People don't listen, they just wait for their turn to talk.
ადრე წავიკითხე ეს ფრაზა (ავტორი აღარ მახსოვდა, ახლა დავგუგლე და ჩაკ პალანიკი ყოფილა) და მგონი მაშინ ფეისბუქზეც დავაშეარე. თითქოს დავეთანხმე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არა, მე ყოველთვის ვუსმენ! როდესაც მესაუბრებიან, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება პრობლემის გაზიარებას, მოსმენის პარალელურად თავში ათასი ვარიანტი მიტრიალებს რომ საჭირო სიტყვები მოვძებნო, პირველ რიგში, ემპათიის გამოსახატად და შემდეგ, დასახმარებლად. ისე მივეჩვიე რომ ყოველთვის სასარგებლო უნდა ვიყო, უკვე ყველასთან ერთნაირად ვარ, მეგობარი იქნება, ნაცნობი და თუ შემთხვევითი შემხვედრი, ყველასთან ერთნაირად დიდ ძალისხმევას ვდებ. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ცოტა გადავიღალე. ხშირად ვგრძნობ თავს გამოფიტულად, ენერგიადაცლილად. ამდენი შინაგანი ენერგიის დახარჯვა სხვებზე, მაშინ როცა ხშირად ისინი ვერც კი ამჩნევენ ამას, მალე დამშრიტავს და გამიჭირდება მომავალში მხოლოდ ჩემს თავზეც რომ მეყოს. არ იფიქროთ, რომ ემო თინეიჯერივით ვწუწუნებდე, რეალურად და პრაგმატულად ვუდგები ამ საკითხს, ბოლო დროს უკვე გახშირდა, როცა ვხვდები რომ ერთი ღიმილიც კი დიდ ენერგიად მიჯდება. მგონია რომ უნდა ვეცადო, ცოტა გულგრილი გავხდე. ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, როცა მინდა, მე მომისმინონ და სანაცვლოდ ვიღებ არაფერს, ან უარესი, მსმენელი თავის პრობლემით მპასუხობს.
ჰოდა ის ზემოთმოყვანილი ფრაზა გამახსენდა და დავფიქრდი, რომ არ მინდა, ჩემი მეგობრობა ეგ იყოს - რიგრიგობით საუბარი. რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტ გამოცდილებას ვიძენ და კომფორტულად ვარ საკუთარ თავთან, შემიძლია პრობლემებს ჩემით გავუმკლავდე, მაგრამ ხანდახან მეგობრები ენერგიის ერთადერთი წყარო ხდებიან და ეგეთ დროს არ მინდა, ზერელე დამოკიდებულება მივიღო.
ცოტა ხნის წინ რაღაც ფერსონალითი ტესტი გავაკეთე და, შეიძლება ეგ ტესტები ხშირად სასაცილოა, მაგრამ ერთი ისეთი რაღაც ეწერა, რომ თვალი ამიხილა, უფრო ზუსტად, თავის სახელი დაარქვა რაღაცას, რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდი - იქ ეწერა, რომ ის ფერსონალითი, რაც მე ამომივიდა, ღრმა, ძლიერ კავშირებს აქცევს ყურადღებას მეგობრობაში და ზედაპირული ურთიერთობები არ შეუძლია, ამიტომ ზოგჯერ მეგობრებისთვის დამღლელიც არის, იმდენად ბევრს ითხოვს, და ზოგჯერ მეგობრებს კარგავს კიდეც, თუ მათი მხრიდან იგივე არ მიიღო.
რა სასაცილოა, თითქოს იზრდები და ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ხშირად 32 წლის ასაკშიც შეიძლება 18 წლის გოგოსავით წერდე :)
იგივე გამოცდილება მაქვს, ზუსტად.
ReplyDeleteმგონი, კარგი მსმენელის და თანამგრძნობი ადამიანის "სასჯელია" ეგ.
ან ბუნებრივად ხდება: შენ უკან იხევ to accommodate them, ის გადმოდის შენს ტერიტორიაზე.(უხეშად რომ ვთქვათ)
"ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ, როცა მინდა, მე მომისმინონ და სანაცვლოდ ვიღებ არაფერს, ან უარესი, მსმენელი თავის პრობლემით მპასუხობს." მეც ეგ მადარდებს ზუსტად: როცა "მე"-თი დაწყებული წინადადებები მხვდება ისე, რომ ვერც ვასრულებ სათქმელს, ამ დროს ნდობის იგივე ხარისხი რჩება? friends?
ალბათ გამოსავალი ისაა, რომ დაელაპარაკო მეგობრებს? არ ვიცი. რამდენჯერ უნდა დაელაპარაკო : )) ან, ეცადო კარგი მსმენელი აღარ იყო ადამიანი :))
Deleteდაკვირვებული ვარ, რომ მეტად ცდილობენ, ასიამოვნონ ზედაპირულ ტიპებს, ვისაც თითქოს მუდამ გაფანტული აქვს ყურადღება და სადღაც სხვაგანაა აზრებით და ბოლომდე არ ეკუთვნის იმ სიტუაციას, სადაც რაღაც მომენტში იმყოფება სხვებთან ერთად...
Deleteკი, დალაპარაკება არის გამოსავალი, მაგრამ ვინც ახლობლად მიმაჩნია, იმასთან მეტი მოლოდინი მაქვს თითქოს, მგონია, რომ უნდა მიხვდეს, რახან კარგად მიცნობს და ახლობელია. რიავიცი რიავიცი
ისეთ დროში ვართ ახლა ყველაფერი შეიცვალა ...