მახსოვს, ბაბისა ამბობდა, როცა ადამიანები ბედნიერები არიან, იშვიათად წერენო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ადამიანებს ბედნიერების გადმოცემა უფრო უჭირთ, ვიდრე დარდის. ბედნიერები რომ არიან, მაშინაც უნდათ წერონ, ყველას გააგონონ, მაგრამ უჭირთ. აი სევდა კი ადვილად გადმოსაცემია. ნამდვილად ასეა.
პატარა რომ ვიყავი, სოფელში გორაზე ჩავდიოდი ხოლმე ბავშვებთან ერთად. მთელ დღეებს ასე აქეთ-იქით სიარულში ვატარებდით, ხან წყალს ვაგუბებდით და თავკომბალებს ვაკვირდებოდით, ხან ყვავილებს ვაგროვებდით. საღამოს ფეხები სულ ტალახიანი მქონდა ხოლმე. მაგრამ იცით? საერთოდ არ მადარდებდა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მეორე დღეს ტყეში ავსულიყავი და თან რამე საგზალი წამეღო.
დღიურებს მაშინაც ვწერდი. ვთვლიდი, რომ სასაცილოდ, მაგრამ ვწერდი. ახლაც ასე ვთვლი, მაგრამ მაინც მსიამოვნებს, როცა ვკითხულობ.
წუხელ სიზმარში ბლოგერებს შევხვდი. სადღაც სტადიონის შუაგულში ვისხედით. რატომღაც ჩემი ძმაც იყო და რომ ამეხსნა, თუ საიდან ვიცნობდი ამ ხალხს, იძულებული გავხდი, გამემხილა ჩემ ბლოგის ამბავი. ავდექი და ვუთხარი - 'იცი, მე ბლოგი მაქვს'. ყველას გაეცინა. ის კი აღარ მახსოვს, მას რა რეაქცია ჰქონდა.
:))))
ReplyDeleteეგ ამბები კარგად მახსოვს, თავკომბალების და ტალახიან ფეხებზე :) )
მე წერა ენდორფინებით უკეთ გამომდის, ეტყობა ინდივიდუალურია
me kide am postma chemi bavshvoba gamaxsena da chemi mogonebebi da talaxiani fexebi da rakargia rom gamaxsenda:)))
ReplyDeletechemma axloblebmac ar ician, rom blogi maqvs. im dges vfiqrobdi, rom mkitxulobdnen , neta ra iqneba, rogor sxvanairad daminaxavdnentqo, albat.
shens zmas martla rom uxtra da wagikitxso, neta rogori reaqcia eqneba, cxadshi :)))
დედაჩემთან წამომცდა,ბლოგი მაქვს მეთქი, რაღაც წავაკითხე და ... აშკარად შევცდი. ხო იცი, დედებს როგორ უხარიათ შვილის ერთი ბეწო წარმატებაც კი...:)
ReplyDelete:)
ReplyDeleteსოფელი როგორ მიყვარს. გორა არა, მე ტყეებში ხეტიალი მიყვარდა და "დაკარგვა". მერე ვითომ გზას ვიპოვიდი და გმირი ვიყავი...
სათაური რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რომ უთხარი შენებს ბლოგზე და თურმე სიზმარში გითქვამს.
ბაბისა მართალია.
შეიძლება ჩემზე ვერ ვთქვა ზუსტად იგივე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაშინ ვწერ, როცა ცუდ ხასიათზე მაქვს. აქ ფილმების რევიუები არ ითვლება, მაშინ ყოველთვის კარგ განწყობაზე ვარ, როცა ფილმებზე ვწერ.
პ.ს. "ცუდ ხასიათზე მაქვს" :/ :დ ცუდადაა ჩემი საქმე, რა ენაზე ვწერ? დღეს პოსტი რომ დავწერე და გადავხედე, სულ ასეთი შეცდომები აღმოვაჩინე :(
ReplyDeleteხო, ჩემებმაც არ იციან.
ReplyDeleteჩემმა დამ იცის, რომ "რაღაცას სადღაც ვწერ", მაგრამ სად რა ხდება არ იცის. მე ასე მირჩევნია და ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს.
სიზმარში ყოველთვის ის გვესიზმრება, რაც რეალურად არ ხდება.
Nina Gorecki,, მსუბუქად რომ ვარ კარგ ხასიათზე და ენდორფინებით ზომიერად გამოიყოფიან, მეც მსიამოვნებს წერა :) აი, როცა რაღაც ძალიან გიხარია, ამ დროს არის ძნელი. ჩემთვის ასეა :)
ReplyDeletebabisa, მაგაზე მეც ხშირად ვფიქრობ, ახლობლები ჩემ ბლოგს რომ კითხულობდნენ, ნეტავ რას იტყვიან-მეთქი. ალბათ, ძალიან გაუკვირდებათ :)
Sophie, მეც მაქვს ხოლმე ეგეთი შეცდომები, უბრალოდ პოსტს დაპაბლიშებამდე იმდენჯერ ვამოწმებ, რომ სააშკარაოზე აღარ გამოდის :))
Kate, არა, ხანდახან ის გვესიზმრება, რაც უნდა მოხდეს :)
ძალიან მაგგარი პირველი აბზაცი იყო და ვ/გ-ეთანხმები ;)
ReplyDelete