Saturday, June 11, 2011

Little white Lies

   საერთოდ, როცა ვაპირებ, ფილმზე დავწერო, ძალიან მიჭირს - დაწყება და გაგრძელებაც. მე არ ვარ კინომცოდნე ან კრიტიკოსი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. ფილმებს იმის მიხედვით ვაფასებ, თუ რა ემოციას იწვევს ჩემში. ამიტომ, შესაძლოა უმეტესად სუბიექტური ვიყო.

  Little White Lies - ამ ფრანგულ  ფილმს გუშინ ვუყურე და მაშინვე ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა. ასეთი ტიპის, მშვიდი და ურთიერთობებზე აგებული სიუჟეტები იშვიათად მხვდება და ყოველთვის ვწერ ხოლმე.

   მოკლე მიმოხილვა - რეჟისორი არის გიიომ კანე [დიახ, ის გიიომი] და ერთ-ერთ მთავარ როლს მარიონ კოტილარი ასრულებს [რომელიც ძალიან ლამაზია - საერთოდ მე არ ვარ მისი სილამაზის თაყვანისმცემელი, მაგრამ აქ მომეწონა].


   ფილმი ზოგადად არის, ნუ, ყველაფერზე - მეგობრობა, სიყვარული და ა.შ და ა.შ

   სიუჟეტს რაც შეეხება, მშრალად რომ ვთქვა, ასეთია - მეგობრები, რომლებიც ყოველ წელს ერთ-ერთი მათგანის აგარაკზე ისვენებენ, ახლაც მიემგზავრებიან იქ. თითქმის მთელი მოქმედება სწორედ იქ ვითარდება.


   ფილმი 2 საათსა და 34 წუთს გრძელდება, რაც საკმაოდ ბევრია. რაღაც მომენტებში, უფრო თავიდან, მეჩვენებოდა რომ ზოგიერთი ეპიზოდი ზედმეტად იწელებოდა. მაგრამ ნელ-ნელა, უკვე პესონაჟებს რომ მივეჩვიე, მინდოდა მთელი ღამე ვმჯდარიყავი და მეყურებინა მათი ცხოვრებისთვის, თუ როგორ გაგრძელდებოდა, პარიზში დაბრუნების შემდეგ.

    ყველაფერი ძალიან უბრალოდ არის გადმოცემული - უყურებ და გახსენდება, რომ შენც გქონია მსგავსი მომენტები ცხოვრებაში, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი და ყოველდღიურია. მგონი, სწორედ ამან მომხიბლა - დასასვენებლად წასვლა; ოთახებზე დასწრება, რომელი სად დაიძინებს; დილის საუზმე ერთად, ჰაერზე. საღამოს ჭიქა ღვინო; ბავშვები..  თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ფონად გასდევს ფილმს.


    არ ვიცი, უყურეთ, უყურეთ და შეაფასეთ. ყოველ შემთხვევაში, დაიწყეთ მაინც და მერე თვითონ მივხდებით, გინდათ თუ არა გაგრძელება. გადმოსაწერი ბმული - Gol.ge

10 comments:

  1. ნუ რათქმაუნდა, მე ვაპირებ ყურებას ამ პოსტის შემდეგ.
    რა უნდა მეკითხა, კარგი ხარისხით დევს გოლზე???
    თუ ტორენტებიდან გადმოვწერო???

    ReplyDelete
  2. Kate, ნორმალური ხარისხია, ტორენტებზე წვალებას ჯობია აქედან გადმოწერო :)

    ReplyDelete
  3. ვიწერ უკვე. ხოდა თუ რამეა, გოლჯიდან ვიზამ მერე.

    ReplyDelete
  4. ნატალია, როგორ ხარისხით დევს გოლ-ზე? :)

    ReplyDelete
  5. ნინა, დვდ წერია და გამოსახულებაც კარგია, უბრალოდ გახმოვანება ერთხმიანია, როგორც მახსოვს. მაგრამ დისკომფორტი არ შეუქმნია საერთოდ :)

    ReplyDelete
  6. აუ, აუ, აუ, რა ფილმი იქნება!!! მსახიობებს გადავხედე და სასწაული, თანამედროვე ფრანგული კინოს ყველაზე საკაიფო ტიპები არიან. მომინდა ნახვა... არა შევინახავ და მერე ვნახავ, როცა მოვიცლი(თ).

    :)

    ReplyDelete
  7. მე უკვე ვნახე, შენი პოსტის შემდეგ მომინდა ნახვა :) მომეწონა, დახვეწილია

    ReplyDelete
  8. ძალიან მომეწონა.
    აი ძალიან.
    განსაკუთრებით ის მომენტი, ის ტიპი რომ მივა მარიონთან და სიგარეტს გამოართმევს, მუცელზე მოკიდებს ხელს და რომ ჩაიხუტებს.




    პ.ს. ამ პოსტის ქვევით რაღაც ლინკებს მიჩვენებს. მშვიდობაა???

    ReplyDelete
  9. mariefille, მარი, რა კარგია რომ დაწერე, მინდოდა გამეგო, ვისზე რა შთაბეჭდილება მოახდინა :)

    ქეით, ეგრე შვრება, ურევს ბლოგსპოტი :))

    ReplyDelete