Saturday, March 20, 2010

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სტატისტიკური ქართველი ბიჭები და პახოდი

რამდენიმე დღეა მუშაობა დავიწყე


შესაბამისად იძულებული ვარ ვიმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გავიხსენო მშრომელთა კლასის მარადიულად მოუგვარებელი პრობლემები და ვიოცნებო უკეთეს პირობებზე.

ბოლო ორ პუნქტზე ფიქრი მეზარება,  აი, საზოგადოებრვი ტრანსპორტით მგზავრობა კი  დაფიქრებაც არ  უნდა, საშინელებაა.

არასოდეს აქამდე, სამსახურში მისასვლელად ტრანსპორტი არ მჭირდებოდა, სულ ფეხით, ველოსიპედით ან არ ვიცი, ჯადოსნური ფასკუნჯით დავდიოდი, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით არა. შესაბამისად საერთოდ არ მაქვს გამომუშავებული იმუნიტეტი შემთხვევითობის პრინციპით ერთ მოძრავ ღრმულში შეყრილ მასაზე.
არც საცობებზე და არც ქალაქის ნაცრისფერ პეიზაჟებზე.


მოსაწყენი საქმე აღმოჩნდა.

არადა, აქამდე, სამსახურში ფეხით მისვლა ან წამოსვლა მთელი რიტუალი იყო, თავისი ყურებში გაჩრილი მუსიკით, გზაზე შემთხვევითი და არაფრისმომცემი ნაცნობების ნახვით, ნაყინით პირის ჩატკბარუნებით და კიდევ განცდით, რომ ან რამე იწყება, ან რამე მთავრდება, გააჩნია მიდიხარ თუ მოდიხარ.


ახლა ყოველდღე ერთი და იგივე დაჩიჩქნილი გზა, სხვადასხვა მგზავრები და არანაირი ნაყინი, მუსიკა ან განცდა. მარტო ,,რო გადახვალთ გამიჩერეთ'',  ,,რას შვრები, არტყამ? '', ან  ,,საცობების დედა მოვტყან''.
საცობების და ბევრი სხვა რამისაც, პრინციპში.

მე საცობებს არა, იმ მაღალ და უსახურ შენობას ვერჩი, აქამდე სულ ორჯერ რომ მოვხვედრივარ მაგასთან და ახლა დღეში მინიმუმ ორჯერ მეჩხირება თვალში.

მართლა უსახური შენობაა, აი ისეთი, არაფრისთვის რომ არ არის შექმნილი და გგონია, შიგნითაც ხალხი არაფრისთვის შედის და გამოდის და შენც არაფრის გამო გიშლის ნერვებს...

ხალხი მართლა არაფრის გამო შედის და გამოდის, უფრო სწორად რამეების გამო შედიან, მაგრამ რაც შეაქვთ, იგეივე გამოაქვთ, მაგრამ ჩემს ნერვიულ სისტემას მაგიტომ არა, იმიტომ აღიზიანებს, რომ ჩემ რომელღაცა საუკუნის წინ დავიწყებულ პახოდის ბიჭს მახსენებს.

აქ მუშაობდა, არაფრისთვის შედიოდა და გამოდიოდა და საერთოდ, მგონი ამ შენობის არ იყოს, არაფრისთვის იყო შექმნილი.

ეგ არასოდეს მითქვამს.ან როდის უნდა მეთქვა, სულ რამდენჯერმე ვნახე და მაინც ჩემი ბიჭი ერქვა. თან რამდენჯერმე ნანახ და მაინც შენ ბიჭებს ჩემნაირი გოგოები ეგეთებს არ ეუბნებიან ხოლმე.

იმიტო კი არა, რომ მაშინ სხვა რამეს ფიქრობ, ან  ეგეთ რამეებს არავის არ ვეუბნები, იმიტომ რომ მაინც ვერ გაიგებდა, რას ვერჩოდი. ხოოდა, ასე. იყო და ეგონა რომ ძალიან კარგი ტიპი იყო, ძალიან მაგარ შენობაში მუშაობდა და აუცილებლად უნდა ყოლოდა ძალიან მაგარი გოგოები.

მე რა შუაში ვიყავი, არ ვიცი.

როგროც ჩანს, პახოდის ყველაზე მაგარი გოგო მე ვიყავი.

ხოო, პრინციპში, რატომაც არა.

მაშინ არ ვსვამდი, არ ვეწეოდი და ყველა კარგ კადრს დაუღალავად ვიღებდი.

კარავში ჩემს გარდა კიდევ ერთი თავისუფალი ადგილი და უკარვო-უბედური საზოგადოებისადმი შემწყნარებლური გრძნობები გამაჩნდა.

