Tuesday, March 2, 2010

რა გვსურს ქალებს?!

სათაურივე ამხელს პოსტის სავარაუდო შინაარსს

მაგრამ მაინც

გაზაფხულმ7ობისა

ახლა ღამეა, თან ისეთი ღამე, ნაძალადევი ძილის დრო რომ არის და იიძულები დაიძინო, წინასწარ -ხვალისთის ,მაგრამ მაინც რომ ბუობ. და თან კიდევ ისეთი ღამეა, თავს როცა იმით ვიმართლებ, რომ პმს-ია და შემიძლია მას ამოფარებულმა სისულელეები ზედმეტი თავშეკავების გარეშე გახსნილად ვილაპარაკო. ამდენი ფაქტორის თანხვედრით პირად ბლოგზე დაწერაც მომინდა, მერე გამახსენდა ნატალიას მოწვევა და მეც კმაყოფილმა დავიწყე..


დავიწყე იმით, რაც მეწერინება.
ცოტა შორიდან თუ მოვუვლი, ვიტყვი, რომ ბოლო დროს თავს ვუჩიჩინებ- "მავნებელია ზედმეტი ფიქრი", ეს მაშინ ხოლმე, როცა ადამიანის არსიდან დავიწყებ და გლობალურ პრობლემებამდე გადავჭიმავ მთელ დარდებს, რომ აი, თუნდაც წინა კვირაში - ქუთაისში წასვლისას, აი ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა გზაა და თან ფანჯარასთან ვიჯექი და მთელი გზა, მთეეეელი გზა ვუყურებდი გარშემო გაზონივით არსებულ ნაძვებთან თუ უბრალოდ ტყის პირებთან როგორ ეყარა პლასტმასის თეფშები, ჭიქები, ბოთლები, ცელოფნები.. აქა-იქ კი არა,ყველგან.... ჰო, აი ,ახლაც ვერ გამოვტოვე, რომ არ დამეწერა ამაზე :|ჰოდა, მოკლედ, მავნებელია ზედმეტი ფიქრი - ამაზე შევთანხმდით.

მაგრამ 'ზედმეტის" გარეშეც შეიძლება იმაზე ფიქრი, რა გვსურს ჩვენ - ქალებს?!

თავიდან ვიტყვი, რომ არ ვწერ 'ანტიმამრული" განწყობით და არც "სინსილა"-ს შთაგონებით,  ჯუსტ ზოგჯერ ჩვენც გვჭირდება რაღაცეების ცოდნა და სწორად დანახვა და ზოგჯერ, ბუნებრივია - მამაკაცებსაც. მე ჩემის მხრივ ვიტყვი მნიშვნელოვან დეტალებს, დანარჩენები კი თქვენ მიამატეთ :)


ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქალები ზედმეტად რთულები ვართ, სულ რაღაცეებს ვითხოვთ, სულ რაღაცეები არ გვაკმაყოფილებს- აი, მამაკაცები იშვიათად წუწუნებენ, თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობენ, ხშირად, უბრალოდ ადგებიან და სხვაგან წავლენ- ასე იჭრება მამკაცური პრობლემები (არა ყოველთვის (!)) ქალები კი წერენ სახელმძღვანელოებს, კავდებიან თითგამოხატვით, მერე კი გამუდმებით ოცნებებს ადარებენ რეალურ პიროვნებას, შექმნილ იდეალებს ვერ უთანხმებენ და შედეგად მუდმივი პრობლემები რჩებათ.

მაგრამ- ამ ყველაფრის გათალისწინების მიუხედავად, მაინც არის დეტალები, რაც ჩვენთვის - ქალებისთვის მნიშვნელოვანია.

-ჩვენ ასეთები ვართ, ამას ვითხოვთ, ასე გვსურს- ვაღიარებ, განვსხვავდებით და თქვენთვის ამ სხვაობების მიღება ცოტა ძნელია, მაგრამ გენდერული ფაქტორები, მიუხედავად სხვადასხვა თეორიებისა, მაინც გვმართავს.


დეტალებია ვითომ? ის, რომ - რაც უნდა ძლიერად ვგრძნობდეთ თავს, მაინც გვსიამოვნებს , როცა მამაკაცი ჩენზე ძლიერია- იმას არ ნიშნავს, რომ რამეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, უბრალოდ მისი დახმარება მაინც სასიამოვნოა (ვაი, შევეცდები გენდერულ თემებზე არ დავიწყო ლაპარაკი :დ), გვსიამოვნებს, როდესაც წვრილმანები, ყოველდღიური, ზოგი აღნიშვნის ღირსიც რომ არ არის, ისეა, როგორც თავისთავად უნდა იყოს და ეს ჩვენი მითითების გარეშეა ასე, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორი ამას ცდილობს და ეს მცდელობაც სასიამოვნოა, იმის მიუხედავად თუ როგორ გამოსდის.

