Saturday, March 19, 2011

Characters of mine

    ასეთი თვისება მაქვს - ფილმებში ვინმე მეორე [ან მესამე] ხარისხოვანი პერსონაჟი მომეწონება და მერე ვიტანჯები, ვინაიდან როლის ხარისხის გამო, ისინი არც თუ ისე ხშირად ჩანან კადრში [ან ჩანან, მაგრამ მე მინდა რომ უფრო მეტად ჩანდნენ].

  მე თუ მკითხავთ, ძალიან საინტერესო და რთულია, როცა მსახიობს მთავარი როლი არ აქვს. რთული იმიტომ, რომ მათ რამდენიმე წინადადებით/კადრით უნდა მოახერხონ პერსონაჟის ჩამოყალიბება და მაყურებლამდე მიტანა. ზოგი იმდენად კარგად ახერხებს, რომ მთავარი როლის შემსრულებელსაც ჩრდილავს ხოლმე. ამიტომ, ძალიან საინტერესოა მათზე დაკვირვება.

 თუმცა, იმ მსახიობებსა და პერსონაჟებზე, რომლებზეც ქვევით უნდა გიამბოთ,  მთლად შესრულების მანერითა და პერსონაჟის სიღრმით არ მოვხიბლულვარ.

  მაგალითად, არტური ფილმიდან Inception, რომელსაც ჯოზეფ გორდონ-ლევიტი თამაშობს,  უნებურად მომეწონა. აი ასე, ავდექი და მომეწონა [და ბოლო წუთამდე გული მიკანკალებდა, არ მომკვდარიყო]. ამავე ფილმიდან არის იმსი, რომელიც მოთაღლითო ტიპია, საკმაოდ ჰგავს სოიერს და გარდა ამისა, ფიზიკურად მომწონს ძალიან.

Eames & Arthur

  ჰენრი კავილი ფილმში ტრისტანი და იზოლდა, ტრისტანის ძმის როლს თამაშობს. უღმერთოდ სიმპათიურია, ძალიან ცოტა ეპიზოდში ჩანს [ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება] და ბოლოს კვდება. მახსოვს, კინოში ვიყავით ამ ფილმზე და როცა მოკვდა, ჩემმა მეგობარმა თანაგრძნობის ნიშნად  ხელი მომიჭირა :D  ცალკე მსახიობიც საოცრად მომწონს და აი, იდეალური მამაკაცი თუ არსებობს სადმე, ალბათ ასეთი გარეგნობისაა.



  ყველაზე ბურუსით მოცული პერსონაჟი ჩემს სიმპათიებს შორის, რომელსაც არანაირი როლი არ აქვს, გარდა ფონის შექმნისა, არის ერთი ინდიელი [კერძოდ ჰურონი] უკანასკნელ მოჰიკანში. ის საკმაოდ ხშირად ჩანს ასე ფონად და მეც ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ ხოლმე :D

მარცხნივ გაიხედეთ <3

   ყველა ასე გაელვებულ პერსონაჟებზე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მაგალითებად აქ მოყვანილებიც საკმარისია. სამაგიეროდ, თქვენ მომიყევით თქვენს მეორე ხარისხოვანებზე :)

8 comments:

  1. ლოლ
    ნატალია, რა საყვარელი ხარ. განსაკუთრებით ბოლო ფოტო, "მარცხნივ გაიხედეთ", ცხოვრებაში არ შემიმჩნევია ეგ ტიპი, არადა ფილმი რამდენჯერ მაქვს ნანახი.

    ReplyDelete
  2. tristani da izolda ar maqvs nanaxi
    ise miyvars eg istoria, aucileblad unda vnaxo
    neta kargi ekranizacia iyos ^__^

    ReplyDelete
  3. ძალიან მაგარი გემოვნება გაქვს <3

    ReplyDelete
  4. სოფი, ეგ ინდიელი მეც ასე 5-6 ნახვის შემდეგ შევამჩნიე :D

    babisa, ცუდი არ არის, მაგრამ არც განსაკუთრებულია - ჩვეულებრივი ჰოლივუდური ფილმია :)

    GioChiWinX, მადლობა :)

    ReplyDelete
  5. კავილი ასეთ შეუმჩნეველ როლში? :/

    ეგრე მე ის ბედუინი მიყვარს, მუმიაში რომ თამაშობს :დ

    ReplyDelete
  6. ამ პოსტის წაკიტხვისას, პირველი ვიც გამახსენდა შავკანიანი მსახიობი მოდელი ბიჭი, "მეხუთე ელემენტი", ოპერაში, ოფიციანტად გადაცმული მანდაჩივანი, შამპანურს რომ აწვდის იმ წიკვინა წამყვანს... რა ქვია... რუბი დორს. ვერ ვიპოვე იმ მოდელის სახელი გვარი.

    ReplyDelete
  7. ძალიან კარგი პოსტი იყო და გეთანხმები, მეც ბევრჯერ და ზუსტად ეგრე ვფიქრობ მეორეხარისხოვან მსახიობებსა და როლებზე. მით უმეტეს, მაშინ, როცა მას ცნობილი ვარსკვლავები ასახიერებენ.

    სხვათა შორის, ჯემს-გორდონ ლევიტი ჰიტ ლეჯერთან ერთად თამაშობს ძალიან ლამაზ ახალგაზრდულ ფილმში "10 Things I Hate About You". თუ ნანახი არ გაქვს, ძალიან მოგეწონება. ბავშები არიან :)

    ReplyDelete
  8. ნინა, ეგ არაბი მეც მიყვარდაა! პირველ ნაწილში გმირობას რომ სჩადის - ”თქვენ წადით, ამათ მე შევაჩერებ” :დ მერე ისე მიხაროდა, ცოცხალი რომ აღმოჩნდა :))

    ზურიუს, ნანახი მაქვს ეგ ფილმი, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინ და თითქმის არ მახსოვს. ეხლა ვაპირებ ვნახო :)

    ReplyDelete