Tuesday, November 5, 2019

Rouje

წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ ბოლო პერიოდი ძალიან გატაცებული ვარ ფრანგი ქალების სტილით, და ზოგადად, ფრანგი ქალებით. ამაში დიდი წვლილი ერთ ფრანგ გოგოს, ჟანს მიუძღვის. რომლის სახელსაც ყოველთვის ვკითხულობ როგორც "ჯინ" და ახლაც, როცა "ჟან" დავწერე, რაღაცნაირად მეხამუშა, თითქოს მასზე კი არა, სხვა ადამიანზე ვლაპარაკობ.

ჟანს აქვს თავისი ბრენდი აქვს - რუჟ (Rouje). ტანსაცმლის და უსაოცრესი ტუჩსაცხების. სრულიად შეპყრობილი ვარ ამ ტუჩსაცხებით და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამოვიწერო. თუმცა ამაზე ოდნავ ქვევით იყოს, მანამდე რუჟის და ჟანის გაცნობას გავაგრძელებ.

ინსტაგრამზე აქტიურად ვადევნებ თვალს ჟანის პირად პროფილს და რუჟის ფეიჯს, ორივე ერთ სტილშია - ოდნავ გაცრეცილი ფერები, რაღაცნაირი მქრქალი წითელი დომინირებს, თითქოს მარწყვი დაჭყლიტეს და კვალი დატოვაო.


ეს არის თავად ჟანი. პირველად იცით როგორ აღმოვაჩინე? უფრო სწორედ, აღმომაჩენინეს - ჩემმა მეგობარმა მითხრა, ერთი მოდელია და რაღაცნაირად შენს თავს მაგონებსო. მაშინ შევხედე მის ფოტოებს და ვერ მივხვდი, რატომ ვგავდით ერთმანეთს. მერე ხანი გამოხდა და უცებ გამახსენდა ეს გოგო. შევედი ინსტაგრამზე და დავაფოლოუე.


 ძალიან რაღაცნაირია.. ფრანგული. დღემდე არ ვიცი, რითი ვგავართ, მაგრამ ძალიან მომწონს. ამ ზაფხულს იტალიაში დაისვენა თავის ბოიფრენდთან და მეგობრებთან ერთად და ძალიან ლამაზ ფოტოებს და ვიდეოებს დებდა ინსტაგრამის სთორიში.



რუჟის ფეიჯზე უამრავი ლამაზი კაბა და ქვედაბოლოა, მე რომ მომწონს, ზუსტად ის სტილია - ყვავილებიანი კაბები. ყველა ფოტოდან ნამდვილი ფრანგული აურა მოდის.

How French is everything in this picture?

და რა თქმა უნდა, უამრავი წითელი პომადა!



ტუჩსაცხებს ქალის სახელები ჰქვიათ, ფერის მიხედვით. ჩემი ფავორიტი კამილია - ყველაზე ლამაზი წითელი. ახლახან გამოუშვეს ახალი საცხი, რომლის ბოთლიც ფრჩხილების ლაქისას ჰგავს, how cool is that?

"კამილი" ახალ ბოთლში
აი ახლაც, ამ ბოთლს რომ ვუყურებ, თითქმის ისევე ძალიან მინდა, როგორც რამე საჭმელი :) ცოტა უცნაურ სურვილში გადამდის. მაგრამ რას ვიზამთ, წითელ ტუჩსაცხებზე დამოკიდებულება მაქვს.

p.s ყველა ფოტო აღებულია ჟანის და რუჟის ინსტაგრამიდან.

6 comments:

  1. მართლა გავხართ!
    ორივე ექაუნთი დავაფოლოვე.
    ჟანის ფოტოები ხშირად მხვდება პინტერესტზე, თემაში French chic :)
    Rouje-ის ინსტაზე პიჯაკების ფოტოზე ყანწი აღმოვაჩინე, როგორც დიზაინის ელემენტი!
    საშობაოდ იჩუქე ერთი წითელი პომადა! :)

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგი იდეაა საშობაო საჩუქრის, აუცილებლად განვახორციელებ <3

      Delete
  2. ეს ბერეტიანი ფოტოც სასწაულია! თითქოს ხომ ამდენი ფერია თამამად შერეული და მაინც უმაგრესია, თბილი, ღუნღულა და თან შიკი.
    ქერის პარიზული მომენტი აქვს რომელიღაც ადრე სეზონის სერიაში, ღია ცისფერი ქაშმირის შარფი და მარტო ზის გარეთ მრგვალ პატარა მაგიდასთან ღვინის ჭიქით. თმა გაშლილი და მუქი სათვალე.

    ReplyDelete
    Replies
    1. ქერის პარიზული აუთფითი ყველა მომწონს, მე იცი რომელი მომენტი მიყვარს? ბისტროში მარტო რომ ზის სევდიანი და ნამცხვრებს ჭამს, გვერდით კი უზარმაზარი ძაღლი უზის : ))

      Delete
  3. ნატალია😊 ძალიან კარგად წერ (ისე ხშირად ვარ შენს გვერდზე ვთვლი შენობით უნდა მოგმართო) 💛 მოკლედ პირველად შენი ბლოგი სადღაც 8 წლის წინ ვნახე.. შენი და შენი სამეზობლოსი 😊 მაშინ ღამის სმენაში მიწევდა მუშაობდა და საოცრად მიადვილებდით უძილობას ყველა ერთად... ხან სკანდინავიაში ვიყავი თქვენი პოსტებით.. ხან ჰექსეს გვერდზე.. უფრო ხშირად აქ.. ვანდერლენდში 😊 მგონი პოსტი არაა რომ არ წამეკითხოს..😁 ბრედბერი რომ ვიპოვე შენთან, უფრო დაგაფასე.. უნდა ვაღიარო.. თითქოს რეიმ გაგიწია რეკომენდაცია 💛 მერე რაღაცა პერიოდი საერთოდ აღარ შემოვხეტებულვარ დაბუქმარქებულ ბლოგებზე და ამ ბოლოს უცებ მოვაწესრიგე ჩემი ბუქმარქები და ჰოი საოცრებავ.. რამდენი მეგობარი დამკარგვია 😐😐 და როგორ გამეხარდა რომ შენ ისევ გააგრძელე წერა!! შაბათის უმიზნო პოსტში გიწერია .. არც კი ვიცი ვინმე კითხულობს თუ არაო.. ხოდა რაღაც თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი...მაგრამ შენ ხო არც იცი რო მე სულ ვკითხულობ 💛 ხოდა ეხლა იცი და უფრო კარგად და უფრო გულით მინდა რომ იცოდე 💛

    ReplyDelete
    Replies
    1. ნინო, დიდი მადლობა, ისე გამახარა შენმა კომენტარმა! ისეთი კომენტარია, გადავწყვიტე, მეც შენობით მომემართა :) ერთია, როცა იგებ რომ შენს ბლოგს კიდევ კითხულობენ და სულ სხვაა, როცა ასეთი კომენტარით იგებ <3

      Delete