Sunday, July 30, 2017

გადაყარე ნაგავი

ბავშვობიდან ეგეთი თვისება მაქვს - ყველა უსარგებლო ნივთს ვინახავ, არაფერს ვაგდებ. რა იცი, როდის დამჭირდეს-თქო, ჩემს თავს ვეუბნები. ვინახავ, ვინახავ და  მერე შემთხვევით ვპოულობ - კინოს ბილეთებს, სასტუმროს სამაჯურებს, ჩეკებს, სავიზიტო ბარათებს, იარლიყებს, კალმებს, ფურცელს, რომელზე დაწერილი ტექსტიც არაფერს მეუბნება, დახეულ/დიდი ზომის/დაპატარავებულ ტანსაცმელს..
მერე ვხვდები როგორ ბევრ ადგილს იკავებს ეს ამდენი ნივთი, რომლებიც, არ ვაღიარებ მაგრამ, უბრალოდ ნაგავია.

იგივე თვისება გადმომაქვს ურთიერთობებში და რომელიმე ადამიანთან ათას უსარგებლო მოგონებას და ემოციას ვიგროვებ.

 დროა, ნაგვის დროული გადაყრა ვისწავლო ☺

3 comments:

  1. ზოგჯერ ძალა უნდა ძველის გადაყრას და არ აღმოგაჩნდება დამიანს ეს ძალა... თუმცა სწავლა სულ შეიძლება.

    ReplyDelete
    Replies
    1. გეთანხმებით, რთულია, თუმცა აუცილებელი. ნელ-ნელა უფრო გაადვილდება :)

      Delete
  2. როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვსო, მართლა ვინ იცის, როდის და რაში გამოგადგეს ეს ნივთები. კალმების და ტანსაცმლის გარდა ოღონდ.

    ურთიერთობები ბევრად უარესია, ვიდრე ბარგი-ბარხალა (დღეს სასაწაული სიტყვები მაგონდება). ამიტომ გადაყარე აუცილებლად, განსაკუთრებით ძველი სიყვარულები და ვითომ მეგობრები და arrogant საზოგადოება!!!!!!! არაფერში გჭირდება.

    ReplyDelete