Thursday, October 31, 2013

Elephant dream



  ”მუშაობა მინდა. ერთი ჩვეულებრივი სამსახური - შაბათ-კვირას რომ ველოდებოდე მუდმივად, ორშაბათი დილა მძულდეს და შვებულებამდე დღეებს ვითვლიდე. ვიცი, ვიწუწუნებდი დროის უქონლობასა და დაღლილობებზე, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მადლიერი ვიქნებოდი იმის, რაც მაქვს..”


   ეს არის ჩანაწერი ჩემი ერთ-ერთი პოსტიდან, რომელიც თითქმის 3 წლის წინ გამოქვეყნდა. მე აბსოლუტური სიზუსტით ამიხდა ეს ოცნება.
   მქონდა სამსახური, სადაც სიკვდილამდე ვიღლებოდი, მძულდა ორშაბათი დილები ისე, როგორც არავის ამქვეყნად სძულებია ორშაბათები. ვითვლიდი დღეებს შვებულებამდე, მაგრამ არ შემეძლო, არაფრით არ შემეძლო ვყოფილიყავი ბედნიერი იმით, რაც მქონდა.    მაგრამ მაინც ვცდილობდი, მთელი ძალებით ვცდილობდი, და სადღაც გულის სიღრმეში, ვიყავი კიდეც მადლიერი, რომ მქონდა სამსახური და საკუთარი ფული.

   მაშინ, როცა 30 სექტემბრის გამთენიისას, სამსახურში ვიჯექი მარტო, სიმწრის ცრემლებს ვყლაპავდი, გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოღებოდა. გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე და რაღაცნაირად, გულზე მომეშვა. 

 2 დღეში  აღარ მექნება სამსახური. მაგრამ შემეძლება ძალდატანების გარეშე წავიკითხო წიგნები, ისევ მიყვარდეს ადამიანები და შემოდგომა. კვლავ გამიჩნდება დეტალური ბედნიერებები, კიდევ გამოვაცხობ ნამცხვრებს, დავითვლი ცაში ჩემს ღამეულ ვეშაპებს და ისევ ხშირად ვიფრენ სიზმრებში.

   ლურჯი კვლავ გახდება ჩემი საყვარელი ფერი, ვიყიდი ბევრ თბილ გეტრს და ფერად კოლგოტებზე ჩავიცვამ.

  სადღაც გულის სიღრმეში, ოცნებების განყოფილებაში მიმალულ საკონდიტროს იდეას მაღლა ამოვწევ და ვიტყვი - რატომაც არა.

   მანამდე კი, მინდა გითხრათ, გაგაფრთხილოთ, რომ ძალიან ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ფიქრებს, სურვილებს თუ ოცნებებს. ისინი აუცილებლად ხდება, მაგრამ ბედის თუ რაღაც სხვა ძალის ირონიით, ხშირად ისე არა, როგორც ჩვენ გვინდა. დაისახეთ კონკრეტული მიზნები, თავშივე, ძალიან დაწვრილებით ჩამოაყალიბეთ, რა გინდათ, თორემ ”მინდა მქონდეს სამსახური” შეიძლება ძალიან, ძალიან ცუდად აგიხდეთ.

May the force be with me.



 

5 comments:

  1. ui, mag periodshi me mqonda posti be careful of what you wish :)
    hoda. exa ra undaqna? axali ocnebebi/? u brave girl. kai shegrdznebaa ise, 2 jer gamiketebia da dzaan bednieri gancda mqonia :D am gadacyvetilebis mere. never STOP and FEAR dreaming Natalia tore dagupulia lurji getrebis saqme.

    ReplyDelete
    Replies
    1. ანუკ, ეხლა რა უნდა ვქნა, აღარ ვიცი, მაგრამ რამეს ვიზამ : ))
      პ.ს მე უკვე შემიძლია შენთან და დუდასთან ერთად ვისეირნო შემოდგომის თბილისში : )

      Delete
  2. ძალიან თამამი და გაბედული გადაწყვეტილებაა. :) ყოჩაღ! თუ თავი არ დააღწიე იმას, რაც არ მოგწონს, ისე სიახლე დაიგვიანებს. :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა თინიტა ^_^ მეც ვთვლი, რომ თამამი გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან, როგორც წესი, ასეთ ნაბიჯებს არ ვდგამ ხოლმე თითქმის არასდროს :)

      Delete
  3. ძალიან კარგია,რომ გაბედე. უკეთესი იქნება, აი,ნახავ,თუ არა, სხვანაირად არ შეიძლება. ყველაფერი უკეთესობისკენ მიემართება ^^ მანამდე კი თავისუფლებით დატკბი

    ReplyDelete