Friday, March 19, 2010

ტორტილა, ბარსელონა, არეულობა და კიდევ სხვა რამ

ალბათ არსებობს ვიღაცის აზრი, ვისასაც ითვალისწინებ. ეს შეიძლება იყოს ვინც გინდა. თუგინდ უცნობი, თუგინდ ყველაზე ახლობელი, თუგინდ ადამიანი, რომელთანაც მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობა გაქვს. ვირტუალური სივრცე კი ბევრი გამოხატულებით არსებობს; ფორუმელი, ბლოგერი, facebook-ელი, myspace-ელი, lastfm-ელი, twitter-ელი და კიდევ მრავალი, რომელიც ამ მომენტში არ მახსენდება. ყველაზე გავრცელებული კი - პირველი სამია. Perry Blake-ის "These young dudes" დაიწყო ჩემს ტელეფონში თავისი მაგიური პირველი ფრაზით "People are strange" და პრინციპში ესაა ამ სიმღერის ლეიტმოტივი. თქვენც ჩაგირთავთ.
Discover Simple, Private Sharing at Drop.io
მოქმედებს. ფრაზა უფრო მეტად და სიმღერაც თავისთავად. ასეთი არეული დიდი ხანია არ ვყოფილვარ. დავკარგე ის, რაც პრინციპში არც გამაჩნდა დიდად: საკუთარი თავის კონტროლი, მართვა, ფლობა. უფრო სწორად კი ამ ყველაფრის უნარი. ბლოგი დავხურე, არვიცი როდემდე. შეიძლება წავშალო კიდევაც.

ანტიფრიზი ხომ იცით რა არის??? არ არის აუციელებელი მანქანა გყავდეთ, რომ ეს სიტყვა იცოდეთ. ეს ზუსტად ისაა, რაც იცავს მანქანას გაყინვისგან. მე მას მეორენაირად "freeze avoider"-ს ვუწოდებდი. ხოდა რატომ გამახსენდა ახლა მე ეს ანტიფრიზი??? მე მჭირდება, ოღონდ მე რაც მჭირდება, იმას "tear avoider" ეწოდება. ისე მჭირდება, რომ მეტი არც არაფერი. მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ არ არსებობს.მარტში pms-ი არის ყველაზე ნერვების ამთხრელი რამ, რაც კი შეიძლება მჭირდეს ახლა.
ბაბისამ facebook-ზე დადო ლინკი ამ სურათისა. საშინელი ხასიათი ხომ არავისთვისაა სიახლე, მაგრამ ახლა უკვე სრული კომპლექტისგან შევდგები. გუნებ-განწყობის ფონი - ლაბილურიდან ჩამოვედი დისფორიულზე. თუ ეს სიტყვები რამენაირად გეუცხოვათ, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ტერმინებია. როგორც "Twilight"-ის Edward Cullen იტყოდა: "you can google it". ვზივარ რათქმაუნდა ჩემს აწ უკვე ცნობილ სავარძელში აწ უკვე არაერთხელ ნახსენები გამათბობლის წინ. კომპიუტერის ყურთსასმენები მობილურში მაქვს შეერთებული უფრო შთამბეჭდავი ეფექტისთვის. იმ ღამეს რომ თოვლი გამიხარდა, მეორე დღეს უკვე აღარ იყო. აი ასე წაიღო მარტმა. მიშელმა თქვა თოვლის დანახვისას, ინტერნეტში, რაც არ უნდა ბევრ საიტზე ნახო და რაც არ უნდა ბევრი სინოპტიკოსის პროგნოზი მოისმინო, მარტი მაინც თავისას იზამსო. ახლა უკვე მართლა ასეა.

ჩემი ბრალია, შემწვარი კარტოფილი რომ მეზიზღება??? ჩემი ბრალია, რომ ამას ბლოგში ვწერ??? ჩემი ბრალია, რომ შემწვარი კარტოფილის მყვარებელი შემოდის ბლოგზე და თავხედურ-უტიფარი სახის გამომეტყველებით მიტოვებს კომენტარს: "მე მიყვარს კარტოფილი და შენ უნდა გაითვალისწინო, რომ ქვეყნად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ შემწვარი კარტოფილი." და ფრიად უკმაყოფილო ტოვებს ჩემს ბლოგს. ზუსტად იგივე ხდება ხოლმე რეალურ ცხოვრებაშიც. აი რატომ უნდა გავითვალისწინო ის ადამიანი??? აი რატომ??? ის მითვალისწინებს მე, როდესაც ამ შემწვარ კარტოფილს ჩემს თვალსა და ცხვირწინ მიირთმევს???მითვალისწინებს, როდესაც მაღიზიანებს სურნელიც კი, არათუ ჭამა. ну тогда не обижайся. გადაჯექი სხვა მაგიდასთან.


ამას წინათ ბარსელონაზე ვფიქრობდი. ერთი მეგობარი მყავს იქ. უფრო სწორად ამ გოგოს ადრეც ვიცნობდი, მაგრამ შორიდან, თვითონ არ მიცნობდა. მერე კი აღმოჩნდა, რომ ჩემს ბლოგს ძალიან აქტიურად კითხულობს. კარგა ხანი ერთმანეთს არ ვამატებდით facebook-ში, მხოლოდ წერილებს ვწერდით. რატომ არ ვამატებდით დღემდე არვიცი. იდეაში რაღაც კონკრეტულ მომენტს ველოდებით ალბათ. ბოლოს დავამატეთ და ახლა უფრო აქტიურად ვსაუბრობთ ბევრ თემაზე, რაზეც ალბათ არასოდეს ვისაუბრებდი ვირტუალურ სივრცეში გაცნობილ ადამიანთან. თუმცა საერთო ნაცნობი ძალიან ბევრი გვყავს და მასთან რამე ბარიერი არასოდეს მიგრძვნია, მე ძალიან შორს ვარ საერთოდ ბარიერებისგან. მასთან ახლა ძალიან ახლოს ვარ. არვიცი რა ჰქვია ამ ურთიერთობას. ძალიან კარგი ადამიანია და რაოდენ იდიოტურად და ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ძალიან მიყვარს. აი ასე შორიდან. ახლა ბარსელონაშია და იმ დღეს მიყვებოდა იქაურ ამბებს.


აქ ეს სიმღერა ჩართეთ აუცილებლად. ნუ ნატალია რომ ჩართავს, ვიცი.
Discover Simple, Private Sharing at Drop.io

"ბარსელონა ძალიან ფერადია, ყვითელი, მზიანი, ოღონდ მართლა :))) ხალხი...ბედნიერია. ოღონდ რაღაც აჭრილია ტონალობაა... ზედმეტად ბევრი უცხოელი და ტურისტი არის... ტურისტებს მიაქვთ აქაურობა... პენელოპას არ გვანან... იცი როგორი ხალხია.. აი გამხდარი ნაციაა გაგიკვირდება და, და კანზე სახე აქვთ ახეული :))) ეტყობა მზეა ცუდი.. და წყალია კიდევ ძალიან ცუდი.. ვერ დალევ და კანისთვისაც ძალიან ცუდია... ვინც ჩამოვიდა ყველას პრობლემები აქვს რეზიდენტების ჩათვლით. "გართობით კი თურმე მართლა ძალიან კარგად ერთობიან. არ არსებობს პარასკევი საღამო, რომ ბარსელონაში ვინმე სახლში დარჩეს.

"მმ... კიდე... ერთობიან... ნუ ბარსელონა ღამის კლუბებით საერთოდ ცნობილია, ხალხი მარტო ამის გამო ჩამოდის... მაგრამ მაგ კლუბებში აქაურები არ დადიან, ზედმეტად "პაპსა" ხალხია და სულ ტურისტობა დადის.. უნდა იცოდე, სად უნდა წახვიდე რა...
ანდერგრაუნდები აქვთ კარგი... ჰმ... კიდევ... ჰო კლუბებში დღეებია... აი კონკრეტულ კლუბში კონკრეტულ დღეს უნდა წახვიდე.. პარასკევს და შაბათს არასოდეს არავინაა სახლში. არ არსებობს ეგეთი რამე.. მაქსიმალურად ყველა სადღაც გარეთ ზის და ჩვენც სულ დავდივართ... "

ბარსელონა და საერთოდ ესპანეთი ზუსტად ასეთი ჭრელი წარმომიდგენია.


"რაც შეეხება ქუჩებს... ყველანაირი.. არის ძალიან ფართო და ძველ ქალაქში არის ძალიან ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები სადაც ბოდიალი ყოველთვის მიყვარს და სულ ძველი ნაგებობებია.."
.

"საჭმელები.. ძირითადად ზღვის პროდუქტებს ჭამენ... და სუფთა ესპანური საჭმელი ძალიან კარგია, მაგრამ ასევე ადგილი უნდა იცოდე, სად წახვიდე თორემ შეიძლება მშიერი დარჩე :)"

ეს კი მე რაც მოვძებნე. ეს არის ტორტილა (Tortilla). ტორტილა არის ესპანური ომლეტი. ნამდვილი ესპანური ომლეტი (tortilla de Espana) კეთდება კვერცხისგან, პომიდვრისგან და ხახვისგან. ეს ინგრედიენტები კი ზეთშია შემწვარი. ტორტილას ისტორია დაზუსტებით ცნობილი არ არის. პირველად ის ნახსენებია 1817 წელს, როდესაც მაშინდელ ესპანეთის პარლამენტს მისწერეს ანონიმური წერილი, სადაც აღნიშნული იყო, თუ როგორ ცუდ მდგომარეობაში იმყოფება ესპანელი ხალხი.ახლა ტორტილა ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია, რომელიც შეიძლება ნახოთ ნახევრადგაკეთებულ მდგომარეობაშიც კი სუპერმარკეტებში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ის ბარებსა და რესტორნებში მიირთვათ. თუგინდ ცივი, თუგინდ ცხელი. დიასახლისებმა უნდა შესთავაზონ ხოლმე სტუმრებს მათ მიერ გაკეთებული ტორტილა.
აი ისიც.

ის ნამცხვარივით იჭრება. შეიძლება პურზე დადოთ და ისე მიირთვათ. თუმცა ის მხოლოდ 3 ძირითადი ინგრედიენტისგან შედგება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მრავალფეროვნება შეიტანოთ მის მომზადებაში და დაამატოთ ის გემრიელი ინგრედიენტები, რასაც კი თქვენს სამზარეულოში იპოვნით.



3 comments:

  1. 'Vicky Cristina Barcelona'-s soundtracki <3

    mec vocnebob odesme Barcelonashi wasvlaze, umjobesia swavlis gasagrdzlebelad :))

    xoda, espanettan dakavshirebul posts ar velodi da gamixarda :)

    ReplyDelete
  2. მაგრად მიყვარს ეგ სიმღერა. <3

    ხო, მართალი ხარ. თუმცა ტურისტულადაც არ იქნება ცუდი.

    ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა.

    ისე საერთო ჯამში მოგეწონა თუ მოსაწყენი იყო???

    ReplyDelete