რა სხვაობაა ზრუნვას და ყურადღებას შორის , ალბათ დიდი არაფერი, მაგრამ თუ ორივეა- ეს ხომ ,თითქმის და იდეალურია. ეს ორი ფაქტორი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმჰო.

ყველა მამაკაცს ვერ მიეცემა შანსი გიბსონივით ”ესმოდეს” ქალების, მაგრამ მაინც, მაინც, მაინც -რა გვსურს?! მართლა რთულია ჩვენი კაპრიზების ატანა?

მე კი ვთვლი, რომ არცთუ ბევრი რამ გვსურს და არცთუ რთული და შეუძლებელია მათი დაკმაყოფილება. მთავარი სურვილი და მონდომებაა და ყოველი დღის უფრო გალამაზება, ვიდრე მცდელობის გარეშე იქნებოდა. ორმხრივად, რა თქმა უნდა :)

მაგრამ მაინც რატომ რჩება ეს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ "მსოფლიოს ქალები სიყვარულსა და კაპრიზებში ერთმანეთს ვგავართ" ?! :)
რა თქმა უნა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი თუ სირთულეა, დეტალებიც ბევრია, ჯუსტ ახლა რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე, მიმათ შევეხე, ზოგი რამ თქვენც დაამატეთ კომენტარებში- რა გვსურს?

პ.ს. როცა პოსტს ვწერდი, "რა სურთ ქალებს"-თან ერთად დავგუგლე "რა სურთ კაცებს", "რა იციან ქალებმა მამაკაცების შესახებ"- შედეგი არც თუ სასიამოვნო გამოდგა, როგორც ჩანს, კაცებს არ აწუხებთ მსგავსი პრობლემები, რომ მათი ქალებს ნაკლებად ესმით, რომ მათ არ იცნობენ.. არც სპეციალური წიგნები აღმოჩნდა ბევრი, სადაც ეწერებოდა, როგორ უნდა გაუგოს ქალმა მამაკაცს (ზოგადად ასეთჳ წიგნები ბლაჰ და სისულელეა, მაგრამ უყვართ ევროპა-აშშ-ში, თუმც, ამ სიყვარულის მიუხედავად, მაინც იშვიათობაა ასეთი წიგნები)აი, კაცებისთვის კი, უამრავი სახელმძღვანელოა- როგორ უნდა მიხვდნენ- "რა სურთ ქალებს" :)

პ.ს. პ.ს სულ დამავიწყდა თავიდან თავის წარდგენა, მაგრამ ბოლოშიც არაუშავს.

მე ბაბისა ვარ, დღეს ნატალიამ მიმასპინძლა თავის გემრიელი ბლოგით, ლიმნიანი ნამცხვრებით და ცხელი, არომატული ყავით :)) ჰოდა, მადლობა მას <3


13 comments:

  1. ახლა კიდე ერთხელ მომინდა წაბუზღუნება შენ დახურულ პირად ბლოგზე,მაგრამ ნუ,შენია და რას გერჩი...
    ხოოდა,ქალები მართალია მართლა უფრო ხშირად იწვევენ კონსილიუმებს და უფრო მეტი ,,წიკი'' აქვთ,მაგრამ ჯერ არ მინახავს ქალი,რომელიც ყურადღებაზე,მზრუნველობაზე და თავის ჩამოსადებ მუზლებზე თუნდაც რამდენიმე ,,წიკს'' სიამოვნებით არ გადაკარგავს დასაკარგავში და არ იფიქრებს რო ეგ სურდა...
    ხოოოდა,კიდე ქალებს ცოტა უფრო ყურადღებით უნდა მოუსმინონ,კი ვიცი რომ ზოგჯერ კაცებისთვის აბსოლუტურ სისულეებს ვლაპარაკობთ,მაგრამ მაინც...

    ReplyDelete
  2. ჰოოო, მოსმენის პრობელმა სულ გვაქვს ხოლმე, არადა აი, სხვანაირები არიან და არ შეუძლიათ ეს მოსმენა :( ან ჩვენ უნდა დავთმოთ, ან უნდა გაგვიმართლოს, ან იმათ უნდა დაატანონ თავს ძალა :)))

    ReplyDelete
  3. ohoh :) მე პირადად ტველაფერს ვაკეთებ ხლმეოღონდ ზრუნვის ობიექტი გავხდე და გამოდის..

