Sunday, November 24, 2013

All The Small Things around

    “Christmas was coming. One morning in mid-December, Hogwarts woke to find itself covered in several feet of snow. The lake froze solid and the Weasley twins were punished for bewitching several snowballs so that they followed Quirrell around, bouncing off the back of his turban.”

                                                            - J.K. Rowling, Harry Potter and the Philosopher's Stone


ბარსელონა

   ძალიან მინდა, წელს შობას, ზუსტად 25 დეკემბერს, თოვლი მოვიდეს, თეთრი და ფაფუკი. ფეხები ვაღრაჭუნო ახალდადებულ თოვლში, მერე კურტკაში (ჩემსაში არა) ჩავრგო თავი და ფიფქებისგან თმა გამითეთრდეს.
  მინდა პატარა კაფეში დავჯდე, რომელსაც ფანჯრებზე მოციმციმე ნათურები ექნება, დიდი ჭიქით ყავა შევუკვეთო და იქიდან ვუყურებდე,  გარეთ როგორ ცვივა ფანტელები.

 * * *

   ამასობაში მე მუშაობა დავიწყე და ახალი ბლოგი გავაკეთე. სამსახურით კმაყოფილი ვარ, ბლოგს რაც შეეხება, ჰქვია All The Small Things და ინსპირაცია ჩემი ჰანნასგან მოდიოდა, რომელმაც მითხრა, რომ ამგვარი ქართულენოვანი ბლოგების დეფიციტია და მე უნდა მეკისრა ეს საქმიანობა.
  ბლოგი არის მსუბუქი, განსატვირთი, პირად ამბებს მოკლებული და სამსახურში, ლანჩზე ან თუნდაც მგზავრობისას გადასაკითხი. ცოტა მეშინოდა, რომ მთელი დრო და ყველა იდეა მას არ წაეღო, მაგრამ ასე არ მოხდა.
  გამიხარდება, თუ მათ, ვისაც უყვარს და მოსწონს Wonderland-ი, ასევე შეიყვარებს და დაუმეგობრდება პიტნის ლიმონათიან ბლოგს, ასევე მის Facebook page-ს.

8 comments:

  1. რა კარგი იდეაა! ;) <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ოჰ, როდე, როგორ მომენატრე რომ იცოდე, რაც ფბ მიატოვე : ))

      Delete
    2. მეც, მაგრამ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ და იქნები <3 :)

      Delete
  2. "მინდა პატარა კაფეში დავჯდე, რომელსაც ფანჯრებზე მოციმციმე ნათურები ექნება, დიდი ჭიქით ყავა შევუკვეთო და იქიდან ვუყურებდე, გარეთ როგორ ცვივა ფანტელები."
    რა კარგია და მეც როგორ მომინდა. ვიზუალიზაციისთვის მსგავსი სცენები ვნახე ორი ფილმიდან: Legally Blonde და Sex and the City. პირველში სალონში სხედან გვიან, ჩაბნელებულზე და ფიფქებს უყურებენ, მეორეში სენტ ლუისელ წყვილს რომ ხვდება კაფეში.

    ReplyDelete
  3. rakargia axali blogi dzalian momecona. da kidev mixaria rom mushaoba daicye, magram ufro meti detalebic minda vicode <3

    ReplyDelete
  4. Charlotte var, ratomghac chemi account-it ar matovebinebs commentars, ese imsuhava :D

    ReplyDelete
  5. "სამსახურში, ლანჩზე ან თუნდაც მგზავრობისას გადასაკითხი." – აბა, სახლში მჯდომ მსუქან დედებზე ვინ იფიქრებდა :პ

    ჯერ ვერ მოვახერხე ამ ბლოგის ნახვა, ველოდები დრო ვიპოვო, ჩემი საყვარელი რძიანი ყავით დავჯდე სამზარეულოში და მშვიდად დავათვალიერო :)

    ბარსელონაში თოვლი თუ მოდიოდა, არ მეგონა, რა ლამაზია.

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფი :)) <3 სხვათაშორის, თავად ბლოგზე შავით თეთრზე მიწერია, რომ სამზარეულოში წასაკითხი ბლოგია :))

      Delete