რაც ზაფხულია, სულ ჩემი სოფელი მახსენდება და მენატრება. ერთხელაც ვერ წავედი.
Showing posts with label სოფელი. Show all posts

Monday, July 31, 2023
Thursday, August 16, 2012
End of summer. End of story.
საღამოა, გრილი ნიავი უბერავს, სახლში ახალი მოსული ვარ. კომპიუტერს ვუზივარ და ვცდილობ თავი მოვუყარო აზრებს, რამდენი ხანია ვგეგმავ პოსტის დაწერას. გუშინაც ვაპირებდი, როცა გავიგე, რომ ჯულია ჩაილდის 100 წლისთავი იყო, მაგრამ ამაზე მერე.
შვებულება ისე უცებ გაფრინდა, რომ ახლაც, როცა დილით მაღვიძარა რეკავს, მგონია რომ ჩემი სოფლის რკინის საწოლში ვწევარ და შემიძლია ეს აბეზარი წკრიალი გამოვრთო და საწოლის ჭრიალით შევიბრუნო გვერდი.
ბავშვობაში ისეთი სიტყვები, როგორიცაა "სამსახური" და "შვებულება", ისე საოცარ რამედ მეჩვენებოდა, მეგონა ისინი, ვისაც ეს რამეები ჰქონდა, ძალიან დიდები და სერიოზულები იყვნენ. მერე, მეც რომ გამიჩნდა იგივე საოცრებები, მივხვდი, რომ ადამიანი საერთოდაც არ იზრდება. მე ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი 5, 10 და 15 წლის წინ. ისევ არ მიყვარს ბევრ უცნობ ადამიანთან ერთად ყოფნა, თავს ისევ ისე უხერხულად ვგრძნობ ასეთ დროს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
ისევ ძალიან მიყვარს ბევრ ახლობელ ადამიანთან ერთად ყოფნა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როცა მათთან ერთად ვზივარ და მათ ვუყურებ.
არაფერიც არ იცვლება. ყველა ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ არავინ არ იზრდება და დიდებსაც ისევე აქვთ იგივე სურვილები, რაც პატარაობისას ჰქონდათ. უბრალოდ, რაღაცების დამალვას ვსწავლობთ და ათასი ვალდებულებები გვემატება.
მინდა, რომ 3 თვიანი არდადეგები მქონდეს ზაფხულში და უდარდელად გავატარო მთელი ის დრო. ნაცვლად ამისა, 2 კვირიანი დასვენებისას, პირველი კვირა ვერაფრით ვაჯერებდი ჩემს თავს რომ დილით არსად ვიყავი გასავარდნი და მუდმივად აფორიაქებული ვიძინებდი. მეორე კვირას, ყოველ საღამოს ვალერიანის მიღებით და სოფელში არაფრის კეთებით, როგორც იქნა სასურველ სიმშვიდეს მივაღწიე და ზუსტად ამ დროს, უცებ ყველაფერი დამთავრდა.
სოფელში ზუსტად ისე ვიყავი, როგორც ვგეგმავდი – უნდა ვიჯდე და ვიყო–მეთქი. აი ეგრე, ვიჯექი და ვიყავი.
ყოველდღე ვაკეთებდი მცირე ჩანაწერებს, ეხლა რომ გადავხედე, ძირითადად ამინდზე ვწერ, როგორც მჩვევია.
04.08.12 11:02 ჩავედით დვალთაში, ვარ ძალიან მტვრიანი, თმა მაქვს ბობ მარლივით :D ეხლა შემოვედი სახლში.
05.08.12 17:40 ცხელა, ყავის წყლის ადუღებას ველოდები. ყველაფერი მეზარება, სულ მეძინება. გუშინ ფიჭვებში ვიყავი.დღეს მთელი დღეა არაფრის კეთებით ვარ დაკავებული. აჰ, მებრძოლთა კლუბი წავიკითხე და wow, wow, wow!
06.08.12 12:42 ღამით ტურა იყო ამოსული და ყმუილმა გამაღვიძა. ეხლა დილის ყავის რიტუალი მაქვს. დღის შემდგომ პერიოდში ვგეგმავ ბადმინტონის თამაშს. ქარია და იმედია მოვახერხებ.
