Monday, March 3, 2014

Cherry Tree

 როცა პატარა ვიყავი, ყველაზე მეტად მიყვარდა კითხვა და უფროსების საუბრის მოსმენა. კითხვას არავინ მიშლიდა, მაგრამ როცა დედასთან მეგობარი ან მეზობელი მოვიდოდა, მე მაშინვე მიმაბრძანებდნენ ხოლმე ოთახიდან.

  მაშინ მინდოდა, მალე გავზრდილიყავი. მეც მალე მყოლოდა ასეთი მეგობრები, მერე აღარავინ გამიშვებდა ოთახიდან და ჩემს საკუთარ ამბებს მოვყვებოდი ფინჯან ყავასთან ერთად. 

  მაშინ, ჩემს ბავშვურ გონებაში, დიდი გოგოები ისეთი საუცხოო და არარეალურები იყვნენ, შეღებილი თმებით, მუქი პომადებით, თავისებური სურნელით..

  როცა გავიზარდე და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მივხვდი, რომ დიდობა მხოლოდ ჭორაობა და ყავის სმა არ არის. 
  მივხვდი, რომ როცა ზრდასრული ადამიანი ხარ, რომელსაც მრავალი პასუხისმგებლობა აქვს ტვირთად აკიდებული, უზრუნველი ცხოვრების იმედი აღარ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ ჯობია ვიღაც გყავდეს გვერდით, რომელიც ხანდახან ოთახიდანაც გაგაბრძანებს, მაგრამ როცა ქუჩაში მის თბილ ხელს ჩაკიდებ შენსას, თავს ყველაზე დაცულად იგრძნობ.
   როცა ბავშვი აღარ ხარ, შენი ცხოვრება ძალიან მარტივ რამეზე დადის - Ups and Downs. მთავარია ისწავლო, ამ ახტომა-ჩამოხტომების პერიოდში  როგორ იყო ბედნიერი და არ დაკარგო უნარი, მარტივ დეტალებში დაინახო კარგი. არადა, როგორი რთულია, ღმერთო, როგორი რთული. 
 ხანდახან, პატარა ბავშვებს რომ ვუყურებ, ისე ძალიან მშურს. მათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუძლიათ, გაიცინონ გულიანად, თვალები გაუბრწყინდეთ და ყველაფერი ცუდი უცებ მისცენ დავიწყებას.  ახლა კი, დიდობაში, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ გულიანად გაიცინო,  რამდენი რამ უნდა დაივიწყო რაც შენს თავს ხდება, რომ რამდენიმე წუთით მაინც, უზრუნველად ყოფნა შეძლო.. 

  ადამიანების ნდობა დავკარგე. უკრაინის ამბებზე, სოციალურ ქსელებში იმდენი ქართველი გამოხატავდა სოლიდარობას.. მაგრამ მომკალით და მგონია, რომ ისინი ისევ ჩვენ გვაჩვენებდნენ თავს, როგორი კარგები და ადამიანურები ვართო. მეეჭვება, რომ უკრაინელები ქართულ სტატუსებს კითხულობდნენ გულდასმით. ასეთ დროს, როცა დახმარება გინდა, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ვილოცო? აღარც აქციების მჯერა, ერთი ის შეგვიძლია, ავდგეთ ყველა ერის წარმომადგენლები,  უკრაინაში ჩავიდეთ და რუსების ჯარებს წინ დავუდგეთ, ყვავილებით ხელში. ხმამაღლა ჩავურთოთ თავისივე Родина და პირდაპირ თვალებში ვუყუროთ, ჯიუტად. იქნებ ასე, უსიტყვოდ, ყვავილებით და მუსიკით შევაჩეროთ ომი?  არ ვიცი, ეს ერთი ქალის ბოდვაა მხოლოდ, მაგრამ მომკალით და დისტანციური აქციების აღარ მჯერა.

  დღეს დედის დღეა, უნდა ავდგე ახლა და წავიდე, დედას რეზო ინანიშვილის მოთხრობების კრებული ვუყიდო.


5 comments:

  1. ადამიანები კარგები არიან. უბრალოდ, ყველას სხვადასხვა აღზრდა და ბავშვობა გვქონდა. ასეთ განწყობაზე როცა ვარ, ჩემს თავს სულ ანა ფრანკს ვახსენებ, იმას თუ ადამიანები კარგებად ეჩვენებოდა, მე რა უფლება მაქვს ვიწუწუნო-მეთქი და მაშინვე მიყვარდება ეს საძაგელი კაცობრიობა all over again :D

    მე, უბრალოდ, ასეთ მომენტებში ვხვდები, მშვიდობა როგორი ძვირფასი რამეა და ადამიანები მხოლოდ ომიანობის დროს ვხვდებით.

    ReplyDelete
    Replies
    1. რამდენი "მე" და "ჩემს" დავწერე, უჟას :D შენს კომენტარებში მისხლტება ხოლმე ჩემი ფეთიანი ჟული დელპობა or what? :D

      Delete
    2. სოფი, ადამიანები კარგები არიან, მაგრამ ყველა ადამიანი არ არის კარგი : )) მე არ მჯერა, რომ პუტინი კარგია და ვერასდროს დავიჯერებ : )) ანა ფრანკი კი ბავშვი იყო და ვერ აფასებდა ჯეროვნად ყველას : )

      Delete
    3. ხოდა წერე ბევრი "მე"–ები, მე ძალიან მახარებს! :)

      Delete
    4. Putin da politikosebi xo adamianebad arc itvlebian, yvela ertmanetze uaresia

      Delete