Wednesday, April 30, 2014
Photo of the Day
Tumblr-ს უმიზნოდ ვსქროლავდი, ამ ფოტოს რომ წავაწყდი. გული გამინათდა და ამ უცნობი გოგოების მიმართ საოცარი სიმპათიით განვეწყვე.
როცა ქორწილი მექნება (someday), ძალიან მინდა, ჩემს მეჯვარეებს ზუსტად ასე, ფერადი და ყვავილებიანი კაბები ეცვათ.
მთელი სცენარი წარმომიდგა თავში, როგორ ვიცეკვებდით ჩვენს საყვარელ სიმღერებზე, გადავიღებდით სურათებს, გულიანად ვიცინებდით, ერთმანეთს ჩავეხუტებოდით და ერთი წამით დავსერიოზულდებოდით, გულაჩუყებულები, მერე კი ისევ გავაგრძელებდით ცეკვას და ავაფრიალებდით ჩვენს მშვენიერ, ფერად კაბებს.
მერე ვიღაც, სადღაც, რომელიმე სოც.ქსელზე იპოვიდა ჩვენს ფოტოს და ისევე ინსპირირდებოდა, როგორც დღეს - მე :)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
რა მაგარია, ნატალია!!!
ReplyDeleteსასაცილო დამთხვევა გითხრა, გუშინ აარონს ვასეირნებდი და უცებ მეტროდან ამოფრიალდნენ ასეთი გოგოები, ერთს ფატა ეკეთა და ყველას ასეთი ფერადი და ფარფარა კაბები ეცვათ, ალბათ bachelorette party ჰქონდათ და ისეთი სასიამოვნო იყო მათი დანახვა. საერთოდ, ბედნიერი და მხიარული, მოცინარი ადამიანების დანახვას რა ჯობია.
აი, შენს "დღეს" კი როგორი სიამოვნებით ვნახავდი, განსაკუთრებულ vintage სურათებს, როგორიც შენ იცი ხოლმე.
სოფი <3
Deleteბედნიერი, მომღიმარი ადამიანის დანახვას არაფერი ჯობია მართლაც :)
ჩემს დღეს კი მეც მინდა, რომ მნახო და თან, პირადად :)