One pill makes you largerAnd if you go chasing rabbits
And one pill makes you small.
And the ones that mother gives you,
Don't do anything at all.
And you know you're going to fall..
რა ჰქვია იმ გოგოს, რომელიც მთელს ფულს ძვირიან სუნამოში გადააყრის და თვის ბოლომდე მოუწევს კაპიკებზე იჯდეს? ქერა? სასოწარკვეთილი? თუ სასოწარკვეთილი ქერა? :)
ისე გამოვიდა, რომ სულ ვმუშაობ. აქ წარმოიდგინეთ, რომ სულ ვმუშაობ. ანუ სულ ვმუშაობ. ანუ, არასდროს ვისვენებ. ანუ, დღის ბოლოს მხოლოდ იმის დრო მაქვს, რომ შხაპი გადავივლო და დავიძინო.
კვირის ბოლო, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს ჩემთვის, ამიტომ ფეისბუქზე სქროლვისას შეხვედრილი პარასკევი საღამოს სადიდებელი და ორშაბათი დილის მაგინებელი სტატუსები ჩემგან ძალიან შორს დგას და არანაირ შინაგან ძვრებს არ იწვევს. ნუ, ორშაბათი დილა მაინც განსაკუთრებულად მძიმეა და ყოველთვის შიშით და გაფართოებული თვალებით ველოდებით სამსახურში; იმიტომ, რომ ყოველ ორშაბათს გვეეჭვება, გადავრჩებით თუ არა. ყოველი გადატანილი ორშაბათი ერთი ბრძოლის მოგებას გავს, დღის ბოლოსაც თავს ნაომრად ვგრძნობ ხოლმე, გასავათებული რომ მივდივარ სახლში.
რახან არც დრო მაქვს და არც ენერგია, სასურველი საქმეების კეთების შესაძლებლობა მინიმუმადე არის დაყვანილი. ამიტომ, ერთადერთი ხსნა არის ფულის ფლანგვაში. იმ ფულის, რომელიც ისედაც ძალიან ცოტაა და იდეაში განკუთვნილი უნდა იყოს სწავლისათვის და ოჯახის დახმარებისთვის. სინამდვილეში კი ის იხარჯება კოპლებიან ქვედაბოლოში, მაისურებსა და სუნამოში.
ეს სუნამო ლამის სინდისის ხმად იქცა, იმდენად მაწუხებს. სინანულის გრძნობა ისეთი ძლიერია, რომ უკვე აღარ ვიცი, მომწონს თუ არა მისი სურნელი [რომელიც მე და ჩემმა თანამშრომელმა ასე აღვწერეთ, როცა შარშან პირველად შევიგრძენით: ახალნაწვიმზე, მზე რომ გამოანათებს, მინდორში დგახარ, ჭრელი კაბა გაცვია და ღრმად ისუნთქავ ბალახების სუნს, მოგვიანებით კი ყვავილების სურნელიც მოაქვს ქარს]. ძალიან ვცდილობ, სინდისის ხმა ჩავახშო და ეს სურნელი ბუნებრივად ვატარო, მაგრამ არ გამომდის. ასე მგონია, ქუჩაში რომ მივდივარ, ეს ყვავილებიანი სუნი ხმამაღლა ყვირის - შეხედეთ, შეხედეთ ამ გოგოს, უპასუხისმგებლოდ რომ ხარჯავს ფულს. რომელსაც არ შეუძლია, რეალობას პირდაპირ შეხედოს თვალებში, და არ შეუძლია კურდღლის სოროში არ გაექცეს მას, ყვავილებიანი სუნამოთი ხელში არ დაჯდეს აცახაცახებული და იქიდან უყუროს ყველაფერს.
ამასობაში ოთხშაბათი დადგა. სასთუმალთან მიდევს დეიდა ხულია, რომლის მიმართაც great expectations მაქვს, გუშინ ღამით დავიწყე კითხვა (მერე ღამით სიზმარში დეიდა ხულია ვნახე) და მხოლოდ 15 გვერდი წავიკითხე ჯერ. არადა მე ძალიან სწრაფად ვკითხულობ, მართლა ძალიან სწრაფად ვკითხულობ. არ გეგონოთ, რომ არ მომეწონა ან იმედები გამიცრუა. უბრალოდ, როგორც ვახსენე, სულ ვმუშაობ. ანუ ძალიან გამოფიტული და ადამიანობადაცლილი ვარ და ვერ მოვუყარე თავი საკუთარ ნაწილებს, ვერ შევაკოწიწე. ვეღარც ფილმებს ვუყურებ, ვერც წიგნებს ვკითხულობ და მოკლედ, ლექსებს ვეღარ ვწერ : )
აბებს შორის ის უნდა ავირჩიო, რომელიც დიდად მაქცევს. დიდი უნდა გავხდე, აუცილებლად. ორშაბათის ბრძოლების მოგებას, ჯობია სხვა ბრძოლები მოვიგო.
ლექსებს ვეღარ ვწერო? ამ პოსტთან ბევრი ლექსი ახლოსაც ვერ მოვა...
ReplyDeleteმარადიული წყევლაა ეს სამსახური :|
სოფი <3 შენი კომენტარები ისე მახარებს ყოველთვის :) ძალიან მენატრება ჩვენი საუბრები, ფეისბუქი რომ გააუქმე, ვერ მომინელებია :))
Deleteრა შემართებითა და ენერგიით სავსე წერილია!ერთი ამოსუნთქვით რომ წაიკითხავ!ენერგიით გავსებს.დიდი მადლობა,ნატალია!:)
ReplyDeleteპირიქით მადლობა თორნიკე კარგი სიტყვებისთვის : )
Deleteნატალია ამ პოსტსაც დეიდა ხულიას ყვავილებიანი სუნამოს სურნელი ასდის. ;)
ReplyDelete: )) მგონი მეც ვეჩვევი უკვე ამ სუნამოს, როგორც იქნა : ))
Deleteმიყვარს შენი ბლოგი:) აი,ძალიან "ჩემია" რასაც წერ:)
ReplyDeleteროგორც წესი სამსახურიდან "შემოვიპარები" ხოლმე და მალე აქაური გარემო თბება და ფერადდება
<3
ReplyDeleteნატალია :)))) ხო გითხარი, რომ ეს სუნამო შენია და ნუ ატარებ სინდისის ქენჯნებით და ამბებით :))))
ReplyDeleteაქ იყიდე? თუ გამოიწერ, ნაკლებად დაიხარჯები ხოლმე:)