Saturday, March 5, 2011

დეტალური ბედნიერება

  გაახსენდა დილის საუზმე სახლში, ომამდე. დედა ცისფერ და თეთრ უჯრედებიან სუფრას გადაუფარებდა ხოლმე მაგიდაზე და ყავასთან ერთად ყოველთვის ჰქონდათ თაფლი, ფუნთუშები და ცხელი რძე. იადონი გალობდა და ზაფხულობით მზე აშუქებდა ფანჯარაზე მდგარ ნემსიწვერებს. ხშირად ხელში გასრესდა ხოლმე ამ ყვავილის მუქ მწვანე ფოთოლს, იყნოსდა მის უცხოსა და მძაფრ სურნელს და უცხო ქვეყნებზე იწყებდა ფიქრს..


  ყველაფერი შეგრძნებებზეა დამყარებული. მოვლენები  იმით კი არ გვამახსოვრდება, თუ რა მოხდა და როგორ, არამედ როგორ ვიგრძენით თავი იმ დროს. მერე, მოგვიანებით, ისეთი რამეები გვახსენებს მათ, როგორიცაა მაგალითად, სუნი ან მუსიკა, და უცებ იმ დროის შეგრძნება მოდის რაღაცნაირი, წამიერი.

   ცხოვრება წვრილმანი ბედნიერებებისგან შედგება. რომლებიც გროვდებიან, გროვდებიან და ერთ მთლიანს ქმნიან. თავის მხრივ, ეს ცალმხრივი არ არის და დინამიკურ წონასწორობაშია უარყოფით მოვლენებთან. უნდა ვეცადოთ, რომ ყველა პატარა ბედნიერება დავიჭიროთ და ამით ეს ნეგატიური, ცივი სამყარო ცოტახნით კედელს მიღმა დავმალოთ.  ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.
  ადრე სადღაც შემხვდა პატარა ჩანაწერი 'ბუნებრივი კაიფები' [natural highs]. სადღაც მაქვს შენახული, მაგრამ აქ იმის დადება კი არა, ჩემი წვრილმანი ბედნიერებების გაზიარება მინდა.


ისინი კი ძალიან მარტივი და ყოველდღიურია:




 - ყავის სურნელი
 - მზის სხივი, რომელიც დილით გაღვიძებს
 - როდესაც კაფეში/მაღაზიაში მოულოდნელად საყვარელი სიმღერა დაიწყება.
 - ახალ ნაწვიმარზე მიწის სუნი
 - როცა თვალებდახუჭული წევხარ, გესმის ზღვის ხმა და გრძნობ, მწველი მზე როგორ აშრობს შენი სხეულიდან წყლის წვეთებს..
 - მეგობრის ღიმილი შენი დანახვისას
 - ჭრიჭინების ხმა მინდორში
 - ახალგამომცხვარი პურის სუნი
 - ქარიანი, წვიმიანი და უბედური დღე, როცა გარეთ ხარ და იცი, რომ სადღაც თბილი სახლი გელოდება.
 - ნამცხვრის ბოლო ნაჭერი შენს მაცივარში
 - თვალებდახუჭული ცეკვა, როცა გარშემო ბევრი ხალხია და შენ მარტო ხარ.
 - ღამით თოვის ხმა და უცნაური სიჩუმე..
 - ფიჭვების სუნი, სიარულისას წიწვების მტვრევის ხმა და ქარი, რომელიც სიჩუმეს არღვევს.
 - საყვარელი წიგნი სასთუმალთან, ბრის სინათლე და წინ მთელი ღამე :)
 - გაზაფხულის პირველი ჭექა-ქუხილი
 - დავიწყებული შოკოლადის ნატეხი უჯრაში
 - ნიავი, რომელიც გრძელ თმას აფრიალებს.
 - დილით გემრიელი საუზმე და მუსიკა, რომელიც მთელი დღის განწყობას გიქმნის.


 - მეგობრებთან ერთად ფილმის/სპორტული თამაშის ყურება და ბევრი სიცილი, ბოლოს უკვე ინერციული.
 - დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის [ხომ გქონიათ ასეთი?  ბოლო-ბოლო, სალტკროკელებს ჰქონდათ და.. :)]

და კიდევ ბევრი, ბევრი ასეთი წვრილმანი..

