Wednesday, December 29, 2010
Still waitin' for the snow to fall
ახალი წელი კარს მომადგა, მე კი ჯერ მზად არ ვარ და მგონია, რომ სადღაც საშინლად მაგვიანდება. როგორ არ მიყვარს ბოლო მომენტამდე მოტოვებული საქმეები და ვერ ვიხსენებ ერთ შემთხვევასაც კი, რომ რამე თავის დროზე მომეგვარებინოს. აქაურობა ნაჩქარევად მოვრთე დღეს. თავის საშობაო ტკბილეულობით და ნაძვის ხით. უინტერნეტობამ ცალკე შემაწუხა, უკვე მეგონა რომ წელს ახალი პოსტის დაწერას ვეღარ მოვასწრებდი.
მზიანი დღეების გამოა თუ უბრალოდ მე ვარ ასე, საახალწლო სამზადისი სადღაც გამიქრა. არა და, სულ რაღაც ერთი კვირის წინ ვგეგმავდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა სახაალწლოდ და რომელი ნამცხვარი გამომეცხო. იმდენი ვგეგმე, რომ მთელი ენთუზიაზმი იქ მივახარჯე და ახლა ენერგია გამოცლილი ვზივარ და ყველაფერი მეზარება. ნაძვის ხის მორთვა მინდა და თან ისე, რომ მიხაროდეს. ველოდები ხალისს და იმედია, 31 დეკემბრამდე გამოჩნდება.
ღამღამობით კი გარეთ ვიყურები და ველოდები, რომ განათების ფონზე ფიფქებს დავინახავ. სულ ქოლდფლეის საშობაო სიმღერა მიტრიალებს თავში და თოვლს ველოდები. რა კარგი სიმღერაა არა? პირველივე მოსმენისას შემიყვარდა.
სულ ეს იყო, დიდი არაფერი. მინდოდა მეთქვა რომ აქ ვარ, ცოცხალი ვარ და 7ობაა, ანათებს მზე :)
About:
Coldplay,
Music,
New Year,
პეპი,
ჩუპა–ჩუპსი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მე კიდე ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, ამჯერად მაინც არ გავუწევ საზოგადოებრივ აზრებს ანგარიშს და საახალწლო პოსტს არ დავწერ, თუ არ მეწერინებათო.
ReplyDeleteეგ სიმღერა მეც მომეწონა და აქაურობაც ისე ლამაზია, შენ ნამდვილად გენიალური ნატალია ხარ <3
აჰა ბლოგიც მოგირთავს. :)
ReplyDeleteიცი მგონი პირველში ან ოთხში მოთოვს, ღამით ნალექია პროგნოზში )))
ReplyDeleteსაახალწლო პოსტი კი არც მე მეწერინება, არადა განწყობა მაქვს საახალწლო ))
აააა, იცი, როგორი პოსტია? "ბედის ირონია – გაგრძელებაში" რომ დარბის ის გოგო, ვერაფერს ვასწრებო. ნამცხვარიც ეწვება (მგონი, ნამცხვარი უნდა იყოს), სალათსაც დედამისი აკეთებს... თვითონ კიდევ იმდენ თავგადასავალში ებმება დაუპატიჟებელ სტუმართან ერთად...
ReplyDeleteიმის თქმა მინდა, რომ ფილმივით პოსტი იყო. წარმოვიდგინე, როგორ დაფუსფუსებ, ყველაფერი გინდა მოასწრო, ამ დროს გულში გეთოვლება და სულ ფანჯარაში იყურები, იქნებ მოდისო.
ბედნიერი ახალი წელი გქონდეს!!!
mec ver vgrznob jer da arc araferi momimzadebia :) tovls mec veli da aseshemdgebi
ReplyDeleteნასტა <3
ReplyDeleteNina, ნალექს მგონი წვიმის სახე უფრო ექნება, ვიდრე თოვლის :/
Sophie, დაახლოებით ეგრეა, ოღონდ შინაგანდ :)) თორემ გარეგნულად მთელი დღეები არაფერს ვაკეთებ :/
babisa, მე სულ შენი პოსტი მახსენდება ხოლმე, უფრო სწორედ, პოსტის სათაური - ერთხელაც გავიხედავ, და ვიტყვი რომ ბარდნის.. :)
არაჰ, გადასარევად ამბობ სათქმელს. მე მომავლიდან გწერ. აქ უკბე 2011 წლის 4 იანვარია. დიდად არაფრით გამორჩეული და განსხვავებული, მაგრამ მაინც.
ReplyDeleteჰოდა გილოცავ :)