Monday, June 20, 2011

სტანდარტული სიცოცხლე

  ძალიან ძნელია სტანდარტებით ცხოვრება.

   ჯერ სკოლაში დადიხარ, მერე ეგრევე აბარებ უნივერსიტეტში. დამთავრებისთანავე იწყებ მუშაობას. ან, თუ მუშაობას ვერა - სამსახურის ძიებას. მუდმივად გაქვს გაწერილი დილით ადგომის საათები, სულ სადღაც უნდა იყო. იცი, დღის განმავლობაში როდის უნდა ჭამო, როდის - იმუშაო.  დასვენების დღეები სწრაფად გადის, იმიტომ, რომ ისინიც გაწერილია.  იქნებ მე წინასწარ არ ვიცი, როდის მენდომება დასვენება? იქნებ სამი დღე მეყოს ძალების აღსადგენად, ან ერთი თვეც არ მეყოს? რატომ ატარებენ ადამიანები ერთ პატარა სიცოცხლეს მუდმივად მუშაობაში? რატომ არის დაგეგმილი წინასწარ ყველაფერი, რატომ მივყვებით ერთ სტანდარტს ყველა, როცა შეიძლება ყველაფერი ინდივიდუალურად, ჩვენზე მორგებული იყოს?


     ბავშვობაში რაღაც მოთხრობა წავიკითხე. არც ავტორი მახსოვს და შინაარსიც ძალიან ბუნდოვნად დამრჩა - თავიდან ბავშვები ეზოებში მხიარულად თამაშობენ, მერე დიდი, ნაცრისფერი შენობები ჩნდება და ყველა ამ შენობების სხვადასხვა სართულზე იყუჟება და ტელევიზორებს მიუსხდებიან. ბოლოს ეზოში აღარავინ ჩადის და გარეთ ყევლაფერი ცარიელდება.  მახსოვს, კითხვისას როგორ დავითრგუნე და მერე ამ მოთხრობისკენ მიხედვაც აღარ მინდოდა, ისეთ ცუდ განწყობას მიქმნიდა.

   ახლა ყველაფერს მივეჩვიე, სტანდარტებს მოვერგე.

   მაგრამ ხანდახან მაინც განსაკუთრებულად მიჭირს და მინდა გავექცე ამ შეშლილ ცხოვრების წესს, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანებმა დაუწესეს საკუთარ თავს. ასეთ დროს მგონია, რომ ვერ შევძლებ. ვერ შევძლებ ასე ცხოვრებას - მაღვიძარების ზარებს, არ-დაგვიანებებს, საღამოს კონკრეტული საათის ლოდინს, შაბათ-კვირებს და დაგეგმილ დასვენებებს. ან, პირიქით - გვიანობამდე ძილს, დეპრესიულ დღეებს, სამსახურის ძებნას და სასოწარკვეთილების წუთებს.

 რა ძნელია დიდად ყოფნა, ღმერთო ჩემო.


 ფოტო: Paige Apple

8 comments:

  1. ჩემს გულში და ფიქრებში შემოიპარე,უკვე მერამდნედ:))

    ReplyDelete
  2. იმხელა კომენტარი გავაშანშალე და წაიშალა :(
    ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ყოველთვის, როცა ვცდილობ სტანდარტებს არ დავემორჩილო და ჩემით ვიარო, ყოველთვის რაღაც მეშლება და ცხვირს ვიმტვრევ. ჰოდა, ახლა ვაპირებ დაველოდო, სანამ ცოტა გავიზრდები და მოვძლიერდები და მერე სულ ჩემი არასტანდარტული სტანდარტებით ვივლი :D

    ReplyDelete
  3. "რა ძნელია დიდად ყოფნა, ღმერთო ჩემო." - ამიტომაც არ მინდა, რომ გავიზარდო, მაგრამ შეუძლებელს ვითხოვ ხოლმე ხშირად...:შ

    ReplyDelete
  4. ცხოვრების საუკეთესი წლებს მუშაობაში და სამუშაო გამოცდილების დაგროვებაში ვატარებთ. :|

    ReplyDelete
  5. მთლიანად ცხოვრების სტანდარტულ წესს გავექცეთ, არ მგონია :) ალბათ ჯობია ეს სტანდარტები რაღაც საკითხებში დავარღვიოთ ხოლმე, სასიყვარულო ურთიერთობებში, ჩაცმულობაში, რავიცი კიდევ... უფრო მსუბუქად ხარ ასე)

    ReplyDelete
  6. "რა ძნელია დიდად ყოფნა, ღმერთო ჩემო. "
    +1000000000000
    საშინელებაა.

    ნინა – მე სამსახურში საშინელი დრეს–კოდი მაქვს და აქედან გამომდინარე ჩაცმის სტანდარტსაც ვერ ვარღვევ. :(((

    ReplyDelete
  7. თან რა მომაბეზრებელია...

    ReplyDelete
  8. kargia studentoba datkbi misiT .

    ReplyDelete