ყველაზე მეტად არ მიყვარს, ჩემს თავს რომ ვკარგავ. ასეთ დროს მეგობრებსაც ვეღარ მივმართავ ხოლმე. რა უნდა ვუთხრა, არც ვიცი. ნამდვილი ლექსი გრეი ვარ და ეს სულაც არ არის კარგი.
დედლაინები მელოდება და მე ამ დროს ყველაფერი საშინლად მეზარება.
ყველაფერში იგულისხმება ყველაფერი.
მინდა, რომ მთელი დღე საწოლზე ვიწვე და არაფერი ვაკეთო. იუთუბზე სინდარინის გაკვეთილები მიდიოდეს და შიგადაშიგ ვუსმენდე.
წინა პარასკევს, დღის ბოლოს, სამსახურის კიბეებზე რომ ჩავდიოდი, ვიფიქრე, რომ აი ასე, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, ბედნიერი ვარ. ახალგაზრდა ვარ, ცხოვრება ათასი შესაძლებლობითაა სავსე და პარასკევი საღამოა-მეთქი. იმავე ღამეს, სრულიად მოულოდნელად, ბათუმში წავედი. ჩემს საყვარელ ქალაქში.
ახლა კი ასე ვარ. ტყუილად არ მეშინია ხოლმე ბედნიერების : )
Wednesday, August 31, 2016
Sunday, August 14, 2016
თქვენი ბედნიერება როგორია?
ახლა ვფიქრობდი, ბედნიერების როგორ სხვადასხვანაირი აღქმა გვაქვს ყველას. მე რომ ვიღაც სრულიად უბედურად შეიძლება მეჩვენებოდეს, თავისი ცხოვრების გამო, შესაძლოა ის ამ დროს აბსოლუტურ ჰარმონიაში იყოს და აზრადაც არ მოსდიოდეს, რომ ვიღაცის თვალში უბედური ჩანს. არა, უბედური ჩანს ცუდი ფორმულირებაა. ვიღაცისთვის მისი ცხოვრების წესი უბედურებად აღიქმება - ალბათ ეს უფრო სწორია. ყველა ხომ თავისი point of view-დან უყურებს ყველაფერს. კი, ვცდილობთ რომ სხვის კანშიც შევძვრეთ და გავუგოთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც საკუთარი, სუბიექტური აზრი გვაქვს ყველაფერზე. ამიტომ ბედნიერად ისეთი ადამიანები შეიძლება მომეჩვენოს, ვისი ბედნიერებაც ჩემთვისაც ბედნიერება იქნებოდა. არა, ვერ ვხსნი სწორად. ვისი ყოველდღიური საქმიანობა, ვისი ცხოვრების წესიც ჩემთვისაც მისაღებია ბედნიერების მისაღწევად.
ამას ვწერ და მერე მახსენდება, რომ ყოველთვის ვამბობდი (და ახლაც ვამბობ, აზრი არ შემიცვლია), მთავარია, რომ თავი იგრძნო ბედნიერად, მთავარია განცდა, რომ კარგად ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, რა საქმიანობით, რა ცხოვრების წესით მიაღწევ ამას. მთავარია შენი საქმიანობით სხვა არ დაზარალდეს. ანუ, ვიღაც ბედნიერია იმით, რომ ქმარი და შვილები ჰყავს. მე ამით ახლა ვერ ვიქნებოდი ბედნიერი. მაგრამ მე რომ single ვარ და შემიძლია ვისთანაც მინდა, მასთან მქონდეს ფლირტი, ან უბრალოდ, ბიჭების გარეშეც ვიყო ბედნიერი, იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც დაოჯახებულის ბედნიერება ჩემს ბედნიერებაზე ნაკლებია. და პირიქით.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბედნიერება პირდაპირ ასოცირებულია დაოჯახებასთან და ამიტომ, პირობითად, ჩემსა და ვინმე ჩემი ასაკის, დაოჯახებულ გოგოს შორის, საქართველოს სტანდარტებით, ჩემზე ბედნიერად დაოჯახებული გოგო მიიჩნევა.
თუმცა ერთ რამეში ზუსტად ვარ დარწმუნებული - single ადამიანებს ბევრად მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე დაოჯახებულ და შვილიან ადამიანებს. თუმცა არც აქ არის მთლად ასე მარტივად საქმე და საერთოდ, არაფრის კატეგორიებად დაყოფა არ შეიძლება, იმიტომ რომ აუთლაიერი ყველგან მოიძებნება.
ხოდა ასე. მე მაინც მგონია, რომ საბოლოოდ ყველა საკუთარი თავის ძიებაში ვართ, საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დაწყებისას, თუ შვილის აღზრდისას. მთავარია, სხვისი უბედურების ან ცუდად ყოფნის ხარჯზე არ ვიპოვოთ ეს საკუთარი თავი :)
აი ახლა, ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ ზაფხულია, გარეთ ხვატია, ფანჯრები შემოხურული მაქვს, ფრიალა, ყვავილებიანი კაბა მაცვია და ეს სიცხეც კი მსიამოვნებს. დევენდრა ბანჰარტს ვუსმენ და უკვე გაციებულ თურქულ ყავას ვსვამ. ეს არის ჩემი ამჟამინდელი ბედნიერება. თქვენი როგორია?

Subscribe to:
Posts (Atom)