07.08.12 12:37 დილიდან თავი მტკივა. მზე აჭერს და ქარია. ცოტახნით ვიყავი გასული მზეში და უფრო გამიძლიერდა ტკივილი. დენი წავიდა, მანამდე ვუყურებდი ჯ.ლოს და პიტბულს (gosh). ვსვამ ნელთბილ ყავას. გუშინ ბადმინტონი ვითამაშე და მას შემდეგ ხელი მიკანკალებს.
16:52 ფრენი და ზუი წავიკითხე, საოცრად კარგია. ვერ ვხვდები, თამაში ჭვავის ყანაში რატომ არის უფრო პოპულარული. ცხელა და ოთახში ვარ შემოკეტილი.
22:28 ვარსკვლავი ჩამოვარდა ისე ლამაზად, რომ აღფრთოვანებისგან სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა.
08.08.12 16:58 ვწევარ და ვუყურებ რიჰანას "Umbrella"–ს ლაივს (ლაივს!). მინდა შაურმა და ამ სურვილს ვერაფერს ვუხერხებ უკვე 2 დღეა. შაურმავ, მინდიხარ! შენ ძალიან შორს ხარ და ჩვენი შეხვედრა შეუძლებელია ამჟამად.
09.08.12 18:00 ბაღში ვზივარ ბალახზე, უბერავს ქარი. აქ იმ მიზნით ჩამოვედი, რომ მოვშორებოდი ყველაფერს და არაფრის კეთებაში გამეტარებინა შვებულება. მაგრამ მივხვდი რომ ადამიანები და ხმაური მენატრება. ამაზე დარდი დიდხანს არ მომიწევს, შვებულება მალე მთავრდება. (შენიშვნა: ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, მხოლოდ რამდენიმე წამით მეგონა რომ ასე მინდოდა, სინამდვილეში სულ მალევე გამოვუტყდი ჩემს თავს რომ ძალიანაც მომწონდა უადამიანებოდ ყოფნა)
20:23 დვალთური საღამოა, მშვიდი, ჰაერი ადამიანების ხმებით არის სავსე. დღეს ძალიან ცხელოდა, ეხლაც ნიავიც კი არ იძვრის, მაგრამ აგრილდა ნელ–ნელა. მე აივანზე ვზივარ, მინდა შოკოლადი და მაღაზიაში ასვლა წარმოუდგენლად მეჩვენება. ადამიანებთან მინდა, მაგრამ თან მარტო ყოფნაც მსიამოვნებს. ბებო ხახვს წნავს და თან დედას ელაპარაკება.
10.08.12 20:21 ალგეთზე ვიყავით ჩასული, ვიბანავე და შემწვარი სიმინდი ვჭამე. Fucking mood.
11.08.12 15:36 ცხელა და უსაქმურობის ბოლო დღეებს ვითვლი. ჯერ პიჟამაც არ გამიხდია, ბებო კარტოფილის ხინკლისთვის ემზადება.
23:28 თავი მტკივა და მეძინება, გარეთ ხმაურია – მეზობლები მწვადს წვავენ. არ მინდა თბილისში :/
12.08.12 12:53 საღამოს მივდივართ, ეკლესიაში ვიყავი გასული, ახლა ბაღში ვზივარ და სასტიკად მცხელა. Fucking mood
13:58 ვბარგდებით. არ მინდა წასვლა. მაგრამ ძველებურად მაინც არ იყო არაფერი, არც ბავშვებთან ერთად მიცეკვია ქუჩაში და არც ბადმინტონი მითამაშია ბევრჯერ. Wonderland გაქრა.
20:35 Waiting..

Friday, June 1, 2012
I know what I will do this summer
ეს ზაფხული უნდა იყოს წინა ზაფხულებისგან განსხვავებული.
ბოლოსდაბოლოს, შვებულება პირველად მაქვს ცხოვრებაში.
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რამდენიმე დღით მარტო წავიდე დასასვენებლად – არა ზღვაზე ან მთაში, არამედ რომელიმე პატარა ქალაქში, და პირველივე თავში სიღნაღი მომივიდა.
