Monday, September 14, 2009

La Valse D'Amélie

  ცუდ ხასიათზე ვარ. აი ასე. წეღან ბაბისასთან ახალი პოსტი წავიკითხე და ამელის მუსიკას ვუსმენო, წერდა. უცებ თავში პატარა ნათურა აინთო – ამელი! აი რა გჭირდება ეხლა.

   ვუსმენ.   პირველ რიგში პარიზს ვგრძნობ და მერე ამელის ფერებს. ის ბრმა რომ განათდა, მეც ისე ვნათდები ნელ–ნელა.

   მახსოვს, ასე 17–18 წლის ასაკში, ისეთ ფილმს ვეძებდი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა და ყოველ ნახვაზე რაღაც ახალს შემძენდა, ან, ცოტა უფრო კეთილშობილი გავხდებოდი. იმედის ფორუმზე დავწერე კიდეც. მირამ დამამშვიდა, იპოვიო. და თუ სწორად მახსოვს, მან მირჩია ამელის ნახვა. მანამდე, თავიდან მქონდა სულ მოკლე ეპიზოდი ნანახი და რატომღაც არ მომეწონა. გადმოვწერე და რომ ვუყურებდი, საშინლად ავფორიაქდი – ღმერთო, ამელი მე ვარ, მე! ჩემი თვალები აქვს, ჩემსავით აზროვნებს. მე ვარ ამელი! 

  ასე ვიპოვე ჩემი ფილმი. 

   ისე მიხარია, რომ არსებობს ფილმი, რომელსაც შეიძლება რამდენიმე წელი არც კი ვუყურო, მაგრამ ის ყოველთვის იქნება, როგორც ერთგული მეგობარი. და როცა ამელივით სასოწარკვეთისგან ცრემლები წამომივა, მაშინ გამოჩნდება ჩემს გონებაში, ყურებში მუსიკა ჩამესმება და ამელის ბედნიერ სახეს დავინახავ, საყვარელ ადამიანთან ერთად რომ დადის მოტოციკლით პარიზის ქუჩებში..

  

  

     

7 comments:

  1. რა კარგები ხართ შენ და ბაბისა :)
    დღეს ვისიამოვნე ორივეს პოსტით.
    მე "ამელი" ისე მიყვარდა, რომ დღეში ორჯერ ვნახულობდი ხან... მაშინ მეგონა, მე მგავს-მეთქი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ნაკლებად, არა ვარ ცნობისმოყვარე და მსგავსი კომბინაციებიც არ მეხერხება :) ალბათ, უფრო ჰოლივუდური კარგი გოგო ვარ, მაგალითად მეგ რაიანის გმირი "You've got mail"-ში :)

    კარგი მოგონებები აღმიძრა "ამელიმ", მატიე კასოვიცი - ჩემი ოცნების მამაკაცი იყო დიდხანს, ან ვის შეიძლება არ უყვარდეს ნინო კინკემპუა, ყველა ანდაზა რომ იცის :)

    ReplyDelete
  2. რაღაც ჩემ ფილმს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ამელი სულ მახსოვს თავისი ღიმილით, მგრძნობიარობით, უცნაურობებით...

    ReplyDelete
  3. ამელი მეც ძალიან მიყვარს. არა, ძალიან არა. უფრო.

    და ერთნაირი ჩვევებიც გვაქვს - ორივეს გვიყვარს კარამელიზებული შაქრის კვზით ჩამტვრევა კაპუჩინოზე და ლობიოს ტომარაში ხელების ჩაყოფა, კიდე შაქრის ნამცეცების მოგროვებ და ჭამა:)

    ეგ ფილმი იმიტომ მიყვარს, რომ ყველაფერი დეტალებშია, ანუ, დეტალებშია ჭეშმარიტება და არა სინოპსისში ან კიდე რამე უფრო "სერიოზულ" უბედურებაში :)

    ReplyDelete
  4. Sophie Golden - You've got mail"- - აი ეს ფილმიც ამელივით მიყვარს და წელიწადში რამდენჯერმე ვუყურებ ხოლმე:)) ჩემს ერთ მეგობარსაც ცემსავით უყვარს და თუ გამოვნახეთ დრო- დავსხდებით და ვსენტიმენტობთ :)))))


    მეც ვფიქრობ, რომ რაღაცით ვგავარ ამელის, მგონი ისეთი ფილმია, ბევრს სეუძლია საკუთარ თავს დაუკავშიროს, ყველა ჩვენგანის მცირედი ამელიშია გაერთიანებული, მიყვარს ეს გოგო მთელი თავისი უცნაურობებით ! :))) და კინომუსიკაც <3

    ReplyDelete
  5. Sophie, ეხლა მეც ვფიქრობ რომ ამელი ნაკლებად მგავს, უბრალოდ მაშინ აღფრთოვანებისგან მქონდა ასეთი შეგრძნება.
    ბაბისამ როგორც თქვა, ყველა ჩვენგანის მცირედი ამელიშია თავმოყრილი და ალბათ ჩვენ თავს ამოვიცნობთ ხოლმე რაღაც თვისებებში :)

    ანუკ, ჰოო, აი ეგ ზუსტად – დეტალები! ჩემთვის ყოველთვის დეტალებია მნიშვნელოვანი, ხანდახან იმდენადაც რომ, რაღაც უფრო დიდი და სერიოზული გამომრჩება ხოლმე :))

    ReplyDelete
  6. ამელი ძაააალიან მომწონს. მართლა კარგი ფილმია, რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მბეზრდება :)

    პარიზთან დაკავშირებით უნდა ვთქვა კიდე ორის სიტყვა- რატომღაც არ მიზიდავს ეგ ქალაქი. საფრანგეთში კი წავიდოდი, მაგრამ არა პარიზში :D

    ReplyDelete
  7. ეჰ, ამელი, ამელი...
    ეს ფილმი ძაიან შევიყვარე. ამასთან დაკავშირებით რომ აქ დავწერო, შენს პოსტზე დიდი გამომივა :))))))ერთ–ერთ საუნდტრეკს რომ ვუსმენდი, შემოდგომის სურათები წარმომიდგა თვალწინ და, აი, ასე გავაცოცხლე:

    http://www.youtube.com/watch?v=T5LrT9IT0es

    ReplyDelete