Monday, March 15, 2010

Hit For Haiti 2 - Kinbe Pa Lage

ჰაიტი კვლავ აქტუალურია, ყოველ შემთხვევაში - ჩოგბურთში. ჰაიტელების დასახმარებლად უკვე მეორე საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომელიც ერთი თვით ადრე დაიგეგმა [წინა თამაშისგან განსხვავებით, რომლის ორგანიზება ორ დღეში მოხდა].


ამჯერად მატჩი ამერიკაში, კერძოდ Indian Wells-ში გაიმართა, სადაც ATP-ს ტურნირი მიმდინარეობს. თამაში 12 მარტს ჩატარდა.

უცვლელი მონაწილეები იყვნენ როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი. მათთან ერთად კი ამჯერად პიტ სამპრასი და ანდრე აგასი თამაშობდნენ.

დასაწყისში რაფა ასეთი საინტერესო მაისურით გამოვიდა -


უფრო სწორედ, საინტერესო წარწერა იყო: Kinbe Pa Lage. რაც ნიშნავს - “Hold on tight, don’t let go.”

წყვილები ასე განაწილდა: აგასი/ნადალი -


და სამპრასი/ფედერერი -


ასეთი სახელების გაგონებისას, შეუძლებელია არ დაინტერესდე არა?

თუმცა, წინა თამაში [ავსტრალიაში], ბევრად უფრო entertaining და საინტერესო იყო. მაშინ პოსტიც დავწერე და თუ თამაში არ გინახავთ, ფოტოები მაინც შეგიძლიათ შეადაროთ :)


ამ შემთხვევაში, მოთამაშეები უფრო სიტყვაძუნწები იყვნენ და ერთმანეთთან ნაკლებად ურთიერთობდნენ. აგასის გარდა, რომელიც თითქმის არ გაჩუმებულა და ხალხის გამხიარულებას ცდილობდა. საკმაოდ აქტიური იყო როჯერიც და ანდრეს მხარს უბამდა. რაფა იშვიათად ლაპარაკობდა, ძირითადად იღიმებოდა.


პიტ სამპრასს თითქმის არ ამოუღია ხმა, თუ არ ჩავთვლით ერთ მომენტს, როდესაც მან აგასის იმიტაცია გააკეთა. საპასუხოდ, ანდრემაც იგივე გაიმეორა, რის შემდეგაც ცოტა დაიძაბა სიტუაცია მათ შორის. თუმცა მალევე განეიტრალდა. [შემდგომში, პრეს-კონფერენციაზე რაფას კითხეს, თავი როგორ იგრძენი იმ მომენტშიო და მისი პასუხი იყო - "I was very happy I didn't understand nothing." - ზოგჯერ სასარგებლოცაა, ინგლისური კარგად რომ არ გესმის :D]


აგასი ძალიან მომეწონა, he is kinda bad guy. სამწუხაროა, რომ მისი კარიერის პერიოდში ჩოგბურთს არ ვუყურებდი, აუცილებლად მისი გულშემატკივარი ვიქნებოდი <3


როგორც ვთქვი, ის იყო თამაშის ’სული და გული’ :D ერთ ეპიზოდში, როჯერს უთხრა - ’you know, what ten thousand kids are saying right now? who are those two, old guys playing with federer and nadal?’

აქ რაფას Vamos-ის იმიტაციას აკეთებს -

or this


ჰო, ამ თამაშამდე ქალებს შორისაც გაიმართა მატჩი, სადაც დევენპორტი/გრაფი და ენინი/ნავრატილოვა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფოტოზე ყველა ერთად არის, მხოლოდ ენინი აკლიათ.


საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 8-6 დამთავრდა, ფედერერი/სამპრასის სასარგებლოდ. თავიდან უპირატესობა რაფას და ანდრეს ქონდათ, მაგრამ მერე აგასი ხალხის გართობას გადაყვა და თამაში მიავიწყდა :lol:




12 comments:

  1. აუ, რა სასიამოვნო პოსტი იყო, თან ახლა შენს დადებულ სურათზე აღვინიშნე თავი :D :D

    აგასი ძაან მაგარი იყო ყოველთვის, სულ კარგ ხასიათზე და ხუმარა. სამპრასი, არ ვიცი, არასოდეს მინახავს ამ ტიპის თამაში ბოლომდე, არადა უძლიერესი იყო მანამ, სანამ ფედერერმა მაგის დაუმარცხებელი რეკორდები მოხსნა :YEAH:

    ლოლ რაფამ, საერთოდ, სიცილის მეტი, რამე იცის? :D :D ეგეც ასეთ დროს, თორემ, სულ დაბღვერილია.

    უუუ, დევენპორტი მიყვარდა ადრე ძალიან, მაგრად თამაშობდა.

    ReplyDelete
  2. კარგი იყოოოოო!
    ნატალია, კეთილი ხარ შენ, ხო იცი? :)))

    ReplyDelete
  3. ეჰ, ჩემს სანდრიკს კი ჯვარედინი მყესები გაუწყდა, დღე (დღეს რაღა, გუშინ) სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და მთელი სეზონი ვეღარ ვნახავ.. :(


    მომწონს რაფა, არ გეცილები ოღონდ..
    და ეს ორივე იცი შენ.. :*

    ReplyDelete
  4. აგასს ასაკი დაეტყო :))
    ერთადერთი ჩოგბურთელია,რომელსაც ვგულშემატკივრობდი. ახლა იშვიათად ვუყურებ ხოლმე.

    ReplyDelete
  5. აგასი რა საყვარელია :წუბ:
    მეც მომინდა მაგ მატჩის ყურება :)

    ReplyDelete
  6. "I didn't understand nothing" კარგი იყო, კარგად სცოდნია ინგლისური ეტყობა.



    ხოდა მე ვუყურებდი აგასისა და სამპრასის დროს ჩოგბურთს და უბედნიერესი ვიყავი მაგ ფაქტით.
    ძალიან კარგი პოსტი იყო.
    ყოჩაღ.
    და იცი რა მაინტერესებს.
    სადმე თუ დევს ვიდეოს სახით ან ამ თამაშის ლინკი ან იმ წინა თამაშის.

    ReplyDelete
  7. Zurriuss, რატომ ვარ კეთილი? :))

    ვასასი, არა უშავს, რაფაც სულ ტრავმებშია ამ ბოლო დროს :D

    Kate, წინა თამაში იუტუბზე დევს ძალიან კარგი ხარისხით, რამდენიმე ნაწილად არის. აი პირველი - http://www.youtube.com/watch?v=-AHSYTGx5YM დანარჩენს რილეითიდ ვიდეოებში ნახავ :)

    მეორე თამაში ატვირთულია ქართულ სერვერზე, არც თუ ისე კარგი ხარისხით, მაგრამ მაინც ნახე თუ გინდა - http://topsport.ge/index.php?newsid=224

    ReplyDelete
  8. ძალიან დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  9. Kate, you are welcome :)

    პ.ს მოწვევას გამოგიგზავნი ეხლა, დღეს ნორმალურად ვერ მოვხვდი კომპიუტერთან..

    პ.პ.ს შენს ბლოგზე ვერ შევდივარ :(

    ReplyDelete
  10. კაი გამომიგზავნე.





    იმიტომ ვერ შედიხარ, რომ დავხურე.

    ReplyDelete
  11. აი მოვიდა.
    ამ დღეებში შემოვალ და დავწერ. :****

    ReplyDelete
  12. dzaan magari iyo : D Vamos rafa : )

    ReplyDelete