Monday, September 7, 2009

სპორტული აჯაფსანდალი

   2 რამ, რის გამოც დეიდასთან ყოფნა მიყვარს: 

  1. ნორმალური კომპიუტერი [უფრო სწორედ, ლეპტოპი] აქვს

  2. 'ტენისი' აქვს ტვ–ში :D

   დღეს ნადალის თამაში იყო, ველოდებოდი მეთქი მალე დაიწყოს, თან კარგი ხარისხით პირველად ვუყურებდი მგონი მის თამაშს, ჩემთან ძალიან ცუდად უჩვენებს ტვ–ს, აქ კი ხატავს :D :lol:  მოკლედ, როგორც კი დაიწყო თამაში, უფრო სწორედ, ცოტა უფრო ადრეც, სტუმრები მოვიდნენ. თან იმავე ოთახში იყვნენ, სადაც ტვ დგას. მე მშვიდად ჩავრთე ჩოგბურთი და ორ ფლანგზე ვიბრძოდი – სტუმრებს ველაპარაკებოდი და თან  ვუყურებდი :D სტუმრები გავაცილეთ და ახლა მეზობლები შემოვიდნენ :O მეც ბრძოლა განვაგრძე :D მოკლედ, ზუსტად მატჩი რომ დამთავრდა, იმ დროს წავიდა ყველა :D მშვიდად ისედაც ვერ ვუყურებდი ალბათ – რაფას სამედიცინო ჩარევა დაჭირდა, მუცელი ტკიოდა და რაღაცეები წაუსვეს, მეც ავნერვიულდი, თითქმის მოგებული მატჩი არ შეწყვიტოს–თქო :O 

  

 

   

  

   ბოლო გეიმები ტკივილით ითამაშა, მაგრამ ძალები მოიკრიბა და მაინც მოიგო :love:

   იმის მერე მე კიდევ ვზივარ და ვნერვიულობ – რა ჭირს. სულელი არ ვარ? უფრო სწორედ უნამუსო სულელი! ჩემს ახლობლებზე არ ვდარდობ როცა რამე ტკივათ, სირცხვილია სხვა თუ არაფერი :D

   გუშინდელ თამაშზე მეც ვთქვა რამე? :D  დოდკასთან დავწერე უკვე და ის არის ჩემი კომენტარი :D  კალაძე მეცოდება, თუმცა გუშინ ფორუმზე მასზე გახსნილი 1000 თემა რომ წავიკითხე, იმდენი ვიცინე, ძლივს მოვედი გონზე, სახლში დავდიოდი და ვხარხარებდი. ჩემი ძმა ამბობს დღეს – 2 გოლი რომ გავიტანეთო. მერე უცებ მიხვდა და გაეცინა – კალაძემ რომ გაიტანა, მგონია ჩვენ მოვიგეთო :D მეც ასეთი შეგრძნება მაქვს, ამიტომ გული არ მწყდება :P

  მაისფეისზე Amy Macdonald–ს ვუსმენ, მიყვარს ეს გოგო :love: 

    ჩემი გამჩერებელი არავინაა, თქვენც ცოდოები ხართ და დავამთავრებ ამ პოსტს. ამიტანეთ როგორმე, აღელვებული ვარ და მაპატიეთ ხო?  :user:

    ა, ჰო, ფოტო სახელწოდებით 'I'm watching you'  :love:

   

  

    

11 comments:

  1. გმირულად გიბრძოლია ნადალთან ერთად. :)

    ReplyDelete
  2. chogburti dzalian kai sportia,miyvars, tumca ai ver vjdebi da ver vuyureb tv-shi, nervebi ar myofnis am ''haaa'', ''huuu'' xmebis mosasmenat :D

    ReplyDelete
  3. au natalia, finali rodisaaa? :D ertad vuyurot :D

    ReplyDelete
  4. მეც შემეცოდა კალაძე, მარა მოგების განცდა მაინც არ მქონია :დ

    ReplyDelete
  5. წუხელ მეც ჩოგბურთის ციებ-ცხელებაში ვიყავი, სასწაული მატჩი იყო კიმ კლისტერსსა და ვინუს უილიამსს შორის, კიმმა გაიმარჯვა, წარმოიდგინე, რა ბედნიერი ვარ :)
    ყოჩაღ ნადალს, მაგის ნებისყოფაში ეჭვი არასოდეს შემპარვია.

    ReplyDelete
  6. Anuschka, მგონი 13–შია. სიამოვნებით ვუყურებ შენთან ერთად :))


    სოფი, კიმის თამაში არ მინახავს, მაგრამ ლაივსკორს ვადევნებდი თვალს და შენზე ვფიქრობდი, თუ უყურებს–თქო :P


    p.s ყველას მადლობა რომ გეყოთ ნებისყოფა და ეს პოსტი წაიკითხეთ :D

    ReplyDelete
  7. ეეე, რას ამბობ! გაელ მონფისისა და რაფას თამაშს ვუყურე 15–ოდ წუთის წინ და პირდაღებული დავრჩი.... :O
    რა შეუსრულა რაფამ!...
    როგორ იბრძოდა!!!
    ერთი პერიოდი მოკვდა და ხელახლა გაცოცხლდა :))) ოთახებში გავდი–გამოვდიოდი და ორივე ტელევიზორი ჩართული მქონდა,რამე რომ არ გამემაზა ;)

    მართლა, რაფას ბლოგი რომელია?

    ReplyDelete
  8. ზურიუს, ჰო, მეც დავაღე პირი :)) არ ველოდი რაფასგან :)

    http://timesonline.typepad.com/rafael_nadal/ – რაფას ბლოგი :)

    ReplyDelete
  9. ...როგორ ფიქრობ, თვითონ წერს თავის ბლოგზე თუ მისი პიარ–მენეჯერი? :))

    ReplyDelete
  10. ზურიუს, მმმ.. იმედი მაქვს რომ რაღაც მონაწილეობას მაინც იღებს :)) თან ისეთი მოკლე და უბრალო პოსტებია, არც თვითონ გაუჭირდება. თუმცა, ინგლისურად ალბათ ვინმე უთარგმნის, თორემ თვითონ მაგდენს ვერ შეძლებდა :D

    ReplyDelete
  11. I ѕеldom write remarks, but і did some seaгching аnd
    wound up here "სპორტული აჯაფსანდალი".
    And I dо have a cοuple of questions for you if you
    don't mind. Is it just me or does it seem like a few of these comments look like written by brain dead individuals? :-P And, if you are posting at additional online social sites, I'd likе to follow eνerything neω you have to рost.
    Woulԁ you liѕt of all оf your publiс sites
    like your linkеdіn ρrοfilе, Facebook page or tωіtteг feed?


    Feel freе to surf to my ωeb sitе apple laptop

    ReplyDelete