სავარაუდოდ, საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება იქ სასტუმროში რამდენიმე ღამის გათევა. თან, რაც გადავათვალიერე ინტერნეტში, ერთადერთი სასტუმრო მომეწონა, შედარებით ნორმალური ინტერიერით. სამწუხაროდ, ფასებზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიე. საერთოდ, ამგვარი საორგანიზაციო საკითხები ყოველთვის მაშინებს – საბუთების შეგროვება, ინფორმაციის მოძიება და ა.შ მგონია რომ არაფერი გამომივა და ვერაფერს მოვასწრებ. ამჯერად ეს შიში ჯერ არ მაქვს, წინ დიდი დროა. ნუ, ის უკვე დაგეგმილი მაქვს, რომ მარტინი უნდა წავიღო, საღამოობით ვსვა და აივნიდან მოციმციმე ქალაქის ხედით დავტკბე :)
Nouvelle Vague იქნება შესანიშნავი საუნდტრეკი, როცა საღამოობით გავისეირნებ ხოლმე და ხალხს დავათვალიერებ. თან, იცით რა? სიღნაღს ჯერ არ ვიცნობ, და არც ის მიცნობს. მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს, დიდი ხნის წინ, სანამ შეღებავდნენ და პატარძალივით გამოაწყობდნენ. მანქანით გავიარეთ და მახსოვს, როგორ მომნუსხა, ვიწრო და აღმართიანი ქუჩებით. მაშინვე შემიყვარდა თავისი ბუნებრივი სილამაზით. ნეტავ ახლაც ისეთი ხელუხლებელი იყოს.
სიღნაღის მერე წავალ სოფელში, სადაც პირველყოფილი სიმშვიდით დავტკბები. ფიჭვების სუნს ვისუნთქავ და ბადმინტონს ვითამაშებ.
ზაფხულის უახლოესი გეგმები კი Tbilisi Open Air-ს უკავშირდება, ამ შაბათ–კვირას. მე უნდა დავლიო ლუდი და მოვისმინო ბევრი მუსიკა. ამინდის ღმერთებო, გთხოვთ, წვიმა შეაჩერეთ და მხოლოდ მზე და მთვარე გამოგვიგზავნეთ!

Tuesday, April 24, 2012
Monkey Eats Bananas
გუშინ პოსტის დასაწერად შემოვედი და თავზარი დამეცა, ისეა შეცვლილი ბლოგერის დიზაინი. ეხლაც არ ვიცი, სად ვწერ და რას ვწერ.
მე ვარ დაღლილი ყოველდღიურობისგან და ვოცნებობ მშვენიერ ხის სახლზე, სადაც ალბათ აბსოლუტური სიჩუმეა, შუადღისას მზე აჭერს და ფუტკრების საქმიანი ბზუილი ისმის. ამ შუადღის სიცხეში, ოჰ რა სიამოვნებით დავჯდებოდი ოთახის სიღრმეში, ხისგან მოწნულ სარწეველა სავარძელზე გადავწვებოდი და ცივ კომპოტს დავლევდი.
საღამოს აივანზე გადავჯდებოდი, და საერთოდ, არაფერს გავაკეთებდი ჯდომის გარდა.
ან ვარდისფერ პარიკს დავიფარებდი, ჩავჯდებოდი წყლით სავსე ხის კასრში და ვიმღერებდი სიგარეტზე. ალბათ სიგარასაც მოვწევდი საღამოობით, რომელიც პირში მწკლარტე გემოს დამიტოვებდა და ვისკის მივაყოლებდი.
დილით კი რა თქმა უნდა კაი მაგარ ყავას დავლევდი. ღმერთო, რა სამოთხეა.
ჰო, მუდამ ასე ვწერ, ამას ვიზამდი და იმას ვიზამდი, სინამდვილეში კი სულ სხვა რამეებს ჩავდივარ.
ამ ზაფხულს მაინც ვიზამ იმ რამეებს, რაზეც ვწერ, ვიზამდი–მეთქი. წავიღებ ტეკილას, გავიყოლებ ადამიანებს და წავალ ჩემს ძველ, ხის სახლიან სოფელში. შეიძლება ამ ადამიანებში შენც მოხვდე.

