მე ყველაზე შავ-თეთრი სურათი ვარ, რომლის დანახვაზეც სევდა შემოგაწვება. უყურებ, უყურებ და გრძნობ, ნელ-ნელა როგორ შემოდის შენში ბურუსი, მძიმედ გაწვება და სწრაფად თვალს აარიდებ, რომ თავი დაიცვა იმ სქელი, შავი ნისლისგან.
გუშინ ვიყავი ასე.
რა უცნაურები ვართ ადამიანები, ბევრნაირები, უნიკალურები. მაგრამ თვითონაც ვერ ვხვდებით, რომ ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური მაშინ ხარ, როცა შენ ხარ. ჩვენ კიდევ ათას ხერხს მივმართავთ, რომ სხვანაირები ვიყოთ და საბოლოოდ ყველა ერთმანეთს ემსგავსება. ბუნებრივ მეს კი სადღაც ვკლავთ..
ძალიან მიყვარს პაციენტები. როცა ექიმს ელაპარაკებიან, გაფაციცებით ვაკვირდები. მე მაინც ვერავინ შემნიშნავს, მათ თავის გასაჭირი აქვთ და ერთადერთ გადამრჩენელს უყვებიან. მესამე პირი კი კადრს მიღმა რჩება, ანუ მე. ყოველთვის მათზე ზრუნვის სურვილი მიჩნდება. რამდენიმე წუთი მათი ფსიქოლოგიური ტიპაჟის შედგენას ჭირდება, მერე კი ვიწყებ ფიქრს მათთან მიდგომაზე. ყველა ტიპაჟს თავისი მიდგომის წესი აქვს. როცა მოვიფიქრებ და გონებაში ჩამოვაყალიბებ, პაციენტს ვემშვიდობებით და პალატიდან გავდივართ, ან თვითონ გადის ექიმის კაბინეტიდან.
მე მაინც შავ-თეთრი ფოტოსურათი ვარ, სადა და ცოტა ძველებური..
zalian miyvars me shav-tetri fotoebi, tan zvelebi da sadebi :))
ReplyDeleteda kargia rom shen ambob , rom shen xar :)
ალბათ ყველა ადამიანი თავსთავად შავ-თეთრი ფოტოსურათია
ReplyDeleteჩემთვისაც შავ-თეთრი ხარ.
ReplyDeleteსადა, მშვიდი.
უპრეტენზიო.
:********
მე მგონია, რომ არ ხარ შავ-თეთრი სურათი... უბრალოდ, დიდი ხანია შენს თავს ამას აჯერებ, სინამდვილეში ფერადი და ესპანეთისფერი ხარ. აუცილებლად წაიკითხე ჰემინგუეის "აღმოხდების მზე ანუ ფიესტა", მერე ნახე, როგორი ფერის გახდები.
ReplyDeleteჟანა, ჟანა...
ReplyDeleteმართალი ხარ, ყველაზე მაგარი მაშინ ხარ, როცა შენ შენ ხარ..
მაგრამ როცა მე მე ვარ, ძალიან ეჭვიანი ვარ..
:(
eeh, natalia.
ReplyDeletera kargi xar. es fgoto unda cavigho.
ვაუ!... მეტია არაფერი :)
ReplyDeleteმეკიდე სულ მწვანე ვარ, სულ ბალახისფერი. შავ-თეთრი ფოტოები განსაკუთრებულად მომწონს. ბებიების ფოტოალბომებში ძრომიალი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს :)
ReplyDeleteშენ ჩემი აზრით ფერადი ხარ, ბლოგიც ეგეთი გაქ, ნუ იტყუები ;)
გისურვებ, რომ პაციენტების ეგეთი აღქმა არასდროს დაგეკარგოს და თითოეულის ფსიქოლოგიური პორტრეტიც მუდამ მზად გქონდეს: )
ReplyDeleteუყურადღებო ექიმზე საშინელი მარტო უყურადღებო+ცუდი კალიგრაფიის მქონე ექიმია : ))
რა კარგი ბლოგია,ძალიან მოგვწონს :))
ReplyDeleteპ.ს. დიდი მადლობა კომენტარებისათვის.