Wednesday, July 26, 2017

პირველი ნაბიჯი



ჩემს საყვარელ ბლოგზე პოსტი წავიკითხე, რომელიც გოგონების მხრიდან პირველი ნაბიჯის გადადგმას შეეხებოდა.
ამაზე აქამდეც ბევრჯერ მიფიქრია. არა, პირველი ნაბიჯის გადადგმაზე არა, მანდამდე არასდროს მივსულვარ. უფრო პირველი ნაბიჯის გადადგმის შიშზე. არა, არც ეგრე შორს წავსულვარ. დაახლოებით იმ ეტაპზე ვარ, როცა ბიჭი მომეწონება, უფრო ხშირად "ნეტავ გამომელაპარაკოს/რამე დამილაიქოს/დამიკომენტაროს/მომწეროს" ვფიქრობ, ვიდრე "ფეისბუქზე მოვძებნი და დავამატებ/ვნახავ მისი საყვარელი ბენდი რომელია და საუბარს გავუბამ".

აქამდე ეს საკითხი არ მაწუხებდა. არც კი განვიხილავდი, არათუ ვხვდებოდი, რომ პრობლემა იყო. ბოლო პერიოდში კი, რამდენჯერმე დაქრაშვის მცდელობის და "მაინც არაფერი გამოვა"-ს თქმის შემდეგ თავის მინებებისას, ცხადად დავინახე, რომ პრობლემაა. აქამდე, ვისთანაც კი რამე ფორმით ურთიერთობა მქონია, ყველა მათი ინიციატივით იწყებოდა და არც ერთი იყო ჩემი რჩეული. ამით არავის დაკნინებას ვცდილობ, უბრალოდ მე მაქვს ასეთი თვისება - სანამ არ დავრწმუნდები, რომ მას მოვწონვარ, მანამდე არ ვიწონებ.

საქმე იმაში არ არის, რომ გოგო ვარ და პირველი ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება. არა. ყველაზე მეტად უარის მიღების მეშინია. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია და მარტო ბიჭისგან უარს არ ეხება, ნებისმიერი უარყოფა ცუდად მოქმედებს და ამიტომ, ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო ისეთი ქმედებები, რომელიც პასუხს მოითხოვს და ეს პასუხი შეიძლება უარი იყოს.

ამ ეტაპზე, ვინმეს მოწონების შემთხვევაში, ინიციატივის გამოჩენაზე ფიქრს დაახლოებით იმდენი დროის გასვლის შემდეგ დავიწყებ, რამდენიც ჭირდება ადამიანის კარგად გაცნობას და მისი ინტერესების მეტ-ნაკლებად სრულყოფილად შესწავლას, შემდეგ მინი-კვლევის ჩატარებას და იმ ალბათობის გამოანგარიშებას, რამდენად შესაძლებელია, მასთან რამე წამოიწყოს ადამიანმა.

[ანუ - არასდროს]

4 comments:

  1. კარგი რა ნატალია!
    უარია რა, რა მოხდა მერე, ან კის გეტყვიან ან არას :) აარფერია საშიში, მართლა, ერთი–ორჯერ რო იზამ მიხვდები მერე <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ჯერ მეძნელება ისევ, თუმცა რომ დამჭირდეს, ალბათ თავს ძალას დავატან :))

      Delete
  2. მგონი მაინც გოგოობასთანაა კავშირი. აღზრდა, დნმ თუ რაც არის. გოგოები უფრო პასიურები ვართ და გვჭირდება სათავე, რასაც გადავამუშავებთ.
    პლუს ასაკი. 30 წლამდე თუ ცხოვრებაში არაფერი მომხდარა შენი ინიციატივით - შეიძლება ნორმალური იყოს, თეორიით განამტკიცო. მაგრამ თუ მერეც არაფერი ხდება შენი ინიციატივით, გინდ სამსახურში, გინდ ურთიერთობაში, გინდ ჰობიში - უკვე ნიშნავს რომ კონტროლირებადი ხარ.
    მაგალითად, ჩემი პრობლემა პასუხისმგებლობის აღებაა. თუნდაც დაშორებაშიც ვცდილობ მათ ნამუსზე იდგას ეს. არა თუ დასაწყისში. ოღონდ ვმუშაობ ამაზე.

    ReplyDelete
    Replies
    1. სხვა საკითხებში ინიციატივის აღება შემიძლია, უფრო სწორად, ვცდილობ და თავს ვაძალებ. მხოლოდ ამ სფეროში ვარ ზედმეტად პასიური :))

      Delete