წინა კვირას სამსახურიდან დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ვიყავი, ერთ-ერთ ბანკში ტრენინგები ჩავატარეთ. ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ასეთი იყო მარშრუტი. შესვენების პერიოდში, მე და ჩემი თანამშრომელი სამზარეულოში ყავის დასალევად რომ გავდიოდით, ბანკის თანამშრომლები ჩამოგვისხდებოდნენ და გვეჭორავებოდნენ. ვსაუბრობდით მათ ქალაქებზე. ისინი ამბობდნენ, რომ მათ ქალაქში არაფერი ხდება, მე ვეუბნებოდი, რომ მომწონს მათი ქალაქი.
ფოთში მართლა არაფერი ხდებოდა. ქუთაისში პირველად ვიყავი და მოვიხიბლე. ბათუმი.. ბათუმზე ჩემი აზრი იცით უკვე.
ეს ალბათ არახალი პრობლემაა, თბილისი რომ ერთადერთი ქალაქია, სადაც რაღაც ხდება, სადაც შეგიძლია ჩამოხვიდე და დარჩე. ყველა გზა თბილისში მიდის. აქაური ცხოვრება უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია დანარჩენი ქალაქების ცხოვრებასთან.
ქალაქების - პატარა ქუჩებით, იქაური ტემპით - ძალიან ნელი და მშვიდი, დილით გადარბენაზე რომ არ სვამ ყავას, სამსახურს 5-ზე ამთავრებ და სახლამდე შეგიძლია ფეხით წახვიდე. კი, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღით ვიყავით ჩასული, სასტუმროში ვცხოვრობდით და საუზმესაც სხვა გვიმზადებდა, მაგრამ ცხოვრების ნელ ტემპზე ჩვენ კი არა, ისინი საუბრობდნენ, ისინი წუხდნენ, რომ თბილისური, სწრაფი დინება უნდათ მათაც და არა ის, რა ცხოვრებასაც ახლა ეწევიან. მე კიდევ ძალიან დავიღალე მათ მიერ ნანატრი გადარბენებით, დილით გაჭედილი ტრანსპორტით, საღამოს გაჭედილი ტრანსპორტით, მუდმივი უძილობით, ამდენი მანქანით.. ამდენი მანქანით! ძალიან მიკვირს, როგორ ეტევა ამდენი ავტომობილი თბილისში? ამ გამონაბოლქვის პირიობებში, რა ჰაერს ვსუნთქავთ, ან საერთოდ ვსუნთქავთ ჰაერს?
შეიძლება მე ვცდები, შეიძლება ზუსტად ეს ცხოვრება მომწონს და ბათუმში რომ გადავსახლდე, სულაც შემძულდეს ის ქალაქი, აღარც ზღვა მინდოდეს, აღარც მისი ქვაფენილები და ველოსიპედის გზები. მაგრამ ახლა, გიჟური საცობებიდან სახლში დაბრუნებული, იმ დღეებს ტკბილად ვიხსენებ, ბათუმურ დილებს, როცა არავინ არსად გარბოდა, ბანკშიც კი ყველა მშვიდად მიმოდიოდა, საღამოს ქუჩებში მანქანების სიგნალი არ ისმოდა და მე შემეძლო მშვიდად დამელია ჩაი და არ მეფიქრა არაფერზე, ჩაის გარდა.
Thursday, March 20, 2014
Monday, March 3, 2014
Cherry Tree
როცა პატარა ვიყავი, ყველაზე მეტად მიყვარდა კითხვა და უფროსების საუბრის მოსმენა. კითხვას არავინ მიშლიდა, მაგრამ როცა დედასთან მეგობარი ან მეზობელი მოვიდოდა, მე მაშინვე მიმაბრძანებდნენ ხოლმე ოთახიდან.
მაშინ მინდოდა, მალე გავზრდილიყავი. მეც მალე მყოლოდა ასეთი მეგობრები, მერე აღარავინ გამიშვებდა ოთახიდან და ჩემს საკუთარ ამბებს მოვყვებოდი ფინჯან ყავასთან ერთად.
მაშინ, ჩემს ბავშვურ გონებაში, დიდი გოგოები ისეთი საუცხოო და არარეალურები იყვნენ, შეღებილი თმებით, მუქი პომადებით, თავისებური სურნელით..
როცა გავიზარდე და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, მივხვდი, რომ დიდობა მხოლოდ ჭორაობა და ყავის სმა არ არის.
მივხვდი, რომ როცა ზრდასრული ადამიანი ხარ, რომელსაც მრავალი პასუხისმგებლობა აქვს ტვირთად აკიდებული, უზრუნველი ცხოვრების იმედი აღარ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ ჯობია ვიღაც გყავდეს გვერდით, რომელიც ხანდახან ოთახიდანაც გაგაბრძანებს, მაგრამ როცა ქუჩაში მის თბილ ხელს ჩაკიდებ შენსას, თავს ყველაზე დაცულად იგრძნობ.
როცა ბავშვი აღარ ხარ, შენი ცხოვრება ძალიან მარტივ რამეზე დადის - Ups and Downs. მთავარია ისწავლო, ამ ახტომა-ჩამოხტომების პერიოდში როგორ იყო ბედნიერი და არ დაკარგო უნარი, მარტივ დეტალებში დაინახო კარგი. არადა, როგორი რთულია, ღმერთო, როგორი რთული.
ხანდახან, პატარა ბავშვებს რომ ვუყურებ, ისე ძალიან მშურს. მათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუძლიათ, გაიცინონ გულიანად, თვალები გაუბრწყინდეთ და ყველაფერი ცუდი უცებ მისცენ დავიწყებას. ახლა კი, დიდობაში, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ გულიანად გაიცინო, რამდენი რამ უნდა დაივიწყო რაც შენს თავს ხდება, რომ რამდენიმე წუთით მაინც, უზრუნველად ყოფნა შეძლო..
ადამიანების ნდობა დავკარგე. უკრაინის ამბებზე, სოციალურ ქსელებში იმდენი ქართველი გამოხატავდა სოლიდარობას.. მაგრამ მომკალით და მგონია, რომ ისინი ისევ ჩვენ გვაჩვენებდნენ თავს, როგორი კარგები და ადამიანურები ვართო. მეეჭვება, რომ უკრაინელები ქართულ სტატუსებს კითხულობდნენ გულდასმით. ასეთ დროს, როცა დახმარება გინდა, არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ვილოცო? აღარც აქციების მჯერა, ერთი ის შეგვიძლია, ავდგეთ ყველა ერის წარმომადგენლები, უკრაინაში ჩავიდეთ და რუსების ჯარებს წინ დავუდგეთ, ყვავილებით ხელში. ხმამაღლა ჩავურთოთ თავისივე Родина და პირდაპირ თვალებში ვუყუროთ, ჯიუტად. იქნებ ასე, უსიტყვოდ, ყვავილებით და მუსიკით შევაჩეროთ ომი? არ ვიცი, ეს ერთი ქალის ბოდვაა მხოლოდ, მაგრამ მომკალით და დისტანციური აქციების აღარ მჯერა.
დღეს დედის დღეა, უნდა ავდგე ახლა და წავიდე, დედას რეზო ინანიშვილის მოთხრობების კრებული ვუყიდო.

Subscribe to:
Posts (Atom)