ალბათ არსებობს პარალელურ სამყარო, სადაც შესაძლებელია, ნებისმიერ
ცნობილ ადამიანს, რომანის თუ ფილმის პერსონაჟს შეხვდე. მაგალითად, ქუჩაში
ჩეს გადავაწყდე, მასთან ერთად რომელიმე პაბში რომს დავლიო და სოციალურ
უთანასწორობაზე ვილაპარაკო. შეიძლება ჩე საერთოდაც არ ეკარებოდა რომს,
მაგრამ იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, ყველაფერი ისე
იქნებოდა, როგორც ჩემს წარმოდგენებშია. დევენდრა ბანჰარტთან ერთად კი
რწევა-რწევით, სიტყვის უთქმელად ვიცეკვებდი ღამის მტვრიან ბარში, ათასი ჯურის ადამიანი რომ ირევა და სხვა ყველაფერი რომ სულერთია.
რეალურ ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. წეროზე მოთხრობა გავგზავნე, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერავითარ წარმატებას მიაღწია. "რა თქმა უნდა" იმიტომ, რომ ისეთი მოთხრობა დავწერე, რომელიც მხოლოდ იმათ უნდა მოწონებოდათ, ვისაც ბრიუგეში და ჩე გევარა უყვართ. ასეთები კი, მგონი არც თუ ისე ბევრია, მითუმეტეს ჟიურიში.
მთელი გულით მინდა, წინასაახალწლო პერიოდით ძველებურად გავიხარო. იმის მეათედი სიხარული მინდა, ბავშვობისას ტურბო მენს რომ ვუყურებდი, დედა სამზარეულოში რამდენიმე საჭმელს ერთად აკეთებდა, ფილმებსა და მულტფილმებს შორის თავისუფალ პერიოდში მე სალათების მასალას ვუჭრიდი და ეს ფუსფუსი სულაც არ მეჩვენებოდა დამღლელად. როცა 12 საათი დარეკავდა, ფეიერვერკების გამაყრუებელ გუგუნში ჩავიფიქრებდი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო. ისე ძალიან, მთელი არსებით მჯეროდა, რომ ის წელი მართლაც ბედნიერი იქნებოდა.
არ ვიცი სად გაქრა ის რწმენა, რომ მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება.
მე მგონია, რომ უბრალოდ დავიღალე.
ოხ, ირლანდიური სისხლის მეამბოხე... ჩემი სულის ადამიანი.
ReplyDeleteYou are special.
:) კარგი ადამიანები ხართ ორივე : )
Deleteიქნებ ჩვენ წაგვაკითხო, თუ გინდა... დარწმუნებული ვარ, მოგვეწონება, კონკურსი სისულელეა.
ReplyDeleteსამზადისიც კარგი იქნება და მომავალი წელიც. :) ამას ვამბობ მუე. :)
თინიტა, დალინკულია პოსტში, მაგრამ კიდევ ერთხელ აქაც დავლინკავ, რა თქმა უნდა მინდა, რომ წაიკითხოთ : )
Deletehttp://lit.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A8%E1%83%98/1500
ძალიან კარგი იყო, სიამოვნებით წავიკითხე! :)
Delete