ჰო გავხდი გულგრილი, მერე ამ გაგრილებას თან სახლში ინტერნეტის გათიშვაც დაერთო. ვიფიქრე რომ სწორედ დროული იყო.
გუშინწინ დეიდასთან გამოვედი და ინტერნეტს ვეცი ეგრევე, მეგონა ისე მომენატრებოდა აქაურობა რომ 2–3 პოსტს დავწერდი. ჩავრთე და ბლეეჰ.. ისევ ისე ვიყავი, მოდუნებული და უგერგილო :D პოსტები გადავიკითხე, კომენტარები არ დამიტოვია არსად [მგონი], ზურიუსის პოსტზეც კი, არადა აღფრთოვანებული ვიყავი ფოტოებით.
დღეს ისევ გამოვედი დეიდასთან, ისევ ჩავრთე ლეპტოპი, ისევ შემოვედი ბლოგებზე და yaaaay, შედეგი არის! გული მითბება ნელ–ნელა :) კომენტარების მუზაც მაქვს და აგერ, პოსტისაც :)
შაბათს ქორწილში მივდივარ, ჩემი მეორე ჯგუფელი თხოვდება უკვე. მოგეხსენებათ რომ ორშაბათს სწავლა დაიწყო, რომ მივედით გოგოები [ჯგუფში 10 მდედრი ვართ] და გადავხედეთ განვლილ ზაფხულს, აღმოჩნდა რომ ყველას ყავს მეწყვილე, ჩემს გარდა. და საერთოდ, ამ ბოლო დროს ყველა თხოვდება/წყვილდება, what is going on? :spy:
პ.ს რაფა გამწვანდა :jump: