Thursday, March 2, 2017

სამდღიანი დასვენება

ხვალ 3 მარტია, პარასკევი. დასვენებაა. ანუ, სამდღიანი დასვენება მოდის.

ამ დროს, რას ვაკეთებ მე? არაფერს. აბსოლუტურად არაფერს!
იცით, რამდენმა მეგობარმა მითხრა უარი ქალაქიდან გასვლაზე? ყველამ!
რაღაც მომენტებში ფრუსტრაციას ვგრძნობ, ვდუღვარ და გადმოვდივარ, მერე ჩემს თავს ვეუბნები, დამშვიდდი, ბი ქულ, მარტო წადი სადაც გინდა წასვლა. ბუქინგ.ქომ გავხსენი და დავიწყე სასტუმროების ძებნა, მივხვდი, რომ მარტო არ მინდა წასვლა, ჩავხურე და ისევ ფრუსტრაციას მივეცი. მერე ისევ დავმშვიდდი, მეთქი, ვერაფერს ვუშველი მაინც. ცოტა ხანში ალბათ ისევ ვფრუსტრირდები და ასე :D


ესეც დამწვარი სემიჩკასავით პოსტი.

2 comments:

  1. სხვათაშორის არ მიყვარს ეგ თვისება ადამიანში,მე შემიძლია მარტო გავართო თავი და ზოგადად ნებისმიერი რამე ვაკეთო... მოძებნე და წადი <3 <3 :*

    ReplyDelete
    Replies
    1. ადამიანების ძალიან ცოტა ნაწილს შეუძლია საკუთარი თავის გართობა, ამიტომ ეგ იშვიათი თვისებაა, ყველას ვერ მოთხოვ :)

      Delete