Thursday, July 3, 2014

The sound of Woodkid

                                                                                                  Where the light shivers offshore,
                                                                                                  through the tides of oceans.
                                                                                                  We are shining in the rising sun.
.

  ორად ორ მომღერალს გავყვებოდი დაუფიქრებლად ქვეყნის დასალიერში - დევენდრა ბანჰარტს და ვუდქიდს. უფრო ალბათ მეორეს. თუნდაც იმიტომ, რომ ახლა მასზე ვწერ, მისი ხმის გამო და უფრო იმიტომ, რომ ეს სიმღერა დაწერა და მერე ასე იმღერა



   ამ, ჭეშმარიტად ფრანგული ჟღერადობის სახელის და გვარის მქონე ბიჭმა (მას იოან ლემუანი ჰქვია), ადგა და I love you სტუდიურად ისე სასწაულად იმღერა, რომ ახლაც კი ემოციების გარეშე ვერ ვუსმენ და სულ მგონია, რომ მე მიმღერის, მე ვარ ის გულცივი და საშინელი გოგო, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მას ყურადღებას არ აქცევს.




    ძალიან ხშირად მახსენდება ფბ-ზე ეს ფოტო რომ დადო და დაწერა: Finally back home and ready to work. Missed you NYC. From Coachella to the New York City Ballet. კომენტარებში ვიღაცამ დაუწერა - your home is LYON. გულში ჩამრჩა რაღაცნაირად და ხშირად მახსენდება იმ გულშემატკივრის პათეტიკა, თუ უბრალოდ გულისტკივილი.

    სიმღერაზე ვამბობდი, არ ვიცი ვის უმღერის სინამდვილეში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ძალიან იღბლიანია. 

5 comments:

  1. მეც დამწყდა გული ახლა, ლიონზე რომ მიუწერიათ..................


    ReplyDelete
  2. Replies
    1. ეე, გამიხარდა რომ მოგეწონა ^_^

      Delete
  3. ახლა ჩავრთე და მოვუსმინე. რა კარგი სიმღერაა მართლა.

    ხოდა, ლიონზე მეც გამეღიმა :))

    ReplyDelete
  4. მე მსგავსი ემოციით დემიენის cheerს ვუსმენ . ეს ლაივი ყველაზე მეტად მიყვარს.. https://www.youtube.com/watch?v=er0JTnCz4Fc ... ძალიან დიდი ტკივილი რომ მოდის სიმღერიდან :)

    ReplyDelete