თან არავის არ ვიცნობდი და ძალიან ცოტას ვლაპარაკობდი.

სამაგიეროდ თვითონ ლაპარაკობდა ძალიან ბევრს…

ამბობდა რომ თვითონ განსაკუთრებულია, რომ განსაკუთრებული ადამიანები უყვარს, რომ განსაკუთრებულ ადგილას ვართ და რომ განსაკუთრებულობა განსაკუთრებული თვისებაა..

მოკლედ, ერთი არაფრით განსაკუთრებული თავდაჯერებული სულელი იყო...

მე შესაბამისად არათავდაჯერებული სულელი გამოვდივარ,იმიტომ რომ მაგის სისულელეებს უდრტვინველად ვიტანდი.

ხოოდა, ახლა როცა წესით და რიგით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშათა კლასში უკვე მერამდენედ ჩარიცხული ჩემი თავი და სრულიად ქალაქის აზრიან –უაზრო შენობები უნდა ავიტანო, ასევე უდრტვინველად, სულ ის თავდაჯერებული სულელი მახსენდება და სულ მაინტერესებს ისევ ამ არაფრისთვის აშენებულ და არაფრის მომცემ შენობაში დაიარება თავდაჯერებულად და არაგანსაკუთრებულად, თუ სადმე კიდევ არსებობს სხვა შენობა, რომდელიც ასე ზუსტად შეეფერება მსგავს ბიჭებს.
ხოოდა, ბიჭები ეგეთ შენობებში იყვნენ და მალე მინდა კარგი ცხელი ამინდები, რომ ავიკიდო ჩემი კარავი და სადმე წავეხეტო.
მერე ჯანდაბამდე გზა ქონიათ სრულიად საზოგადოებრივ ტრანსპორტს და  ქალაქის ნაცრისფერ პეიზაჟებს.

თქვენი პახოდების და ფეხით სიარულის მოყვარული ნასტასია

11 comments:

  1. საზოგადოებრივ ტრანსპორტებს ვერ ვიტან :| მაგრამ სხვა გზა არაა :|

    ReplyDelete
  2. ჰეჰ, ძალიან მომეწონა ეს პოსტი, ისე კარგად გადადიოდა პახოდის კადრები ავტობუსის ჯაყჯაყში...

    :))

    ReplyDelete
  3. au natalia, me minda, rom CemTan dawero guest postiiii :P

    midii :P

    vamos! :P

    ReplyDelete
  4. რა მაგარი გესთპოსტი იყო.
    საცობებს ვერ ვიტან და ვერც ტრანსპორტით სვლას, მაგრამ სხვა გზა არაა.



    ავტობუსი მიყვარს მხოლოდ. ოღონდ 5-6 კაცი რომ იჯდეს მხოლოდ.

    ReplyDelete
  5. აი მე ეხლა გავდივარ კურაციას, სადაც ფეხით დავდივარ ყოველ დილით და ისეთი ბედნიერი ვარ! ზოგადად კი განსაკუთრებით დილის ტრანსპორტს ვერ ვიტან - ბევრი ადამიანით.

    პ.ს ნასტასია, ის ბიჭი მოგწონდა მაშინ თუ არა, ვერ მივხვდი :))

    პ.პ.ს AnnA, vamos, vamos, სიამოვნებით დავწერდი :))

    ReplyDelete
  6. vamosss, dawere xoda :D Cemi blogis kari Riaa SenTvis :P geli gaSlili xeliTTT :P

    ReplyDelete
  7. ფეხით სიარულს არაფერი სჯობს და ველიკით კატაობას, ერთი სული მაქვს როცა მოვახტები ჩემს ველიკას! მაგრამ მარშუტკაში დაჯდომას ავტობუსში ასვლა მირჩევნია. თან ცოტა ხნით მიწევს ჯდომა და შენ წარმოიდგინე გართობაც კი შესაძლებელია ამელურად :D

    ReplyDelete
  8. is bichi mashin xo, ki arada, sachiro dros sachiro adgilas agmochnda...
    ise mtlad egeti cyalcagebulic ar iyo, moconeba ro aralogikuri yofiliyo :)

    ReplyDelete
  9. hehe
    romeli shenoba iyo neta is arafrismtqmeli
    egeti ki bevria, magram mainc :D

    ReplyDelete
  10. :):):):)
    ოდესმე თუ დავლევთ მე და შენ დარიჩნის ჩაის, მითხარი და ჩემი აბსოლუტურად შეუფერებელი მაგრამ მაინც საყვარელი ოთხბორბლიანი დინოზავრით გამგზავრებ დანიშნულების წერტილამდე და უკან :)

    და რა სამწუხაროა, რომ არასოდეს ვყოფილვარ ლაშქრობაში...

    ReplyDelete