New york is cold, but I like where I'm livingThere's music on Clinton street all through the evening.
ძვირფასო მეგობარო, ბოლოს რომ მოგწერე, ბედნიერი ვიყავი. ჩემ გარშემო ყველაფერი კარგი ხდებოდა. ახლაც ხდება კარგი, მაგრამ ყველაფერი - არა.
ისევ ვაპირებ თუ დუ ლისტის შედგენას და სადმე ისეთ ადგილას გამოკვრას (მაგალითად, ბლოგზე), სულ თვალში რომ მეჩხირებოდეს.
ალბათ დღეები ძალიან გაიწელება, საღამოები კი პირიქით, სწრაფად ჩაირბენს.
ღამით, როცა აივნიდან განათებულ ფანჯრებს ვხედავ, ისე მინდება პატარა, მყუდრო ბინა, სადაც საღამოობით თბილ განათებას და ტომ ვეიტსს ჩავრთავდი.
სამზარეულოში პატარა სპილოს ეძინებოდა უშფოთველად.
ხანდახან მეგობრული საღამოები მოეწყობოდა, ცოტა წითელი ღვინით, გაჩახჩახებული ფანჯრებით და მოგუდული სიცილებით.
კვირის ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად გამოცხვებოდა ლაზანიები, ღამით დიდ ჭიქებში ჩამოისხმებოდა ყავა და მოეწყობოდა ხანგრძლივი კინოსეანსები, გრეის ანატომიის ძველი, მივიწყებული სერიებით.
ახლა ღამღამობით სტივენ კინგს ვკითხულობ, სანამ თვალები თავისით არ დამეხუჭება, არ ვწყვეტ კითხვას და მოუთმენლად ველოდები შემდეგ ღამეს. იმიტომ, რომ კინგი ღამით წასაკითხი მწერალია, დღე მისი მწერლური ჯადოსნობა სადღაც, სიტყვებს შორის იმალება და მხოლოდ მზის ჩასვლის მერე იჩენს თავს.
დღეები კი ვიქტორიანული ინგლისივით მდორედ და უწყინრად მიედინება.

ოჰ, რა კარგი იყო!
ReplyDeleteამას რომ უნდა უყურო, ისეთი დღეები გქონია :) http://www.imdb.com/title/tt0070903/
ეს სიმღერა სასწაულია, კოენის, თავის ვიდეოიანად.
Delete