Sunday, November 28, 2010

მაგრად ვარ დავრბივარ

  ხანდახან ხომ ხდება, რომ რაღაც მუსიკის გავლენით იწერება პოსტი, და მერე რომ კითხულობ, სულ ის სიმღერა გახსენდება. დღეს იმდენ სიმღერას მოვუსმინე, რომ არც კი ვიცი, რომელი გამახსენებს ამ დღეს. პოსტს კი ზუსტად ვიცი, რაც გამახსენებს [შეგიძლიათ იხილოთ ბოლოში]. ტიმბალენდი მომწონს, რომ ვუსმენ მსუბუქ ხასიათზე ვდგები და მგონია, რომ ამქვეყნად პრობლემები არ არსებობს და ერთადერთი ის დაგრჩენია, მუსიკას მხრები ააყოლო, ისე როგორც კეტი პერი და ტიმბალენდის ეს საყვარელი კაცი აკეთებენ.

  მალე ახალი წელი მოდის და ალბათ ყველა თქვენგანმა უკვე შეამჩნია საახალწლო დეტალები, მაღაზიებში, ან ტვ-ში. მე ჯერ წინასაახალწლო განწყობას ველოდები, რომელიც ხანდახან გაკრთება სადღაც. როგორც არ უნდა ვიზრდებოდე და ვიცვლიდე შეხედულებებს, ახალი წელი მაინც ჯადოსნური და საყვარელია ჩემთვის. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს სანტა კლაუსი აღარ მოდის, მაგრამ უმაგისოდაც ვახერხებ თავი გავიბედნიერო. ჩემთვის ვიწყობ ხოლმე დღესასწაულს, ერთი შოკოლადის კანფეტით, ან ინტერნეტში ნაპოვნი სურათით. აი, წელს პირველად ამ ფოტომ მომიტანა საახალწლო შეგრძნება.

Rafa & Goofy

  ახალი წელი ხომ რაღაცნაირად ბავშვობას გაგონებთ. არა? მე სულ ასე ვარ, მაგ დროს სასწაულების მჯერა და თავი პატარა მგონია. ბავშვობაზე გამახსენდა, რამდენიმე დღის წინ დედა საკუჭნაოს თუ რაღაც ამგვარ პატარა ოთახს ალაგებდა, უცებ დამიძახა და მე უხალისოდ გავემართე, რაღაცის დავალების მოლოდინში. ჯერ ის გავიგე, რომ მეუბნებოდა, ამ წიგნს არ ეძებდიო და მერე თვით ის დავინახე - პეპი და კარლსონი ერთად. ჩემი დალაქავებული, ძველი წიგნი. უცებ თავი იმ ბავშვად ვიგრძენი, საყვარელი სათამაშო რომ უყიდეს და გახარებულმა არ იცის, რა მოიმოქმედოს. ჯერ თვალები რომ უცინის და მერე სანუკვარ ნივთს გულში ჩაიკრავს. აღარ ვიცოდი რა მექნა, ხან ვკოცნიდი და ხან გულში ვიხუტებდი წიგნს. ამ წიგნის პრეისტორია ის არის, რომ ოდესღაც ჩვენს ნათესავს თითქმის ყველა საბავშვო წიგნი ვათხოვეთ - ლინდგრენის ემილი, ბიულერბიუელი ბავშვები და სალტკროკელები ერთად, ჰარი პოტერი და ა.შ და აღარ დაუბრუნებია. მეგონა რომ ეს წიგნიც ვათხოვე და იმის მერე მივტიროდი. მოულოდნელად კი აღმოვაჩინე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აქვე, ყუთში დებულა. აი, ასეთი ბედნიერება მეწვია და მას შემდეგ გვერდიდან არ ვიშორებ.

 ჰო, ჩემს ამბავს თუ იკითხავთ - მაგრად ვარ, დავრბივარ :)

8 comments:

  1. პეპის წერილები <3
    მე ეს წიგნი არასოდეს მქონია, მეზობლისგან ვითხოვე ბავშვობაში და მერე სულ მაკლდა.
    არც ისე დიდი ხნის წინ კი ახლობელმა მაჩუქა :) ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საჩუქარია, რაც ჩემთვის გაუკეთებიათ :)
    საახალწლო განწყობას კი მეც ველოდები :/

    ReplyDelete
  2. ნინა, პეპის წერილები მეც განსაკუთრებულად მიყვარს და ყველა 'ამოვიწერე' ფეისბუქზე სტატუსების სახით, ერთის გარდა :)) აუ, წარმოიდგინე, ასტირდ ლინდგრენის ყველა წიგნი [ქართულად რაც არსებობს] რომ გაჩუქონ? ეხლა უცებ გავიფიქრე და რა მაგარი იქნება. ჩემთვის პირადად იქნება მაგარი :))

    ReplyDelete
  3. მე ერთ წელს თოვლის ბაბუამ კომპიუტერი "დენდი" მომიტანა. მანამდე წერილი დავუწერე და "პ"-ს მაგივრად "ბ" დავწერე. ამაზე საკმაოდ ბევრი ვინერვიულე. "დენდი" რომ დავინახე, არ გამიხარდა, რადგან ასეთი კომპიუტერი მინდოდა. ანუ როგორთანაც ახლა ვზივარ. თუმცა იმ "დენდი"-ზე საკმაოდ დიდი ხანი კაცისშვილი ვერ მწყვიტავდა ვერავინ. :D :D

    ReplyDelete
  4. ნატალია გამწვანდა? ფავორიტი ფერი:*
    აი მე მიუვარდებოდი იმ ნათესავს და სათითაოდ ავახევდი წიგნებს;დ
    საახალწლო განწყობის გარდა,ყველანაირი მაქვს მგონი, ჰოდა არც ველოდები პრინციპში. ვერ ვიტან ამ პერიოდის თბილისს და სადმე გადაკარგვა მინდება ხოლმე.
    ყოველთვის დიდ თოვლზე ვოცნებობ, რომ ადამიანებმა გარეთ გასვლა ვერ შეძლონ და სახლებში შეიკეტნონ.

    ReplyDelete
  5. მახსოვს სტატუსები :)))
    ყველა მგონი არ მინდა. ლომგულების და მადიკენის ყიდვის საშუალება მქონდა და რომ გადავფურცლე, რაღაც არ მომინდა
    აი მიოს კი წაიკითხავდა ადამიანი. მორჩა, ჩემ თავს საშობაოდ მიოს ვაჩუქებ <3

    I like u very much :)

    ReplyDelete
  6. აი აი, შენი არ იყოს, მეც ავკრეფ მალე საშობაოდ :))

    ReplyDelete
  7. არ დაუბრუნებია რას ნიშნავს? მაგას ვერასდროს ვერ ვაპატიებ ადამიანს, წიგნების დაკარგვას :(
    ნატ გამახსენე, საიდანაა მაგრად ვარ დავრბივარ? პეპი?

    ReplyDelete
  8. Nina <3

    Dissolved Girl, პეპიდან არის კი, ნატ :)

    ReplyDelete