Saturday, August 25, 2012

ზაფხულის მიწურულს

   ახლა ღამის 2 საათია, თითქმის. მე სამსახურში ვარ. გარეთ კანტიკუნტად მოძრაობენ მანქანები, ბენზინგასამართ სადგურზე ვიღაცას ღვიძავს.

 ზაფხულის მიწურულია.

    ეხლახან დავასრულე ეს ფილმი და მინდა, რომ ხმამაღლა ვიტირო, ძალიან ხმამაღლა. ვიქვითინო.


   ვთვლი, რომ ომი ყველაზე დიდი საშინელებაა ამქვეყნად და ყველაზე მეტად მისი მეშინია, ძალიან მეშინია. 

   კირას მწვანე კაბა მიდგას თვალწინ. ეხლა მე რომ მეცვას ეს  კაბა, დავლევდი 1 ჭიქა ვისკის, მერე ქვევით, აივანზე ჩავიდოდი და მოვწევდი.

   ზაფხულის მიწურულია, გუშინ შესანიშნავი წიგნი წავიკითხე - ტიპი მეზობელი საფლავიდან. თქვენ ვის დანახვაზე გიხტით საკვერცხეები სიხარულისგან?

    აი, ვზივარ სამსახურში და მახსენდება ჩაგდებული კონკურსი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდი. რატომღაც მეგონა, რომ რაღაც გამომივიდოდა. გამოგვივიდოდა, უფრო სწორედ. არ ვიცი, ან მე შევცდი თანაგუნდელების შერჩევაში, ან ლიდერის თვისებები, როგორც ასეთი, ჩემში არ არსებობს. მე ძალიან მჭირდებოდა ამ კონკურში მონაწილეობა. მხოლოდ მონაწილეობა, და ესეც კი არ გამომივიდა.
  ხანდახან მგონია, რომ ის ბავშვი ვარ, ოჯახში გამორჩეული რომ არის. გამორჩეული იმით, რომ როცა უნებურად საშაქრეს გატეხავს, დედა მაშინვე საყვედურებით ავსებს - აი ხომ ვიცოდი, რომ ასეც იზამდი.

   ეხლაც ასეთი, სამდურავით სავსე ხმა მესმის - ხომ ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა, ხომ ვიცოდი! ყოველთვის მარცხდები!  ან გეშინია და არაფერს აკეთებ, ან აკეთებ და არ გამოგდის.
 ყურს თუ კარგად დავუგდებ, ეს ხმა მე მეკუთვნის.




  ღმერთო ჩემო, როგორ მინდა ხმამაღლა ვიტირო. ზაფხულის მიწურულია და წინ შესანიშნავი, თბილი შემოდგომაა. ქარვისფერი შემოდგომა, ალერსიანი ამინდებით და მზიანი დღეებით. თუნდაც წვიმიანი. წინ შემოდგომაა.






6 comments:

  1. არ ვიცი, მომწონს ეს ფილმი თუ მძულს.
    მეც მინდა ხმამაღლა ვიტირო, რომ ზაფხულის მიწურულია და ისევ მთელი წელი უნდა ველოდო მის ხელახლა მოსვლას.

    ReplyDelete
  2. რა კარგი ფილმია, რა კარგი და უკარგესი!!! ოჰ, რომოლა გერი/გარაის გმირი ყველაზე დაღუპული ფსიქიკისაა მანდ :(((

    კირას მწვანე კაბას კიდევ არაფერი შეედრება.

    ჩაახშე ეგ ხმა, ახლავე!!! მე დიდხანს, ძალიან დიდხანს მაგიჟებდა ზუსტად ასეთი ხმა.

    მომენატრე, ნატალია, ძალიან!

    ReplyDelete
  3. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი მეზიზღება, შენს მდგომარეობაში ხშირად ვარ. სულ ვფიქრობ და ვიცი, რომ ღამე სამსახურში ყოფნის დროს დაწერილი პოსტი სულ სხვანაირი იქნება. სულ ვაპირებ ხოლმე.

    ახლა მე ლიქიორი მინდა ვწრუპო. მიხარია, რომ შენთან ერთად პირველად წავალ თბილისს გარეთ და ბევრს ვიცინებთ. უი... ისადა... არ გინდა, ლიქიორი წავიღოთ??? და სასტუმროს ნომერში ჩუმად ვწრუპოთ ვუდის რომელიმე სარკაზმული ფილმის თანხლებით???

    ReplyDelete
  4. სოფი, გუშინ საღამოს ვფიქრობდი ზუსტად შენზე და ეხლა აქ კომენტარი რომ დამხვდა, ისე გამიხარდა : )

    ქეით, შენი იდეა საოცრად მომწონს, ერთადერთი ლიქიორს მარტინით შევცვლიდი : )) და ვუდი ალენის ფილმები, აჰ <3

    ReplyDelete
  5. მარტინით არ შევცვლიდი, რადგან მგონია, რომ ლიქიორი უფრო გემრიელი იქნება. არა???

    ReplyDelete
  6. მახსოვს, ჩემზეც ძალიან იმოქმედა ფილმმა, და კირას მწვანე კაბამაც და აუზის სცენამაც :))

    ReplyDelete