You talk to me
as if from a distance
And I reply
With impressions chosen from another time, time, time,
ახლა ისეთ რამეზე უნდა ვწერო, რასაც ალბათ 17 წლის გოგო თუ დაწერდა.
არ ვიცი, თქვენ თუ გქონიათ ეს შეგრძნება, დაღლილობის. ხანდახან მინდა, რომ ჩემთვის ვიყო, ამდენი სოციალიზაცია მღლის, ამდენი არაბუნებრივი და არაჯანსაღი ურთიერთობა მთელს ჩემს ენერგიას მაცლის და მიაქვს, მე კიდევ არაფრით არ შემიძლია ეს ყველაფერი, მერე იმდენი დრო მჭირდება, ის ენერგია რომ შევივსო, ლამის სახლში გამოვიკეტო და ყველა ადამიანს ავარიდო თავი.
ნეტავ მე ვინ მეტყვის, რომ კარგი და ლამაზი ვარ, ჭკვიანი რომ ვარ. თუ არ მოითხოვე, არც არავინ გეტყვის, რომ კარგი, ლამაზი და ჭკვიანი ხარ. არადა ყველაფერი ხომ ჩვენს თავშია, მაგრამ ჩემი თავიც აღარ მეუბნება არაფერს კარგს.
ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი ხელიდან მეცლება. მერე უცებ ვიწყებ
ვირჯინია ვულფზე და სილვია პლათზე ფიქრს, მგონია რომ ისინიც ზუსტად იმას
გრძნობდნენ სიცოცხლის ბოლო წლებში და ძალიან მეშინია.
.
ReplyDeleteაბა რაებს წერ ნატალია, როგორ არ გრცხვენია ამ ლამაზ, ჭკვიან და კარგ გოგოს!
ReplyDeleteარაბუნებრივი ურთიერთობები, ღიმილები, უწიპუწები საზიზღრობაა, მაგრამ მაგის გამო ენერგიებისგან დაცლა სისულელეა. რილექს, ნელ-ნელა გამორიცხე ეგეთი ადამიანები და ვსიო.
სილვია პლათი არ ვიცი მაგრამ დაანებე ვირჯინია ვულფს თავი
http://irendesignshop.blogspot.com/2014/06/blog-post_4.html
ReplyDelete:)