Thursday, August 16, 2012

End of summer. End of story.

    საღამოა, გრილი ნიავი უბერავს, სახლში ახალი მოსული ვარ. კომპიუტერს ვუზივარ და ვცდილობ თავი მოვუყარო აზრებს, რამდენი ხანია ვგეგმავ პოსტის დაწერას. გუშინაც ვაპირებდი, როცა გავიგე, რომ ჯულია ჩაილდის 100 წლისთავი იყო, მაგრამ ამაზე მერე.

  შვებულება ისე უცებ გაფრინდა, რომ ახლაც, როცა დილით მაღვიძარა რეკავს, მგონია რომ ჩემი სოფლის რკინის საწოლში ვწევარ და შემიძლია ეს აბეზარი წკრიალი გამოვრთო და საწოლის ჭრიალით შევიბრუნო გვერდი.
 
   ბავშვობაში ისეთი სიტყვები, როგორიცაა "სამსახური" და "შვებულება", ისე საოცარ რამედ მეჩვენებოდა, მეგონა ისინი, ვისაც ეს რამეები ჰქონდა, ძალიან დიდები და სერიოზულები იყვნენ. მერე, მეც რომ გამიჩნდა იგივე საოცრებები, მივხვდი, რომ ადამიანი საერთოდაც არ იზრდება. მე ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი 5, 10 და 15 წლის წინ. ისევ არ მიყვარს ბევრ უცნობ ადამიანთან ერთად ყოფნა, თავს ისევ ისე უხერხულად ვგრძნობ ასეთ დროს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
  ისევ ძალიან მიყვარს ბევრ ახლობელ ადამიანთან ერთად ყოფნა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როცა მათთან ერთად ვზივარ და  მათ ვუყურებ.

   არაფერიც არ იცვლება. ყველა ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ არავინ არ იზრდება და დიდებსაც ისევე აქვთ იგივე სურვილები, რაც პატარაობისას ჰქონდათ. უბრალოდ, რაღაცების დამალვას ვსწავლობთ და ათასი ვალდებულებები გვემატება.

  მინდა, რომ 3 თვიანი არდადეგები მქონდეს ზაფხულში და უდარდელად გავატარო მთელი ის დრო. ნაცვლად ამისა, 2 კვირიანი დასვენებისას, პირველი კვირა ვერაფრით ვაჯერებდი ჩემს თავს რომ დილით არსად ვიყავი გასავარდნი და მუდმივად აფორიაქებული ვიძინებდი. მეორე კვირას, ყოველ საღამოს ვალერიანის მიღებით და სოფელში არაფრის კეთებით, როგორც იქნა სასურველ სიმშვიდეს მივაღწიე და ზუსტად ამ დროს, უცებ ყველაფერი დამთავრდა.

   სოფელში ზუსტად ისე ვიყავი, როგორც ვგეგმავდი – უნდა ვიჯდე და ვიყო–მეთქი. აი ეგრე, ვიჯექი და ვიყავი. 
 ყოველდღე ვაკეთებდი მცირე ჩანაწერებს, ეხლა რომ გადავხედე, ძირითადად ამინდზე ვწერ, როგორც მჩვევია.

 04.08.12  11:02   ჩავედით დვალთაში, ვარ ძალიან მტვრიანი, თმა მაქვს ბობ მარლივით :D ეხლა შემოვედი სახლში.

 05.08.12  17:40  ცხელა, ყავის წყლის ადუღებას ველოდები. ყველაფერი მეზარება, სულ მეძინება. გუშინ ფიჭვებში ვიყავი.დღეს მთელი დღეა არაფრის კეთებით ვარ დაკავებული. აჰ, მებრძოლთა კლუბი წავიკითხე და wow, wow, wow!

 06.08.12  12:42 ღამით ტურა იყო ამოსული და ყმუილმა გამაღვიძა. ეხლა დილის ყავის რიტუალი მაქვს. დღის შემდგომ პერიოდში ვგეგმავ ბადმინტონის თამაშს. ქარია და იმედია მოვახერხებ.

 07.08.12  12:37  დილიდან თავი მტკივა. მზე აჭერს და ქარია. ცოტახნით ვიყავი გასული მზეში  და უფრო გამიძლიერდა ტკივილი. დენი წავიდა, მანამდე ვუყურებდი ჯ.ლოს და პიტბულს (gosh). ვსვამ ნელთბილ ყავას. გუშინ ბადმინტონი ვითამაშე და მას შემდეგ ხელი მიკანკალებს.
16:52  ფრენი და ზუი წავიკითხე, საოცრად კარგია. ვერ ვხვდები, თამაში ჭვავის ყანაში რატომ არის უფრო პოპულარული. ცხელა და ოთახში ვარ შემოკეტილი.
22:28  ვარსკვლავი ჩამოვარდა ისე ლამაზად, რომ აღფრთოვანებისგან სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა.

