Friday, December 3, 2010

Cute British Actor and Rafa's girlfriend

   ახალი გატაცების ობიექტი მყავს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები - რაფას ერთ-ერთ თამაშზე აღმოვაჩინე. ძალიან ბევრი ძიება და წვალება დამჭირდა, რომ დამედგინა ვინ იყო. ერთი პირობა ნატას გატაცებას მივამსგავსე და ის მეგონა. მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ ორი სხვადასხვა ადამიანი იყო. რა სიტყვები აღარ ვწერე გუგლში, ხან პირდასპირ კითხვა დავუსვი - 'ვინ იყო ბიჭი, რომელიც ნადალი-ბერდიხის მატჩზე რაფას გუნდთან ერთად იჯდა' [მართლა, დაახლოებით ასეთი კითხვა დავსვი :)] მაგრამ, ამაოდ.  შესანიშნავი გამოთქმაა 'ვინც ეძებს პოულობს'. როცა უკვე იმედი გადამეწურა, სწორედ მაშინ  Zimbio.com-ზე ამ ფოტოს მოვკარი თვალი.

Bradley Jams chatting with Toni Nadal

  გულაჩქროლებულმა დავაკლიკე, გადიდდა და.. მისი სახელი და გვარიც ვიხილე! ეს მომხიბლავი უცნობი, რაფას ბიძა ტონის რომ უმშვენებს გვერდს, ბრიტანელი მსახიობი ბრედლი ჯეიმსი აღმოჩნდა. ხომ მართლა მომხიბლავია?


   ახლა ვფიქრობ, მერლინის ყურება ხომ არ დავიწყო? :)

 * * *
  რაფას girlfriend კი რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს. ულამაზესი თმით, მუქი კანით და საოცრად თბილი თვალებით.

Maria Francisca 'Xisca'


   როცა ვხედავ, რაფას როგორ გულშემატკივრობს, სულ გული მიჩუყდება ხოლმე :))



პ.ს სათაური ყვითელი პრესასავით გამომივიდა :D არავითარი კავშირი არ აქვთ ამ ორს ერთმანეთთან [გარდა იმისა, რომ რაფას გულშემატკივრობენ :P]

15 comments:

  1. შეყვარებული ზოგან არ მომწონს, ზოგან კარგია.
    ბრედლიზე კი ეს სურათები ნახე აბა.
    http://www.fanpop.com/spots/bradley-james/images/8787847/title/sweet-arthur-photo

    მე რაფას თამაშზე რომ ზის, იქ უფრო მომეწონა.

    პ.ს. სანამ პოსტის კითხვას დავიწყებდი, მხოლოდ სურათს შევხედე და Rafa's girlfriend-ი გოგო რომ ვერ დავინახე, მეთქი ოოოო, უყურე შენ რაფას ორინეტაციას :Dddd

    ReplyDelete
  2. Kate, ჰო, თამაშზე უფრო სიმპათიურია, ამ ფოტოებში ბიჭუნას გავს :))
    გეი რაფა :D როგორი წარმოუდგენელია :D

    ReplyDelete
  3. gogo martlac lamazia, bichi kidev celqi chans friad :D tumca cota tojinas gavs :p

    ReplyDelete
  4. მართლა რა სიმპატიურია ეს ბიჭი <3 ალექსისგან განსხვავებულია, მაგრამ არანაკლები

    ReplyDelete
  5. წარმოუდგენელი არაფერი არ არის :დდდდ
    კარგი ბიჭია კი, სურათებზე მართლა ძალიან ბავშვურია.

    ReplyDelete
  6. ვაიმე, მე და ქეთის რა ბინძური გონება გვქონია :/ მეც ეგ ვიფიქრე ისე, не дай Б-г. თან, რა ვქნა, ეგ ტიპი ძაან ჰგავს გეის :|

    კარგი გოგოა რაფას გერლფრენდი. ნამდვილად.

    ReplyDelete
  7. სოფის ვეთანხმები. ძაან მილაშკაა. :))))))

    ReplyDelete
  8. ეჰ, რა მნიშვნელობა ქვს, გეია თუ სტრეიტი, ჩემთვის მაინც მიუწვდომელია და :D ისე გავს გეის მართლაც :/ ანუ, გარეგნობა აქვს ასეთი, თორემ იმედია არ არის.

    ReplyDelete
  9. მართალი ხარ მია.
    ეგრე ჯეიკი ერთ ბანძ გოგოს ხვდება. :((

    ReplyDelete
  10. Kate, აა, ტეილორ სვიფტი, ღმერთო რა მახინჯი გოგოა :/ სხვა ვერაფერს ვუწოდებ. მანამდე კიდევ რიზ ვიზერსპუნი და კირსტენ დანსტი ჰყოლია. აშკარად საშინელი გემოვნება აქვს, ან საერთოდ არ აქვს გემოვნება :| არადა რა კარგი ბიჭია ეს ჯეიკი :S

    ReplyDelete
  11. კი, მართალი ხარ ყველაფერში. ფბ-ზე მიდევს მისი და კირსტენის სურათი.

    ან ეს ქერები რატომ მოსწონს??:(((( მართა ცუდი გემოვნება აქვს რა :(((

    ReplyDelete
  12. Kate, ქერებსაც გააჩნია, ჩამოთვლილი სამი კაპიკად არ ვარგა, უსახურები არიან. აი, სკარლეტიც ქერაა [ძირითადად :D], მაგრამ რა ქალია? ეხლა უნდა ვიფიქრო, ვინ მოუხდებოდა ჯეიკს [ნუ, შენ და ჩემ გარდა, რა თქმა უნდა :D]

    ReplyDelete
  13. ჰო, სკარლეტსა და შარლიზს "ვებრძვი" ხშირად, მაგრამ ვერ ვახერხებ. :(

    ეჰ, ჩემ გარდა ჯეიკი არავისთვის მემეტება.
    ვინ და ენი. არა???

    ReplyDelete
  14. საერთოდ არ გავს გეის :( ძაან მომეწონა, რამე სერიალში თამაშობს?

    ReplyDelete
  15. canikeepyou, აი აქ თამაშობს - http://www.imdb.com/title/tt1199099/

    ქართულ საიტებზეც დევს, როგორც ვიცი. მე არ დამიწყია ყურება ჯერჯერობით :დ

    ReplyDelete