Sunday, March 21, 2010

BBD

ცოტა ხნის წინ გამახსენდა, რომ მარტში ბლოგის დაბადების დღე იყო. მერე გადავამოწმე და დღეს აღმოჩნდა - 21 მარტს. თვითონ ბლოგი როდის გავაკეთე არ მახსოვს, მაგრამ პირველი პოსტი კი ნამდვილად 1 წლის წინ ამ დღეს დავწერე.

აი ასე აღვნიშნავ დაბადების დღეს - პოსტით. თან ერთგვარი აღნიშვნა ისიც არის, რომ მარტში სტუმრიანობაა Wonderland-ში. თითქოს ხმაურიც ჩამესმის ყურში - ვიღაც ყავას სვამს, სხვები ერთმანეთში საუბრობენ და მე გარინდებული ვზივარ...


მახსოვს, ადრე სოფი ამბობდა, ანუკ-ის ბლოგი თავიდან ბოლომდე წავიკითხეო. მე ორივე ხსენებულის პოსტები მაქვს თავიდან ბოლომდე წაკითხული..
რომ დავფიქრდი, ჩემი ბლოგი არ არის ისეთი, რომ თავიდან ბოლომდე გადაიკითხო. თავმდაბლობის ან რამე ამგვარის გამო არ ვამბობ. უბრალოდ, პროგრესი ნელ-ნელა განვიცადე მეც და ამ ბლოგმაც. პრაქტიკა ყოველთვის და ყველაფერში მჭირდება, მათ შორის წერისასაც. ხანდახან, საწყის პოსტებს რომ ვუყურებ, სურვილი მიჩნდება წავშალო. მაგრამ მერე ისევ ისე ვტოვებ - ყოველთვის უნდა მახსოვდეს, როგორი ვიყავი და როგორი ვარ ახლა. საკუთარ თავს ვერსად გავექცევი, რამდენი პოსტიც არ უნდა გავანადგურო.

პ.ს აქ ბევრი ყავა, შოკოლადი და ნამცხვარია.. ასე რომ, მიირთვით :)




13 comments:

  1. გილოცავ^^

    ჩემს ძველ პოსტებს რომ ვკითხულობ,მეც მინდება წავშალო,მაგრამ ბოლოში ვასტოპებ :D

    ReplyDelete
  2. ნატალია, შენ მიზანმიმართულად ცდილობ, რომ დაანგრიო ჩემი ფსიქიკა შენი გადასარევი ნამცხვრებით და ტკბილეულით.. :)

    გილოცავ დაბ.დღეს, ჩჩემს ბლოგუნაზე რამდენიმე დღით დიდი ყოფილხარ.. :)

    მალე ერთი წლის იუბილეს "გიყვარდეთ ჩემნაირებიც" აღნიშნავს და დაგპატიჟებთ.. :)

    ReplyDelete
  3. ახლა მომინდა შენს ძველ პოსტებს გადავხედო, იმიტომ, რომ არ მახსოვს, ერთი წლის წინ რას წერდი :| უხ!

    სურათებს რომ ჩავყევი ბოლომდე, მეტი აღარ შემეძლო. როგორ მინდა ეგ ნამცხვრები და შოკოლადები :) გითხრა, ჩემი ბავშვობის ფარული ოცნება? მინდოდა ტორტების/ნამცხვრების მაღაზია გამეტეხა ღამით და იმდენი მეჭამა, რომ მერე მთელი ცხოვრება ნამცხვრები არ მომდომებოდა... რახან ჩემი საიდუმლო გავამხილე, ახლა ალბათ ვეღარ გავტეხავ ასეთ მაღაზიას, საქართველოში მაინც, სამაგიეროდ ავიღებ ხელფასს და უამრავ, უამრავ შოკოლადეულს ვიყიდი.

    HAPPY BIRTHDAY, WONDERLAND! You really make difference :*

    ReplyDelete
  4. გილოცავ, მგონი ბლოგები სულ თებერვალ-მარტში იქმნება...
    ხოოდა, ძველი პოსტების წაშლა მეც მინდა ხოლმე, ზოგი საერთოდ უსათაუროა და ჩემდა სამარცხვინოდ ლათინური შრიფტით დაწერილი, მაგრამ ზუსტად მაგ პრინციპით არ ვშლი...

    ხოოდა,მომინდა ტკბილეულობა,არადა, ვიძინებ, ხოოდა, სიზმარში შევჭამ ბევრს და არც გავსუქდები, ვოტ ტაკ...:)

    ReplyDelete
  5. clown, გმადლობ მოლოცვისთვის :) არ წაშალო არა, მერე გული დაგწყდება :)

    vasasi, შენც მარტში გაქვს დაბ.დღე? უფრო სწორედ, შენს ბლოგს :) დაწერე მერე პოსტი და მოგილოცავ :)

    სოფი, ვაი, წინა პოსტებზე ვნახე შენი კომენტარები და შემრცხვა ჩემი პოსტების :))

    Chaotic, thanks, thanks <3

    ნასტასია, მეც დავაკვირდი და მგონი მართლა მარტის პერიოდია ყველაზე ნაყოფიერი ბლოგების მხრივ :D

    ReplyDelete
  6. უიჰ მაპატიე დაგვიანებით გილოცავ დბდღეს! ორივე 1 წლისები ვყოფილვართ! ხოდა გისურვებ საუკეთესო რამე-რუმეებს, რაც შენ და შენს ბლოგს გაგეხარდებათ!

    ReplyDelete
  7. აი იმდენ რამეში გეთანხმები, რომ მეტი არ შეიძლება. მეც ეგრე ვარ ზუსტად. მომწონს შენი საწყისი პოსტები და დრო რომ მაქვს, ვკითხულობ ხოლმე. საერთოდ არ ვაპირებ ჩემი რომელიმე ძველი პოსტის წაშლას. 3 წელია უკვე ბლოგერი ვარ და ბევრი ტიპის პოსტი დამიწერია, მაგრამ მაინც.

    სურათებს რომ შევხედე, ყველაფერი ერთად მომინდა.

    ReplyDelete
  8. აუ ის შოკოლადიანი ჩხირები მინდა :(
    შენს ბლოგს და ჩემს დედიკოს ერთ დღეს აქვთ დაბ. დღე : )
    მინდა შენი ბლოგის სტუმარი ვიყო, მაგრამ განსაკუთრებულ შთაგონებას ველოდები, არ მინდა რაღაც უაზრო პოსტი დავტოვო Wonderland-ში :*

    ReplyDelete
  9. HB shens blogunas
    ise mominda es shokoladis namcxvari axla, ise , ise .........

    ReplyDelete
  10. hi.. just dropping by here... have a nice day! http://kantahanan.blogspot.com/

    ReplyDelete
  11. HBHBHBHBHBHBHBHB
    თბილის პოსტები და მზიანი დღეები და შოკოლადები უნდა გისურვო.

    ReplyDelete
  12. გილოცავ დაბადების დღეს :)

    მე შენ ბლოგად გიცნობ და ამიტომ, შენი ბლოგის დაბადების დღე შენიცაა ჩემთვის :)

    ტოლები ვყოფილვართ თურმე :)

    შენი ბლოგი თავიდან ბოლომდე ნამდვილად არ წამიკითხავს, მაგრამ გამოგიტყდები, რომ იმ ბლოგთა შრის, რომლებსაც "დავსდევ", შენი და კიდევ ერთ არის ისეთ, რომლის წაკითხვა არასოდეს მეზარება...

    იმიტომ რომ გასაგები და მსუბუქია და შნაურული <3

    წარმატებები შენ!

    ReplyDelete