    ისეკი, სისულელედ მიმაჩნია რასურთ ქალებს/კაცებს ტიპის კითხვები წიგნები ფილმები და ა.შ

    კარგად თუ იცნობ ადამიანს ზუსტადმელ გიბსონივით მომდის თავში ყველაფერი რასაც გაიფიქრებს

    ReplyDelete
  4. nu, filmebi da wignebi , romlebic ushualod am kitxvas exeba mxolod da mis ganmartebebes- ki, sisulelea, magram ai eg filmi, me zalian maxalisebs xolme :))))

    is ki marTalia, roca konkretul adamianze gvaqvs saubari,vicit vis ra unda da roca icnob adamians misi survilebis gagebac araa rtuli, just aq zalian shoridan da mtlianobashi sqesta sxvaobebze da am sxvaobebis ziritad maxasiateblebs exeboda kitxva :))

    ReplyDelete
  5. me minda komforti da kargi cxovreba :)

    :) :) :)

    ReplyDelete
  6. გენაცვალეთ :))))))))

    წიგნები, დევიჩნიკები, ...... ერთობით :)

    სანამ ადამიანს ბოლომდე არ გადაშლი, სანამ არ გეცოდინება მისი ყდის ქვეშ რა მასალაა და როგორია – არც უნდა იოცნებო რომ მიუხვდები ან ის მიგიხვდება და გიგრძნობს

    უი ბოდიშით, მე ბუ ვარ :)

    ReplyDelete
  7. ბაბისა, you are so sweet! <3 რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეგიძლია მოხვიდე და დაპოსტო :*

    ReplyDelete
  8. არადა ბევრს სულაც არ ვითხოვთ მგონი, უბრალოდ მამრთა უმრავლესობა საკმაოდ უყურადღებოა და საჩუქრებით რატომ უნდა გაგანებივრონ, ვერ ხვდებიან :))
    ჰო,მართლა, დღეს მივიღე საჩუქრად ყვავილები თორნიკესგან, მეორედ 2 წლის მანძილზე :))

    ReplyDelete
  9. natalia- :shy: zaan xshirad kiar shegawuxebt shen da shens blogs, piriqit madloba, sasiamovno iyo aq :)))))

    nati- ui, uyure shen.. mara shokoladebis da kamfetebis dacvastan datovebac aset ishviat qmedebatagania? :)))

    ReplyDelete
  10. babisa - ki, ase shemogzavna ishviatad kiara pirvelad moxda :))
    yvavilebs kidev ver itans da amitom ar mchuqnis xolme :))

    ReplyDelete
  11. ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან, მაგრამ მაინც მამაკაცები გამოვდივართ ფილოსოფოსები.
    აქედან დასკვნა, მგრძნობიარეობა სულაც არ ნიშნავს მეტ ჭკუას...
    ხოლო ეს რომ შოვინიზმში არ ჩამომართვათ, ვიტყვი, რომ კაცები ნაძირალები ვართ. თქვენთვის, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ გამომყენებლობით მეურნეობას ვეწევით.
    ქალი კი ყოველთვის ერთზე მეტის საფიქრალს ფიქრობს. იმიტომ, რომ პოტენციური დედაა. შესაბამისად, მისი ამდენი ყურადღება, წიკები და ა.შ. ბიოლოგიურად ბუნებრივია და ჩვეულებრივი.
    ეს რომ ვინმეს დაეწერა, მივხვდებოდი, რომ ამ პოსტისა და კომენტარების დაწერას აზრი ჰქონდა :))

    ReplyDelete
  12. zuriuss-shen rom dawere, axla sxva mixvdeba , rom am postisa da komentarebisa daweras azri hqonda/aqvs (?):)))

    ReplyDelete
  13. ეგრევე მივხვდი, რომ ბაბისას დაწერილი იყო. ძალიან კარგი პოსტია. ძალიან სათუთად ეხება ასეთ მნიშვნელოვან საკითხს.
    ეს ფილმი მეც ძალიან მიყვარს და არაერთხელ მიფიქრია, ნეტავ მას ესა თუ ის მამაკაცი უყურებდესმეთქი.
    თვითოელი ჩვენი წუწუნი გამოწვეულია იმით, რომ მართლაც ყურადღება და ზრუნვა გვინდა საპირისპირო სქესისგან. რატომ??? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ასეთები.
    მეორე სურათში რომ წერია everuthing men know about women... მე კი ვფიქრობ მამაკაცს გაცილებით მეტის ცოდნა შეუძლია, მაგრამ უბრალოდ თავს არ იწუხებს, არ იტვირთავს.
    ვეთანხმები ზურიუსს... ქალი ბუნებით დედაა.
    მამაკაცი - კი "პოხუისტი" ანუ "ფეხებზემკიდია" პერსონა, რომელიც ფიქრობს: რა საჭიროს ზედმეტად თავის შეწუხება???

    ReplyDelete