რატომ არ მქონდა აქამდე წაკითხული ეს საოცარი ნაწარმოები, რატომ
მითხრა მხოლოდ ახლახან ერთმა კარგმა გოგომ, დაყარე ყველაფერი და სასწრაფოდ
ეს წიგნი იყიდეო? რატომ წავიკითხე ახლა, როცა ასეთი ვარ, დიდი და
სიკეთისგან ლამის დაცლილი? და რატომ არ წავიკითხე მაშინ, ბავშვობაში, როცა
განურჩევლად ყველაფერს ვკითხულობდი, რაც სახლში მოიძიებოდა?..
მართალია ჩემს მეზობლად ბუა რედლი არ ცხოვრობს, მაგრამ ყველას გვყავდა
ბავშვობაში ბუა, რომლისაც გვეშინოდა, ან გვაშინებდნენ უფროსები; რომელიც
მოვიდოდა და წაგვიყვანდა, თუ ცუდად მოვიქცეოდით. მე და ჩემმა ძმამ კი, ბუა
ერთ ფაშფაშა ქალში ჩავასახლეთ, რომელიც სულაც არ იყო საშიში, პირიქით,
ძალიანაც კეთილი იყო, ჰყავდა ქმარი და შვილი და ჩვენი თამაშების განუყოფელი
ნაწილი იყო. ბუამ, ჩემი წარმოდგენით, ხმამაღალი სიცილი იცოდა და
ყოველთვის მიხაროდა, როცა თამაშში ის დრო დადგებოდა, ქმარ-შვილთან ერთად
რომ უნდა გვსტუმრებოდა.
თუმცა არა. ვიცი, რატომ არ მქონდა
აქამდე წაკითხული "ნუ მოკლავ ჯაფარას". სწორედ ახლა იყო დრო, რომ
წამეკითხა. ახლა და არა რომელიმე სხვა დროს. მაშინ, როცა გავხდი დიდი და
სიკეთისგან ლამის დაცლილი.
ახლა მე უკვე ვიცი, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნების გვერდით დევს კიდევ ერთი
დიდებული წიგნი, რომლიდანაც სიკეთე იღვრება, თავის პირვანდელი ფორმით -
სუფთა და ხელშეუხებელი, ისეთი სიკეთე, როგორსაც მხოლოდ ბავშვები ხედავენ.
უკვე ისიც ვიცი, რომ, როცა მომინდება კიდევ ერთხელ შევივსო სიკეთის კოლბა,
შემიძლია ავიღო და გადავშალო "ნუ მოკლავ ჯაფარას". თამამად შემიძლია, ეს
წიგნი სიკეთის თაროზე შემოვდო, ასტრიდ ლინდგრენთან და "სამოსელი პირველთან"
ერთად.
ძალიან ბედნიერი ვარ. და ასეთი ბედნიერებით ავსება მხოლოდ ასეთ წიგნებს შეუძლიათ.
Eh... me mqonda am wignze posti 2 wlis win, mgoni, da isic gamogitovebia :-)
ReplyDeleteZustad axla ki imitom waikitxe, rom siketit aivso da Chyitasavit (Scout hqvia originalshi) goneba da gulgaxsnili iyo ;-)
To kill a mockingbird hqvia inglisurad. Filmicaa gadagebuli da Atticus-is rols Gregory Peck asrulebs :-)
Eh... me mqonda am wignze posti 2 wlis win, mgoni, da isic gamogitovebia :-)
ReplyDeleteZustad axla ki imitom waikitxe, rom siketit aivso da Chyitasavit (Scout hqvia originalshi) goneba da gulgaxsnili iyo ;-)
To kill a mockingbird hqvia inglisurad. Filmicaa gadagebuli da Atticus-is rols Gregory Peck asrulebs :-)
სოფი, ახლა ვაპირებ მაგ ფილმის ნახვას :) ინგლისურად ვიცი რომ ასე ჰქვია, უბრალოდ პოსტის სათაურია ეს : ))
ReplyDeleteპ.ს შენი პოსტი მახსოვს :პ
მე მაჩუქეს ახლა დაბდღეზე და გამიხარდა.
ReplyDeleteმეც შევივსებ კოლბას...