მშვიდი თუ როგორი, თქვენი გადასაწყვეტია :)
ხანდახან ხდება ხოლმე, ჩართავ რაღაც სიმღერას და იფიქრებ, რომ აი ესაა დღევანდელი საუნდტრეკი. იმ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს ეს სიმღერა "დაედება".
შაბათი, 14 მარტის საუნდტრეკის ავტორებად თამამად ვასახელებ თეიმ იმპალას წევრებს.
დღეს ჭეშმარიტად გაზაფხულის ამინდი იყო, თბილი, მზიანი, ყვავილების სუნიანი. აი ამ სიმღერის რიტმში ამინდი; უნდა ჩართო და მსუბუქ-მსუბუქად იარო ოდნავ მონაცრისფრო მაგრამ მზიანი თბილისის ქუჩებში. მზე რომ გადავა და დაბინდდება, სახლისკენ მომავალს ბავშვობიდან თინეიჯერობაში გადამავალი ბევრი ყმაწვილი რომ შეგხვდება, ხმაურიანად რომ მოსეირნობენ.
სამწუხაროა, რომ ეს სიმღერა დღის მიწურულს მოვისმინე, თორემ დღეს ვაჟას რომელიღაც კვარტალში, რომელიღაც ნანგრევების გვერდით ფეხით მიმავალი, აუცილებლად ვიღიღინებდი - let it happen, let it happeen.
მოკლედ, კარგი გაზაფხულიანი დღეები გვაქვს აქ, თბილისში.
რამდენიმე კვირაა, უკვე აღარ ვამბობ - როცა მუდმივი სამსახური მექნება.. ძალიან კარგი და საინტერესო სამუშაო მერგო და მინდა, რომ მეც კარგი და საინტერესო გავხდე ამ სამუშაოსთვის :) საერთოდაც მინდა, უფრო კარგი და საინტერესო გავხდე. ადრე სულ ვცდილობდი და ვწვრთნიდი ჩემს თავს, ბოლო დროს ცოტა დავიღალე. მართალია, მე ვთვლი, რომ კარგი გოგო ვარ, მაგრამ ჯობია, უკეთესი გავხდე. გაზაფხული მოვიდა, ამაზე კარგი დრო რა შეიძლება შევარჩიო.
Let it happen, let it happeeen.
new season, new job! Woohoo! :)
ReplyDeletegilocav <3
მადლობა, მადლობა ^_^
Deleteჩემი ლამაზი გოგო <3
ReplyDeleteძალიან მიხარია შენი ამბები <3
ჰოდა, ეს ჯგუფი მეც მომწონს და ახლა მეც შენთან ერთად ვღიღინებ ^_^
ქეით ^^ მთელი დღეა ვუსმენ :დ :))
Delete