თქვენი დეტალური ბედნიერება როგორია?

14 comments:

  1. pirvel abzacze remarkis "jami sicoclisa, jami sikvdilisa" gamaxsenda
    Cemi erTerTi sayvareli wigni

    ReplyDelete
  2. mylpi, მანდედან არის მარ ეგ აბზაცი :) და მადლობა კიდევ <3

    ReplyDelete
  3. detaluri bednierebistvis mesachiroeba natalias gimili :)

    ReplyDelete
  4. აუ რა კარგი იყო:)
    ვისიამოვნე ამის კითხვის და ბევრი ჩამოთვლილიდან მეც განმიცდია და ჩემთვისაც მოუნიჭებია ბედნიერება
    ამ წვრილმანი ბედნიერებებუით ვცხოვრობ
    აბა დიდ ბედნიერებას ელოდო გულხელდაკრეფილი დიდი სისულელეა და მთელი ცხოვრება ამ ლოდინში ჩაივლის გავლილი მატარებლივით რომელსაც ვერასდროს დაეწევი და ვერ შეახტები :)
    და ჩაივლის შენი მატარებელი ... :)

    ReplyDelete
  5. ნატალია, გამოდი რა, დაგვხედე ერთი : ))) მართლა 8ში მცალია და რამე მოვიფიქროთ რა.. მიდი მოიფიქრე პლზ :) :* ანა :)))))

    ReplyDelete
  6. ბედნიერებით სავსე პოსტია. ასე მგონია მოვკვდი და სამოთხეში მოვხვდი :D
    ყველაზე ხშირად, ჩემი ბედნიერება საყვარელი მუსიკის მოსმენაა. მიხარია, რომ ესეც მყოფნის :)

    ReplyDelete
  7. Anuschka, ჩემი ბედნიერება კიდევ იყო შენი გაკეთებული მაჭკატები საუზმეზე, მარწყვის ჯემით, მზიან სამზარეულოში <3

    Pelagia, კი, ეგრეა :) დიდი ბედნიერება შეიძლება ისე გამოგეპაროს, ვერც შეამჩნიო :))

    მარი, მადლობა, მადლობა! მუსიკა კი მართლა საოცრებებს ახდენს, გაბედნიერებს და რავიცი, ყველაფრის გაკეთება შეუძლია :))

    ან, 8-ში ისვენებ?! აა, მოვიფიქრებ რამეს, თუნდაც ისე გნახო, მთავარია გნახო :D

    ReplyDelete
  8. ძალიან კარგი ხარ ნატალია :)

    ReplyDelete
  9. :))
    ჩემი დეტალური ბედნიერება არის რომ ასეთი რაღაცებისგან სიხარულის მიღება არ დამავიწყდეს :დ

    უცნაურია, მაგრამ პირველ აბზაცზე მეც რემარკის ეს რომანი გამახსენდა :)

    ReplyDelete
  10. ნატ ეხლა გამახსენდა, ჩემი პოსტი შენთან, პირველი, :) და წავიკითხე : ) ცაცხვებზე და ბედნიერებაზე ყოფილა ისიც : ))))
    ანა : )

    ReplyDelete
  11. მართლა შეგრძნებებია ყველაფერი, განსაკუთრებით ქალებისთვის.
    განსაკუთრებით იმ შეგრძნებამ შემაყოვნა, მზეზე რომ წევხარ და გრძნობ, მხრებში გკიდებს ხელს და თავისკენ მიჰყავხარ, ისე ტკბილად და ამავე დროს მწველად... ჭორფლები გიჩნდება და თავს ისე გრძნობ, როგორც მოთხრობის გმირი თხელ კაბასა და თეთრ ტილოს ფეხსაცმელში... რომი შნაიდერივით :)

    ReplyDelete
  12. გემრიელი, არომატული და უბრალოდ თბილი პოსტია. კარგახანია მსგავსი ჩანაწერი არ წამიკითხავს :)

    ReplyDelete