Thursday, April 28, 2016

ნატალია ბეტმენი

  გუშინ სამსახურის ლეპტოპს ვალაგებდი და ერთ ფოლდერში ვორდის დოკუმენტი ვიპოვე, ადრე მოთხრობის წერა დამიწყია. ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს კარგად, ნოემბერში დავიწყე, სოფელში. იქნებ დავამთავრო კიდეც.

  მანამდე კი, ცეკვას დავუმეგობრდი. აქამდე მხოლოდ მიყვარდა, ახლა უკვე ვმეგობრობთ კიდეც. ოჰ, როგორ ვმეგობრობთ! მარტო ცეკვა საუკეთესო რამ ყოფილა : ) თვალები დახუჭული თუ გაქვს - კიდევ უკეთესი.

არ უნდა დავივიწყო, რომ I am Batman. I can do this.

საკუთარი თავის შეგონებები უფროა ეს პოსტები, ვიდრე სხვებისთვის წასაკითხი :) მაგრამ, ვფიქრობ, ბლოგებმა ეს ნიშა დაიკავეს ისედაც, სხვა ფუნქციები ჩამოშორდა. მარტო პირადი პოსტები უნდა ვწეროთ, სხვა გზა არაა.

სხვებმაც წერეთ რა.


პ.ს ძალიან მინდა, რომ დევენდრა ბანჰარტმა ჩემზე სიმღერა დაწეროს.


5 comments:

  1. აი, ეხლა ბიონსეს ლიმონში ისეთი კარგი რამდენიმე სხეულის ასაყოლებელი თრექია. უჰ, ნამდვილი ქუიინ ბია <3
    "hold up" recomended ;)

    ReplyDelete
    Replies
    1. დღეს მოვუსმინე ზუსტად :) მე კენდრიკ ლამართან დუეტზე გადავირიე. საოცრებაა, მუსიკაც და ტექსტიც.

      Delete
    2. კი, ეგეც ძალიან კარგია და რამდენიმე ახალი ჟანრია ალბომში და მართლა კარგია პოპ კულტურაში სიახლეების შეტანა. თუმცა სხვებმა რომც შეეცადონ, ალბათ, ბიონსესნაირად არაფერი გამოუვათ, მაგალითად, ბრიტნის :დ :/

      Delete
  2. Replies
    1. ახლავე გადავხედავ შენს ბლოგს ^_^

      Delete