ახლა საყვარელი მარის პოსტს ვკითხულობდი და ჩემი ძველი ზაფხულები გამახსენდა, ნამდვილი, ლინდგრენისეული ზაფხულები. გადატყავებული მუხლებით, ფეხებზე შემხმარი ტალახებით, ქანცის გაწყვეტამდე რომ დავიღლებოდით დღის ბოლოს, სულ ძალით ამოგვრეკავდნენ სახლში, სადღაც ჭოტი აკივლდებოდა, ჩვენ აივანზე გამოვაწყობდით ჭიქებს ჩაის დასალევად და ბებო ფეხების დასაბან წყალს გვიცხელებდა. მაშინ არ ვითვლიდი დღეებს უკუთვლით, აი ამდენი დღე დამრჩა არდადეგების ამოწურვამდე-თქო, იმიტომ რომ დღეები ბევრი იყო, ზაფხული - დიდი, წინ შემდეგი დღე მელოდა, ათასი წვრილ-წვრილი თავგადასავალით სავსე.
ხანდახან ახლაც გამიელვებს ხოლმე ძველი შეგრძნებები. როცა თბილისში აუტანლად ცხელა, სუნთქვაც ჭირს და ყველა სახლებში ან სამსახურებშია გაკრეფილი, უცებ მახსენდება, რომ ადრე ასეთ დროს, ჩვენ ეზოში გავრბოდით და ვწუწაობდით. ასეთ დროს აღარც სიცხეა შემაწუხებელი, პირიქით, კორპუსის ეზოდან ზევით ვიხედები, ფოთლებს შორის მზის სხივების ლიცლიცს ვუყურებ და ვხვდები, რომ ძველი ზაფხულები ასეთი, პატარ-პატარა დეტალებისგან შედგებოდა, რომელსაც ვაფასებდით და მათგან დღესასწაულებს ვქმნიდით.
ისე, შეხედე, 2009 წელს 110 პოსტი დაგიწერია, 2010-ში 88 და მას შემდეგ სულ იკლებს და იკლებს. მე კი მენატრება ის დრო, როდესაც ბევრს წერდი შენ. :*
ReplyDeleteრაც უფრო ვიზრდებით, სიტყვა "ზაფხული" მით უფრო უემოციო სიტყვა ხდება ჩვენთვის :/ ბებიაჩემი მენატრება ზუგდიდში.
ქეით, მეც ვდარდობ მაგაზე, რომ ვერც ბევრს და ვერც კარგად ვეღარ ვწერ :) ბებო მეც მენატრება :/
Deleteაუ ხო, ყველა ეგრე ვართ. სულ უფრო და უფრო იკლებს პოსტები. საქართველოში ხომ ბლოგინგსაც ვერ მოუკიდია ფეხი რა. როგორ მშურს უცხოური ბლოგების, იცი. აი მთელი ქომიუნითები აქვთ. ვერ იტყვი, ასაკი მემატება და ამიტომო, 50 წლის ხალხი წერს ლამის.
Deleteუჰ, რა ვიცი.
უნდა ვწეროთ!!!
კაცმა არ იცის, ვის როგორ შეიძლება დაეხმაროს ჩვენი ერთი პატარა და ვითომ არაფრისმთქმელი პოსტი. მე ამის მჯერა.
ნატალია, შენ რატომ ამბობ ვეღარ დავწერო? :-(
auuuh damburzglaaaa <3
ReplyDelete: )) მადლობა ჩორვენ, კომპლიმენტად მივიღე ^_^
Delete