Sunday, September 27, 2009

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ანუ About me-ს მაგივრად

   გუშინ დავფიქრდი, რომ მკითხონ –  რა გიყვარს? რას ვუპასუხებდი. ოღონდ როგორი სიყვარული იცით,  არა ჩვეულებრივი  – მეგობრები, დედა, ჩემი პროფესია, ბლოგერობა და ასეთი ტიპიური რაღაცეები. 

  აი, რა მიყვარს მე:

  Tweety –  მულტფილმი არც მინახავს ბევრჯერ, თვითონ პერსონაჟი მიყვარს – აი რომ ვუყურებ, სიყვარულისგან ვდნები ხოლმე, ისეთი ტიპია – ყვითელი, დიიდი თავით და ლურჯი თვალებით. არაფერი არ მაქვს თვითის, ერთადერთი მაისური, რომელიც ძალიან მიყვარს. სულ მინდა ვიყიდო რამე – საყურე, ან მობილურებზე რომ აკრავენ რაღაც სტიკერებს, მაგრამ ვერასდროს მოვაბი თავი.

  მწვანე –   მხოლოდ საყვარელი ფერი კი არ არის, აი ისეც, სიტყვა 'მწვანე' უკვე ძალიან კარგ რაღაცასთან ასოცირდება, გული მითბება ხოლმე.. ჩემი ფერია, მამშვიდებს.

 ამელი – უკვე იმდენად ხშირად ვახსენებ აქაც და ისეც, ყველაფერს ამ ფილმს ვუკავშირებ – მოვლენებს, ჩემს ემოციებს..

  ესპანეთი – ამაზე ბევრი დავწერე უკვე, საყვარელ ქვეყანაზე ბევრად მეტია, ჯადოსნურ მხარედ მაქვს უკვე წამოდგენილი :)

  ყავა – ყავის სმა მთელი რიტუალია ჩემთვის. ყველგან არ ვსვამ. სადმე ისეთ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად არ ვგრძნობ, თუ მთავაზობენ, ყოველთვის უარს ვამბობ. უნდა ვიყო სახლში, ან მეგობართან, და თავს მყუდროდ ვგრძნობდე.  თვითონ პროცესი – პირველი ყლუპიდან ბოლო ყლუპამდე, მთლიანად უნდა შევიგრძნო.

  შოკოლადი – ზოგადად ტკბილეული ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველთვის მაინც ვამბობ რომ მიყვარს შოკოლადი, და არა მაგალითად ნაყინი, რომელიც არანაკლებ საყვარელია ჩემთვის. რაღაცნაირად პატივს ვცემ შოკოლადს და პირველ ადგილზე ვაყენებ.

  ნადალი – ჩოგბურთზე მეტად ნადალი მიყვარს. ხშირად ვუყურებ თამაშებს, სადაც რაფა არ მონაწილეობს და დიდ სიამოვნებასაც ვიღებ. მაგრამ თუ მეცოდინება რომ მან თამაშს დაანება თავი, ალბათ აღარასდროს ვუყურებ ჩოგბურთს.

 Grey's Anatomy - ჩემი ფილმი [თუ სერიალი]. როცა ცუდ ხასიათზე ვარ და ვუყურებ - შვებას ვპოულობ; როცა კარგად ვარ და ვუყურებ - ბედნიერი ვარ. არა, ბედნიერი სულ ვარ, რომ ის არსებობს და ჩემს გვერდით არის, ისევე როგორც ამელი. My imaginary friends  :love:

   პ.ს პოსტი დრაფტში მეგდო და  სოფის გამო დავასრულე, საერთოდ არ ვარ ხასიათზე და რაღაც უგერგილოდ  დავწერე.

  Update: რაზე, რა-ზე ვფიქრობდი, როცა ამ პოსტს ვწერდი და გრეის ანატომია დამავიწყდა?? აშკარად არ ვიყავი ხასიათზე...

14 comments:

  1. nadais da shokoladis garda,yvela danarcheni chemi ,,siyvarulebis'' ari,magram me kitxva ra giyvars,ara,rato giyvarsmertuleba...
    imito ro ise,ubrlod,umizezod miyvars xolme :)

    ReplyDelete
  2. ra ar miyvars ufro advicli chamosatvlelia chemtvis vidre ra miyvars :D

    ReplyDelete
  3. მე ყავის სმის რიტუალი აქაურმა ყავამ შემაძულა :( ძალიან იშვიათად, რომ მივაგნო გემრიელ ყავას :) ბევრგან ვერც აკეთებენ გემრიელს,სახლის პირობებზე რომ არ ვილაპარაკო. ჩემს ცხოვრებაში უგემრიელესი ყავა, გაგეცინებათ და, ბორჯომის პარკში დავლიე რამდნენიმე წლის წინ :))) უგემრიელესი, ნალექიანი ყავა, არ მავიწყდება :)) ხო მართლა, ვინმემ კარგი ყავა თუ იცით სად შეიძლება შევიძინო, არ მოგერიდოთ, მომწერეთ :))

    ReplyDelete
  4. Just one question: რატომ მიყვარს შენი ბლოგი? :)

    ReplyDelete
  5. მე არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან :))))))))))))))

    ReplyDelete
  6. hoda ai axla, am wvimian dilas waval da yavas da shokolads geaxlebi . um um um :)))

    ReplyDelete
  7. ზოგჯერ უხასიათოდ დაწერილი პოსტებიც კარგია, თუ ისეთ რამეზე წერ, რაც სახასიათოა, მაგალითად, ახლა რაც გააკეთე...
    იმედს ვიტოვებ, რომ ცოტა მაინც გამოგიკეთა ხასიათი თვითონ წერის პროცესმა და გაგახსენა, რომ ბევრი პოზიტიური რამე არსებობს, რამაც შეიძლება გაგახაროს... ისეთმა რაღაცეებმა, რაც გიყვარს ;)

    ReplyDelete
  8. CinnamonGirl, პოზიტიური პოსტების წერა მშველის ხოლმე მართლა :) გუშინაც დამეხმარა ძალიან.. : )

    ReplyDelete
  9. ყავა ყავა ყავა ყავა ყავა ყავა ყავა.. რომ გამაღვიძო, ალბათ ყავას ვინატრებ :))

    ReplyDelete
  10. ზუსტად 1 კვირაა არ დამილევია :(

    ReplyDelete
  11. დე, კუჭის გამო? :(

    მე დღეში 3–ჯერ ვსვამ...

    ReplyDelete
  12. სხვათა შორის, ძალიან გერგილიანი პოსტი იყო :D მიყვარს ასეთები, უფრო კარგად აჩვენებს ადამიანის ხასიათს :)
    მე მიყვარს საქართველო და ჩემი სახლი!!! ამას ისე მკვეთრად ვგრძნობ უკვე ერთი კვირაა :| უხ!
    კიდევ აღმოვაჩინე, რომ ბლოგერები მიყვარან ძალიან :) წუხელ დამესიზმრა ნატოშა და საბუნია :ლოლ: მერე მივხვდი, რომ ქვეცნობიერად ბლოგერების სიყვარულს ნიშნავს ეს :)

    ReplyDelete
  13. კარგი რაღაცეები გყვარებია..
    p.s. მეც მაქ რაღაც მსგავსი პოსტი ჩემს ბლოგზე..

    ReplyDelete
  14. au ra magari blogi gaqvs :*

    ReplyDelete