 08.08.12  16:58   ვწევარ და ვუყურებ რიჰანას "Umbrella"–ს ლაივს (ლაივს!). მინდა შაურმა და ამ სურვილს ვერაფერს ვუხერხებ უკვე 2 დღეა. შაურმავ, მინდიხარ! შენ ძალიან შორს ხარ და ჩვენი შეხვედრა შეუძლებელია ამჟამად.

 09.08.12  18:00 ბაღში ვზივარ ბალახზე, უბერავს ქარი. აქ იმ მიზნით ჩამოვედი, რომ მოვშორებოდი ყველაფერს და არაფრის კეთებაში გამეტარებინა შვებულება. მაგრამ მივხვდი რომ ადამიანები და ხმაური მენატრება. ამაზე დარდი დიდხანს არ მომიწევს, შვებულება მალე მთავრდება. (შენიშვნა: ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, მხოლოდ რამდენიმე წამით მეგონა რომ ასე მინდოდა, სინამდვილეში სულ მალევე გამოვუტყდი ჩემს თავს რომ ძალიანაც მომწონდა უადამიანებოდ ყოფნა)
20:23  დვალთური საღამოა, მშვიდი, ჰაერი ადამიანების ხმებით არის სავსე. დღეს ძალიან ცხელოდა, ეხლაც ნიავიც კი არ იძვრის, მაგრამ აგრილდა ნელ–ნელა. მე აივანზე ვზივარ, მინდა შოკოლადი და მაღაზიაში ასვლა წარმოუდგენლად მეჩვენება. ადამიანებთან მინდა, მაგრამ თან მარტო ყოფნაც მსიამოვნებს. ბებო ხახვს წნავს და თან დედას ელაპარაკება.

 10.08.12  20:21  ალგეთზე ვიყავით ჩასული, ვიბანავე და შემწვარი სიმინდი ვჭამე. Fucking mood.

 11.08.12  15:36  ცხელა და უსაქმურობის ბოლო დღეებს ვითვლი. ჯერ პიჟამაც არ გამიხდია, ბებო კარტოფილის ხინკლისთვის ემზადება.
23:28 თავი მტკივა და მეძინება, გარეთ ხმაურია – მეზობლები მწვადს წვავენ. არ მინდა თბილისში :/

 12.08.12  12:53 საღამოს მივდივართ, ეკლესიაში ვიყავი გასული, ახლა ბაღში ვზივარ და სასტიკად მცხელა. Fucking mood
13:58  ვბარგდებით. არ მინდა წასვლა. მაგრამ ძველებურად მაინც არ იყო არაფერი, არც ბავშვებთან ერთად მიცეკვია ქუჩაში და არც ბადმინტონი მითამაშია ბევრჯერ. Wonderland გაქრა.
20:35 Waiting.. 




6 comments:

  1. კარგი პოსტი იყო.
    მომეწონა.


    " ისევ ძალიან მიყვარს ბევრ ახლობელ ადამიანთან ერთად ყოფნა და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როცა მათთან ერთად ვზივარ და მათ ვუყურებ."
    მე რომელი ვარ? :დ

    იე კი ბევრ რამეში გეთანხები.

    ReplyDelete
  2. არ გამქრალა, დამიჯერე : ) :*
    ანა.

    ReplyDelete
  3. ყველაფერი კარგი, მაგრამ არ შემიძლია არ აღვფრთოვანდე პლეილისტით :))
    ეგრეა. სოფლეში მეც დიდი იმედებით მივდივარ, რომ ყველაფერი "ისე" დამხვდება, როგორც ადრე იყო. მაგრამ, სულ მიცრუვედბა ხოლმე. ალბათ, წარსულზე ფიქრს უნდა შევეშვათ და რეალობა ისეთად მივიღოთ, როგორიც არის.
    პ.ს. როგორ მინდა მეც ერთი კვირა ეგეთი დასვენება <3 უ ადამიან ებ ოდ !!!

    ReplyDelete
  4. საინტერესო პოსტია, მეც ვიყავი სოფელში,მაგარამ ძველებურად მართლაც აღარაფერი აღარ იყო და ვიგრძენი, როგორ გასულა დრო, დავშორებივარ ბავშვობას.

    ReplyDelete