Sunday, August 7, 2011
მწვანე
სოფი მეუბნებოდა, მაინტერესებს, მწვანეს როდის დაწერო. მაშინ მეც არ ვიცოდი, როდის და რა თემაზე იქნებოდა
ახლა წერა რომ დავიწყე, ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი მოხდა, როცა პოსტის სათაური წინასწარ ვიცოდი და ბოლოში არ მომიწია ტვინის წიწკვნა.
გუშინ, ტრადიციულად, სოფელში წავედი. მანამდე ერთი გადაცვლ-გადმოცვლა ვაწარმოე, რომ შაბათი დღე გამეთავისუფლებინა, ვმუშაობდი წესით. ასე ძალიან იმიტომ ვიღწვოდი, რომ იქ ნათია, ქეითი და ანნა მეგულებოდა.
გავყევი სრულიად უცნობ ადამიანს, რომლის მხოლოდ მანქანის ნომერი ვიცოდი. მივედი, გავუღიმე და ჩავუჯექი. თან მშვიდად ამოვისუნთქე - ახლა უკვე თითქმის არაფერი შემიშლიდა ხელს სოფლამდე მიღწევაში [ნუ, იმ შემთხვევების გარდა, თუ ავარია მოგვიხდებოდა გზაში და სადმე რაიონულ საავადმყოფოში გადაგვიყვანდნენ დამტვრეულებს, ან ჩემი მძღოლი სერიული მკვლელი აღმოჩნდებოდა და გზად, სადმე ტყეში ამომხდიდა სულს]. საბედნიეროდ, არც ავარია მოგვსვლია და მძღოლიც პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა.
ტრასიდან სოფლის გზას რომ ავუყევით, მახსოვს თანამგზავრი რაღაცას ყვებოდა, მაგრამ მე უკვე არაფერი მესმოდა. გაღიმებული ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი.
ჩასვლიდან ძალიან მალე, გოგოებთან გავედი და მთელი დღე [და ნახევარი ღამე] იქ გავატარე.
ვისწავლე უნოს თამაში [ჰმ, ვისწავლე ვითომ? ჩემი ჯერი რომ მოდიოდა, დებილივით ვიჯექი და ყველას ჩემსკენ მომზირალი თვალები მახვედრებდა, რომ ჩემი სვლა იყო], ბევრი ველაპარაკე ქეითს. მერე წავედით ფიჭვნარში, ვისუნთქე ბევრი სუფთა ჰაერი და ვიყავი ბედნიერი. ბევრი ვიარე ფეხით, შემცივდა, დავიღალე, მაგრამ მაინც ვიყავი ბედნიერი.
აი, ქეითსაც ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი მატერიალური, პრობლემური და ’დიდური’ შორს არის ძალიან, თითქოს რაღაც წიგნში წაგიკითხავს, რომ სადღაც ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც სულ მუშაობენ, რომ ფული ჰქონდეთ, ან არ მუშაობენ და ’მერე მუდამ სწუხან ამაზე’.
იქ ფულს საერთოდ გამოყენება არ აქვს : ) ერთადერთი, შეიძლება შოკოლადი იყიდო მაღაზიაში, ან გაზიანი სასმელი. აი, როგორც ბავშვობაში, ფული მარტო იმიტომ რომ გჭირდება, რომ რაიმე ტკბილეული იყიდო.
ამიტომ ჰქვია ამ პოსტს მწვანე.
იქ ხარ მწვანე.
იქ ხარ ისეთი, როგორიც ხარ. არ ვიცი, რაღაც მაგიური გარემოა, თავს რომ ასე გაგრძნობინებს.
დღეს ბადმინტონი ვითამაშე წვიმაში. ჯერ წვრილად ცრიდა, მერე კი ისე გაწვიმდა, რომ დავტაცე ჩოგნებს ხელი და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი, სველი და [რა თქმა უნდა] ბედნიერი. როგორც კი ოდნავ გადაიღო, ისევ გავვარდი, ვითამაშე, ისევ ძალიან გაწვიმდა და ისევ გამოვიქეცი : ))
რომ წამოვედი, იყო ნისლი. თეთრი, ალაგ-ალაგ მწვანე შერეული ნისლი.
მე აღარ ვიყავი ბედნიერი, მაგრამ მაინც ვიყავი მწვანე :)

Subscribe to:
Posts (Atom)