Saturday, October 4, 2014

Landscape Painted with Coffee

   სოფელში აივანზე ვიდექი და ფინჯანი ყავით ხელში გავყურებდი მთებს. ყავა იშვიათად კარგი გამომივიდა - უშაქრო, საჭირო რაოდენობის ყავით, არც მწარე და არც ზედმეტად განზავებული. მიაღწია საჭირო ტემპერატურას, როცა ცხელი აღარაა, მაგრამ ჯერ არც ნელთბილია და სასიამოვნოდ, ყლუპ-ყლუპად შეგიძლია სვა. ზაფხულის ნათელი, მზიანი დღე იდგა. ის მომენტი იყო, როცა თვალები უნდა დახუჭო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქო და მსუბუქად გაიღიმო. ამ დროს, საიდანღაც ბუზი მოფრინდა, ჭიქაში ჩავარდა და ჩემი იდეალური ყავა გადასაქცევი გახდა. ახლის გაკეთებას რა თქმა უნდა აზრი აღარ ჰქონდა - ასეთი კარგი აღარ გამოვიდოდა. მომენტიც ჩავლილი იყო.  მაგრამ ის წამი უკვე დაჭერილი მქონდა, ამიტომ ბუზმა  კი არ გააფუჭა, უბრალოდ, დაასრულა. არ შეიძლებოდა, ასეთი იდეალური წუთები დიდხანს გაგრძელებულიყო და სწორედ ლოგიკურ დასასრულს მიაღწია.

  რატომ გამახსენდა რამდენიმე წლის შემდეგ ეს ეპიზოდი? ნიკ ქეივს ვუსმენდი და მივხვდი, რომ დღევანდელი დღის დასაჭერი წამები ამ სიმღერის მოსმენისას დადგა.

 Oh, Nick, you old bastard.



 p.s არ ვიცი, აქ და ახლა რა შუაშია, მაგრამ ტყუპი გოგო და ბიჭი თუ მეყოლება ოდესმე, ლუკს და ლეას დავარქმევ.

8 comments:

  1. მადლიერება და მადლიერება :) ყელში რომ გახრჩობს ისეთი... სწორედ ასეთი წუთებისთვის. და რა კარგია შეგროვება, შეკონვა და ბლოგზე განფენა.
    ბრავა, ნატალია!
    ნიკიც კაი ბიჭია, ვერაფერს იტყვი.

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა,თინიტა ♡

      Delete
  2. "მიაღწია საჭირო ტემპერატურას, როცა ცხელი აღარაა, მაგრამ ჯერ არც ნელთბილია და სასიამოვნოდ, ყლუპ-ყლუპად შეგიძლია სვა." - იშვიათობაა ეგ, განსაკუთრებით ჩემთვის და იდეალური, რა თქმა უნდა.
    ლეა სახელი ძალიან მიყვარს და ლუკიც მომეწონება, თუ შენს შვილს ერქმევა :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. ლუკი დიდად არც მე მომწონს, მაგრამ ხომ იცი, მოითხოვს ტყუპი გოგო-ბიჭი ამ სახელებს :))

      Delete
  3. საყვარლად აუწევ ხოლმე ლეას ნაწნავებს და ლუკს მუშტაეთის მანქანებზე წაიყვან :დ

    ReplyDelete
  4. უი, ლიუკზე მეც ვფიქრობდი ადრე და არ ვიცი.

    როგორი სიმშვიდე გაქვს აქ <3 როგორ მსიამოვნებს აქ შემოსვლა.

    ReplyDelete
  5. მე კიდე მენატრება ზაფხულის ნათელი, მზიანი დღეები... :<

    ReplyDelete