დავიღალე.
არა დღეს, გუშინწინ ან იმის წინ, უბრალოდ ავდექი და დავიღალე.
ვეღარც კოსმიური ენერგიები, კოცნები და ჩახუტებები მშველის.
შვებულებაც არა და აღარ მოდის, არადა სულ 3 დღე დარჩა, მერე სტამბულში უნდა წავიდე და ოცნება ავიხდინო.
და ახლა, როცა ყველაფერი ასე ახლოა, მთელი ჩემი არსება ითხოვს საწოლზე გდებას, დილიდან ღამემდე, ღამით ემბრიონის პოზაში მოკუნტვას და ძილს, დილით ზურგზე გადმობრუნებას და ჭერზე მიშტერებას.
გუშინ სამგზავრო კბილის ჯაგრისი ვიყიდე; იკეცება და პაწაწინა კბილის პასტა მოყვება. ხელში რომ ვატრიალებდი, უცებ ვიგრძენი, რომ მოგზაურობისთვის ვემზადებოდი და მთელ ტანში სასიამოვნო დენებმა დამიარა. ”მოგზაურობა” ძალიან არასწორი სიტყვაა ალბათ 2 დღიანი გასვლისთვის, მაგრამ მე უკვე კბილები მიკაწკაწებს და ვცდილობ ბოლო ძალები მოვიკრიბო. ქრონიკული დაღლილობაც ვერ შემიშლის ხელს, რომ ბედნიერი ვიყო.
მინდა რომ სანაპიროზე ქარი მიწეწავდეს თმას, ზღვის მლაშე სუნი მცემდეს და ყველა უჯრედით ბედნიერი ვიყო, ზუსტად იქ და იმ დროს. მერე მეც მოგიყვებოდით, რისგან შედგება ჩემი ზაფხულის ღვინო.
ბედნიერი მოგზაურობა ნატალია :*
ReplyDeleteორი დღეც საქმეა :)
ყველაფერი კარგად იქნება.
ReplyDeleteუკვე არის კარგად <3 :) :*