სიმართლე რომ გითხრათ, მე არც თუ ისე ბევრ ფოტოგრაფს ვიცნობ. უფრო გულახდილი რომ ვიყო, ასე, სახელით და გვარით არავინ არ ვიცი, მის გარდა.
ანი ლიბოვიცი ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია. პირველივე ნახვისთანავე მოვიხიბლე მისი ნამუშევრებით და დიდი ხანია ვაპირებ მასზე პოსტის დაწერას. სავარაუდოდ, ეს პოსტი გამოვა ძალიან დიდი, მაგრამ ნაკლები სიტყვებით და ბევრი სურათით. ვისაც აქამდე არ გსმენიათ ლიბოვიცის შესახებ, ვფიქრობ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ჩემსავით შეგიყვარდებათ.
მის ფოტოებს აქვს დამახასიათებელი ნიშნები და ადვილად გამოარჩევ სხვებისგან, ყველა მათგანი რაღაც ისტორიას ყვება. ალბათ ამან მომხიბლა ყველაზე მეტად. თუმცა წაკითხულს ნანახი ჯობია, როგორც იტყვიან [ყოველ შემთხვევაში, მე ასე გეუბნებით ახლა :)]
თუმცა მე ბიოგრაფიების კითხვა ბავშვობიდან არ მიყვარს, ცოტაოდენ ბიოგრაფიულ დეტალებს გვერდს ვერ ავუვლი :) ანი ლიბოვიცმა პირველად მოღვაწეობა დაიწყო ჟურნალ
Rolling Stone-ში, 1970 წელს. 1980 წლის 8 დეკემბერს, მას ჟურნალისთვის უნდა გადაეღო ჯონ ლენონი. ლენონმა მოითხოვა, რომ მასთან ერთად იოკო ონოც ყოფილიყო ჟურნალის გარეკანზე. ანიმ სწორედ ამ დროს გადაიღო ლენონის და ონოს ცნობილი ფოტო.
|
ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოკლეს ჯონ ლენონი. |
1983 წლიდან, ლიბოვიცმა მუშაობა დაიწყო ჟურნალში
Vanity Fair, სადაც დღემდე მოღვაწეობს და სხვადასხვა დროს უამრავი ცნობილ ადამიანი ჰყავს გადაღებული [მეც ამ ჟურნალიდან აღმოვაჩინე :)]
For Vanity Fair:
|
სკარლეტ იოჰანსონი, კირა ნაითლი და ტომ ფორდი |
|
Master Class |
|
Not So Desperate Housewives |
|
Rhapsody In Blue |
|
Send In The Gowns |
|
პენელოპე კრუსი და ვუდი ალენი |
1998 წლიდან მან ასევე დაიწყო თანამშრობლობა ჟურნალ
ვოგთან, სადაც ბევრი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა. მათ შორის არის:
კირსტენ დანსტი, როგორც დედოფალი მარია ანტუანეტა.
ასევე ფოტოების სერია თემაზე 'ალისა საოცრებათა ქვეყანაში', სადაც ალისას როლში
ნატალია ვოდიანოვაა, სხვა პერსონაჟები კი ცნობილი დიზაინერები არიან.
|
Natalia Vodianova as Alice |
|
Karl Lagerfeld & Natalia Vodianova |
|
Galliano as the Queen of Hearts, accompanied by his King, Alexis Roche |
|
Donatella Versace and Rupert Everett |
|
Stephen Jones (right) and Lacroix, as the March Hare |
განსაკუთრებულია მისი სარეკლამო ფოტოები
ლუის ვიტონისთვის - კატრინ დენევის, გორბაჩოვის, ანდრე აგასის & შტეფი გრაფის და სოფია და ფრენსის ფორდ კოპოლას მონაწილეობით.
|
Sometimes, Home Is Just a feeling |
|
A Journey Brings Us Face With Ourselves |
|
Is There Any Greater Journey Than Love? |
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის 2007 წელს დისნეისთვის გადაღებული ფოტოების სერია, სადაც ცნობილი ადამიანები დისნეის სხვადასხვა მულტფილმების პერსონაჟები არიან. მაშ ასე, Year of a Million Dreams:
|
Where You’re The Fairest Of Them All |
|
Juliane Moore and Michael Phelps from The Little Mermaid |
|
Where A Whole New World Awaits |
|
Where Dreams Run Free |
|
Where The Magic Begins |
|
Where You Never Have To Grow Up |
|
Where You’re Always The King Of The Court |
|
Where Your Every Wish Is Our Command |
|
Where Every Cinderella Story Comes True |
ეს იყო მცირედი, რაც მე შევარჩიე თქვენთვის. სხვა დანარჩენისთვის
გუგლი არსებობს :)
პ.ს
|
Annie Leibovitz |
მშვენიერი პოსტია
ReplyDeleteეს ფოტოგრაფი მეც მიყვარს <3
ძალიან მიყვარს ეს ადამიანი.
ReplyDeleteწლებია.
ეგრე, რა!
ReplyDeleteთურმე, შეგძლებია. თანაც როგორ :)
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფოტოგრაფია, ძალიან განსხვავებული ხედვა აქვს, მიყვარს მისი ნამუშევრები, განსაკუთრებით Vanity Fair-ისთვის გადაღებულები http://www.vanityfair.com/photos/annie-leibovitz
ReplyDeleteმე დიდად არ მომწონს ეს ფოტოგრაფი, სიმართლე გითხრა :/ ძალიან დაყენებული ფოტოები აქვს, მე კიდევ უფრო სპონტანური ფოტოები მიყვარს. ყველაზე მეტად ეს მომწონს გასაგები მიზეზ(ებ)ის გამოს :დ http://3.bp.blogspot.com/_wmeLHip-PRM/SUzfqCWoJII/AAAAAAAANwg/t_ck-tvYXIs/s400/Annie-LeibovitzDrew-Barrymore-_1_.jpg
ReplyDelete@ზურიუს, შენ ახლა მიხვდი, რომ "შესძლებია"? ან ამ პოსტით როგორ უნდა მიხვდეს, რომ ადამიანს "შეძლებია", სურათები ისე ჭრის თვალებს.
Sophie, დრიუს ფოტოებიც მქონდა გამზადებული მაგ სერიიდან და უნდა დამედო, მაგრამ ძალიან ბევრი ფოტო გამოდიოდა და არ დავდე, თან უხარისხო და პატარა ფოტოები იყო, თორემ მაგას ჩავსვამდი სხვების მაგივრად :))
ReplyDeleteპ.ს მეც მაინტერესებს, რას გულისხმობდა ზურიუსი :დ
აუ ნატ, ერთ-ერთი საუკეთესი პოსტია შენს ბლოგზე, ძალიან ვისიამოვნე :)
ReplyDeleteმე ტოსკანის ვიცნობ... ნუ ვიცნობ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ლექციები წაგვიკითხა, მერე მივედი და გამოველაპარაკე.
ReplyDeleteისე რეკლამაში მომუშავე ფოტოგრაფებზე ვწერ ზუსტად ახლა, ჰოდა ლიბოვიცზე აღარ დავწერ და პირდაპირ მივლინკავ თუ არ გეწყინება. :)
Lord Vader, ratom unda mewyinos, piriqit :))
ReplyDeletemartivi da lamazia chemi azrit
ReplyDelete