საინტერესოა, ვის როგორ გვესმის სიტყვა 'იდეალური'. აი, მაგალითად იდეალური ქალი. როგორი უნდა იყოს? ყველა ნაკვთი იდეალური უნდა ჰქონდეს? თუ კი, მაშინ გაიხსენეთ ქალები, რომლებიც მსოფლიოში ულამაზესად არიან აღიარებული, შეხედეთ მათ ფოტოებს და მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის. იდეალური ნაკვთებით თოჯინას უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს. კიდევ ერთი ფილმი მახსენდება, The Ugly Truth. მთავარ გმირს გვერდით იდეალური მამაკაცი ჰყავს - რომანტიული, საჩუქრებით ანებივრებს, მასზე ზრუნავს, სიურპრიზებს უკეთებს. მას კი ისეთი კაცი შეუყვარდება, რომელიც მხოლოდ სექსზე ფიქრობ, უხეშია და ა.შ
მე ყოველთვის იდეალისტი ვიყავი. ადამიანებისგან ისეთ პიროვნებებს ვქმნიდი, როგორებიც სინამდვილეში არ იყვნენ და მერე იმედები რომ მიცრუვდებოდა, მათზე ვბრაზდებოდი. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ისინი არაფერ შუაში არიან. მათ არ უთქვამთ ჩემთვის, იდეალური ვარო. მე ვიყავი ყველაფერში დამნაშავე. დროთა განმავლობაში ჩემი იდეალები შევცვალე და ადამიანებს მოვარგე. ანუ, ახლა ჩემთვის იდეალური არ ნიშნავს მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფ პიროვნებას, რომელიც მუდამ მზად არის ვიღაცას დაეხმაროს და ა.შ ზედმეტად ხელოვნურად აღვწერე, მაგრამ ხომ ვხვდებით, რასაც ვამბობ? ვერ ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს ისეთს ვიღებ, როგორიც არის. ვერც ვერასდროს ვიქნები ასეთი. უბრალოდ ვცდილობ, ასე მოვიქცე. ცხოვრებაც უფრო მარტივია და მეც უფრო ბედნიერი ვარ.
იდეალური სამყარო - ყველა კეთილი და ბედნიერი რომ იყოს, რა მოსაწყენი იქნებოდა, ხვდებით? უნდა არსებობდეს კარგი და ცუდი, რომ ერთმანეთს შეადარო და კარგი უფრო დააფასო და გიყვარდეს. უნდა არსებობდეს ომები, რომ მიხვდე, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა მშვიდობა. მე პირადად, 2008 წლამდე და შემდეგ, მშვიდობა განსხვავებულად მესმის. როგორც არ უნდა მოიფიქრო ახალი, იდეალური სამყაროს მოდელი, ის ვერ იქნება რეალურზე უკეთესი. ერთხელ მე და ანა ვლაპარაკობდით, ზუსტად არ მახსოვს, საიდან დავიწყეთ, მაგრამ ბოლოს დასკვნა ასეთი იყო - სამყარო იდეალურია ისეთი, როგორიც ახლა არის. სამყარო სულ ასეთი იყო. გააჩნია, შენ როგორ შეხედავ მას.
What would be life, without coffee? :) |
მეც ბევრჯერ გავბრაზებულვარ ჩემ თავზე მაგ მიზეზის გამო, მაგრამ ჯერ ვერ ვისწავლე ჭკუა...
ReplyDeleteიდეალების შეცვლის პროცესში ვარ :|
ადრე წავიკითხე სადღაც "სანამ არ შეიგრძნობ სიცივეს, ვერ აფასებ სითბოს" და მას მერე ხშირად მახსენდება ხოლმე. ხშირად მქონია პერიოდი და მხოლოდ იმის შემდეგ დამიფასებია რაც დამიკარგავს, ამაზე ადრეც დავწერე რომ უდნა დააფასო რაც გაქვს მაგრამ ეგ ცოტა უფრო სხვა თემაა. იდეალურობას რაც შეეხება, იდეალური ყველაფეირ მოსაწყენია. ჩემი მეგობრები რომლებიც ზუსტად მყავს შესწავლილი სოწრედ მათი უარყოფითი თვისებების გამო მიყვარს, ყველას რომ ყველაფეირ კარგი ჰქონდეს არც შემიყვარდებოდნენ. მთავარია ჩვენ დავინახოთ ყველაფერი იდეალურთან მიახლოებით, რაც მართალია ძნელია მაგრამ შესაძლებელი. და ჩვენი არსებობით უნდა ვეცადოთ იდეალთან მიახლოებას... მე ვიცი რომ ვერასდროს მივუახლოვდები ჩემთვის პიროვნების იდეალს მაგრამ რაც უფრო მივუახლოვდბეი მით უფრო ბედნიერი ვიქნები :)
ReplyDeletenat momcons sheni axali dizaini
ReplyDeleteმე მაქვს იდეალები. YEP. 25 წლის ასაკში ჯერ კიდევ შემრჩა და მჯერა, რომ სამყარო კეთილია. ანა ფრანკს სჯეროდა და როგორი უსინდისო უნდა ვიყო, მე არ მჯეროდეს. ადამიანები, ვისაც მე ვხვდები, ყველანი კარგები არიან და it's always I REPEAT always up to us: who we are & what we're gonna be!!!
ReplyDelete:*
idealurebi ar arseboben, idealebi mxolod chvenshi arseboben da sinamdvilestan araferi aqvt saerto
ReplyDeleterealizmi sasiamovnoa :)
ჩემი იდეალური ქალი თმას ხორბლისფრად იღებავს და მიყვარს, როდესაც მასში ბუნებრივი ფერი შეეპარება. სახეს არ აღვწერ, ჩემთვის დავიტოვებ. აქვს უმაგგგრესი ტრ*** და უყვარს ძილი. შორს ნუ გამიყვანთ ახლა :)))
ReplyDeleteძალიან მაგარი პოსტია. ხომ ხედავ, სად გადამაგდო :))
იდეალები იდეალების საქმეა.
ReplyDeleteაღარავითარი მსგავსი რამ მაქვს შემორჩენილი.
ვერც ომებზე დაგეთანხმები და ვერც იდეალური სამყაროს წარმოდგენაში...
უბრალოდ ჯასთ...
ბეგბედერი წერდა, რომ ადამიანები ასაკთან ერთად უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, просто они опускают планку ниже-ო. :))
ReplyDeleteმე ეგ ვერ ვისწავლე ჯერ. არ მინდა სწავლა. როგორც ცეზარი ამბობდა, ან ყველაფერი, ან არაფერი :D
აი ზუსტად.
ReplyDeleteან ყველაფერი,ან არაფერი :D