* * *
ამ ეტაპზე თავის მოვლა ჩემთვის შემოიფარგლება: სახის დასაბანი საშუალებით, სახის დამატენიანებელი კრემით, ტანის ლოსიონით და ძალიან იშვიათად - სახის სკრაბით.
დეკორატიული კოსმეტიკიდან კი მხოლოდ პომადას ვიყენებ. თვალის ლაინერი ვცადე და სულ თვალები მეწვის, ტუში არასდროს მახსენდება.
ასევე ძალიან, ძალიან იშვიათად ვხმარობ ბბ კრემს და კიდევ უფრო იშვიათად - ტონალურ კრემს (ზაფხულში სახეზე რამეს როგორ ისვამთ? ასე მგონია, ყველაფერი ზედ ჩამომეღვენთება).
* * *
სოფი გოლდენი მომენატრა! თავის ქარიშხლიანი ბლოგით და Mamma Sophie ამბებით. აღადგინე ბლოგი, სოფი, გთხოვ!
* * *
სოფლის სიჩუმესა და სიმწვანეში მინდა დასვენება, 1 კვირით. დღეები რომ ძალიან გაიწელება და არაფერი მექნება საკეთებელი, ყავის სმის და კითხვის გარდა.
* * *
რაღაცნაირი ზაფხულია. თან კარგია და თან ცუდი. თავს უნდა შევუძახო რომ ესეც გაივლის.
* * *
ესეც გაივლის!
სოფი მეც მენატრება.
ReplyDeleteოხ ნატალია! როგორ მჭირდებოდა აგვისტოს ამ ნესტიანად ჩახუთულ ცხელ საღამოს ამის წაკითხვა, ნეტავ იცოდე!!! დიდი მადლობა. ქარიშხლიანად წერა აღარ გამომდის და არ ვიცი, თუ გამომივა ერთი 20 წელი კიდევ ;-)))
ReplyDeleteდღეს ფანჯრიდან რომ გავიხედე და გავიხსენე, რომ აგვისტო დამდგარა, ისე დამწყდა გული, როგორც ბავშვობაში, ზაფხულში, სოფელში რომ ვიყავი და აგვისტო დადგებოდა. ზაფხულის დასასრულს მანიშნებდა და თბილისში დაბრუნებას, მოსაწყენი სკოლა, კორპუსები, გაჭედილი ტრანსპორტი...
ახლა რატომ დამწყდა გული, წარმოდგენა არ მაქვს, არაფერი ზემოთ ჩამოთვლილიდან არ მელოდება. ერთი კარგად უნდა ჩავუჯდე ჩემს ქვეცნობიერს :-)))
როდე, მადლობა, მადლობა, მადლობა!!! მიხარია და თან გული მწყდება (ეს რაღაც საღამოს ფრაზაა ჩემი დღეს), რომ გახსოვარ და გენატრები და ჩვენი ბლოგები როგორ ბერდებიან :ლოლ: წარმატებები და ყველაფერი საუკეთესო შენ!!!
ეეე სოფი <3 როგორ გამიხარდა. აი, ეს კომენტარი სრულიად საკმარისია მომავალ წლებში, მთავარია რომ ბედნიერი ხარ, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.
Deleteმართლა ვბერდებით :D ყოველთვის მემახსოვრები, ყოველთვის!
სოფი! შენი კომენტარებიც ცალკე ბლოგპოსტებია ხოლმე, ამიტომ ესეც ძალიან მახარებს, რომ წერ :) <3
Delete