. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია, სექტემბერში რომ ვარ დაბადებული. ზაფხული ხომ მიყვარს გაგიჟებით, მაგრამ შემოდგომაზე ვგრძნობ თავს ყველაზე დაცულად. დაცულად? არ ვიცი, ზუსტად როგორ აღვწერო.
შემოდგომას ყურძნის სუნი აქვს. ყველა მეზობელს აქვს ვაზი; ჩვენც, რა თქმა უნდა, და მთელ ქუჩაზე ტრიალებს ეს სურნელი. ეს ათასგვარი ფერები ხომ ჭკუიდან მშლის, შემოდგომის ფერთა სპექტრი – ყვითელ–წითელ–ყავისფერი და შემორჩენილი ზაფხულის მწვანე.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, ამგვარი რაღაცები ასეთ ძლიერ ემოციებს რომ იწვევს ჩემში. ყველა ხომ არ არის ასე, ალბათ ზოგიერთი მარტო ტემპერატურით თუ გრძნობს სეზონის ცვალებადობას.
ბებია ჩამოვიდა სოფლიდან და ათასი ნუგბარი ჩამოიტანა – ახალი კაკალი, მზესუმზირა, ვაშლი, გოგრა.. მთელ სახლში კომშის სუნი ტრიალებს.
ერთი–ორი დღით სოფელში წავიდოდი სიამოვნებით და ამ თავბრუდამხვევ ფერებს იქ ყველაზე მძაფრად ვნახავდი. წარმომიდგენია, რა ხედი იქნება ჩემი აივნიდან. ვერ ვახერხებ ვერაფრით, დაგეგმვასაც კი.
მანამდე კი, ამელის არაჩვეულებრივ საუნდტრეკს ვუსმენ და თბილისური შემოდგომით ვტკბები.

Friday, October 7, 2011
Be my little baby
არ მიყვარს, პირდაპირ რომ დადებენ ვიდეოს ბლოგზე და არც კი გიხსნიან, რას ეხება; უბრალოდ მიგითითებენ, რომ უნდა ნახო.
მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა უბრალოდ უნდა დავდო და მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად უყუროთ.
ალბათ, დიდი ხანს იქნებით გულაჩუყებული და 'aww' მდგომარეობაში, ამ ძალიან საყვარელი მამა–შვილის ვიდეოებს თუ ნახავთ.

Saturday, October 1, 2011
All The Romance We Left Behind
სიზმარში არგენტინაზე ვფიქრობდი.
მართლა ასე იყო, არგენტინა კი არ დამესიზმრა, უბრალოდ მეძინა და ვფიქრობდი, სწავლის გასაგრძელებლად წავიდოდი თუ არა არგენტინაში. რა ახირებული რამეა ეს ქვეცნობიერი.
რომ გავიღვიძე, არგენტინაზე პირველი ფაბიან პერესი და მისი უჩვეულოდ ლამაზი ქალები გამახსენდნენ. მათზე ადრეც გიამბობდით.
ასე, ფიქრებს შვეყევი და..
არგენტინაში მოვხვდი.
თამბაქოს ბოლისგან ჩაბნელებული ბარი. სუნამოს და ოდეკოლონის ერთმანეთში არეული სურნელი. წითელ აბაჟურიანი სანათები მაგიდაზე.
ქალები – დაუდევრად აკეცილი თმებით.
მაცდური ღიმილით და მზერით.
ხანდახან ჩაფიქრდებიან და გონებით სადღაც შორს მიდიან.
რომელიღაც მაგიდიდან ვიღაც თვალს ადევნებს.
მერე გამოჩნდება სანთებელით ხელში და სიგარეტს უკიდებს.
When the story begins |
ასე იწყება.
მუსიკა გიტარით და ტანგო..
The proposal |
ღამის გაგრძელება უკვე სხვაგან.
ხმაურიანი ღამის შემდეგ გამოსაფხიზლებლად დილის ყავა კაფეში. ერთი ღერი სიგარეტი და დაღლილი თვალები.
შემდეგი ღამის მოლოდინში |
ჩემი სიზმრისეული არგენტინა ასეთია, სუნამოსა და თამბაქოს სუნით შეზავებული.
Subscribe to:
Posts (Atom)