Wednesday, September 4, 2019

A pop quiz

ჩემს საყვარელ ბლოგს, A Cup of Jo-ს ერთ-ერთ ბოლო პოსტს ვეხმაურები და ამ ქვიზს ვავსებ:

A dessert you’ll never refuse: თავში უამრავი დესერტი მომდის, საერთოდ, დესერტზე უარი როგორ უნდა თქვა? მაგრამ ერთს მაინც ვუპასუხებ - ცხელი ბრაუნი ნაყინით

A book, TV show or movie you enjoyed recently: ჩემდა სამარცხვინოდ, წელს წიგნი საერთოდ არ წამიკითხავს. სამაგიეროდ, უამრავი ტვ შოუ და ფილმი ვნახე. ბოლოს რითიც განსაკურებულად ვისიამოვნე იყო The Big Bang Theory, რომელიც მეორედ ვნახე და მოულოდნელად, ბევრად უფრო მომეწონა, ვიდრე პირველად. უფრო სწორედ, პირველი ნახვისას, საწყისი სეზონები მომწონდა, მერე დიდად საინტერესო აღარ იყო. ახლა კი, ერთიანი ნახვისას, ძალიან კარგად იყურებოდა.
მაგრამ წელს ჩემი აბსოლუტური ფავორიტი Fleabag გახდა! ძალიან fresh და კარგია. დახუთულ ოთახში დიდხანს ყოფნის მერე სუფთა ჰაერზე რომ გახვალ, ისეთი შეგრძნება მქონდა. მოკლედ რომ აღვწერო - მთავარი გმირი თანამედროვე ელიზაბეტ ბენეტია.

Something you’re looking forward to: განსაკუთრებულად არაფერი, მაგრამ შეიძლება ვუპასუხო - ჩემი დაბადების დღე (18 სექტემბერი)

What’s worrying you: მოკლედ ვიტყვი - E V E R Y T H I N G და დიახ, ვეცადე დრამატული ვყოფილავი, მაგრამ ასეა.

Your childhood nickname: ნატუკა (დედა მეძახდა) და ნატუჩი (ბებო), ნატუ (ჩემი ძმა, როცა ერთმანეთს არ ვცემდით).

კომენტარებში თქვენს პასუხებს ვნახავდი სიამოვნებ. თუ საერთოდ კითხულობს ვინმე აქაურობას, ეჰეჰეი?

Fleabag

2 comments:

  1. მე ვარ! საკუთარ ბლოგზე დიდი ხანია, აღარ დამიწერია, მაგრამ შენ სიხარულით გკითხულობ, როგორც ყოველთვის.

    დესერტი: მართლა როგორ უნდა თქვა უარი დესერტზე? ლუკა პოლარეს ნაყინიც მახარებს და რამე მსუბუქი ნამცხვარი. გახსოვს, სამანტა რომ ამბობს ვითომ გაბრაზებული? I'm not eating desserts this week! იმ ეპიზოდშიც ზუსტად ბრაუნის მიირთმევენ. საერთოდ, როცა ჩემს შეკვეთილ დესერტს ან კერძს ველოდები, სულ მგონია, რომ სხვა მაგიდებთან უფრო საინტერესო და გემრიელი რამეები მიაქვთ.

    წიგნი/ფილმი: divorce, big little lies, this is us. ახალი ფილმებიდან პედროს "ტკივილი და დიდება" ვნახე ბოლო პერიოდში. შვებულებაში წავიკითხე ჯონ ლენონის ბიოგრაფია და ლაშა ბუღაძის "აუდიტორია". მსუყე წიგნები დროებით გვერდზე მაქვს გადადებული. Fleabag-ით დავინტერესდი! :)

    რას ველი: ოქტომბერ-ნოემბრით ტკბობას. შემოდგომაში ხეტიალს.

    რა მადარდებს: ახლო და საშუალო პერსპექტივის ეკოლოგია და ეკონომიკა, ზოგადად, ჩვენი საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობა, მიჩუმათებული დიდი პრობლემები, ჩვენს ქვეყანაში ბავშვების მომავალი.

    შერქმეული სახელი: სკოლის პერიოდში (გამხდარი და აწოწილი ვიყავი) ჩემმა ძმამ "ანტენა" შემარქვა. სულ პატარაობაში "გუკას" მეძახდა, რადგან "თიკოს" ვერ ამბობდა.

    ეს ქვიზი ძალიან მოუხდა ზაფხულის მიწურულს! :*

    ReplyDelete
    Replies
    1. თინა, აუ მეც ეგრე ვარ, მგონია რომ სხვა მაგიდებთან უკეთესი საჭმელი მიაქვთ და მე ვიჩაგრები :)))
      ფლიბეგი მგონია, რომ მოგეწონება და თუ ნახავ, გამიზიარე შთაბეჭდილებები :)

      გამიხარდა ქვიზი რომ დამხვდა შევსებული ^_^

      Delete