Sunday, July 29, 2012

About Today

   

   რატომ ხდება ასე, როცა ძალიან ცუდად ხარ, აი ისე, ცუდად რა, მიზეზიც რომ არ იცი,  ვინმეს რომ მოუყვე, მაინცდამაინც მაშინ ხდება ყველა შენს მიმართ მომთხოვნი და ყველას ამ დროს ახსენდება ვალდებულებები მათ მიმართ და მოითხოვენ. არადა ხომ ვარ ჩემთვის, ვიცინი სისულელეებზე და თავს მაქსიმალურად ვიკავებ. მათი მოვალეობა მხოლოდ ისაა, უბრალოდ ადგნენ და თავი დამანებონ. აი უკვე მეგობრობასაც არ ვითხოვ არავისგან, ჩემი დევიზია – ყველა თავის თავისთვის. ხოდა დაე, იცოდეთ ეს ყველამ. ისიც კი მეზარება, რომ ეს კონკრეტულ ადამიანებს ავუხსნა და თუ აქ ნახავენ, ფრიად გამიხარდება.
  ვიცი, ყველას ძალიან კიდია, მეორე ადამიანი როგორ გრძნოს თავს და ამ პოსტის დანიშნულებასაც ვერ ვხვდები ახლა; ალბათ მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ოდნავ მაინც მომეშვას. შევეცდები რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად შევაწუხო სხვები.
  თან, ჯერჯერობით მიზეზების ახსნის ნაცვლად უბრალოდ გაღიმება შესანიშნავად გამომდის.

   ხოდა ეგრეა რა, ისეთ დროში ვცხვრობთ, ვინმე 10 წუთით მაინც თუ მოისმენს შენს ამბებს, დიდად მადლობელი უნდა დარჩე.

   ჩემი ერთგული მეგობარია ფული. რომელიც თვეში ერთხელ გამოჩნდება და რამდენიმე დღეს ჩემთან ერთად ატარებს. მერე დარჩენილ დროს მასზე ოცნებაში ვატარებ.

  ფულზე გამახსენდა, 1000 რამ მაქვს შესაძენი, მე კიდევ ავდექი და ზარაში სეილზე კაბა ვიყიდე გუშინ, რომელსაც ყოველდღე ვერ ჩავიცვამ. ჩემმა ქვეცნობიერმა ეგრევე დამსაჯა და წუხელ სიზმარში ვნახე, რომ იგივე ნაჭრის თმისსამაგრი ვიყიდე მანგოში და მერე უკან დავუბრუნე. რეალურად კი ეს მშვენიერი კაბა შემრჩა და ეხლა დაველოდები ისეთ დღეს, როცა შევძლებ ჩავიცვა და ვიბრწყინო [მრწყინავი თვლები აქვს ზედ და იმიტომ].

   ა, ხო, კიდევ, შვებულებაში ვარ, როგორც იქნა [აქ უნდა იყოს "იუჰუ!" ან რამე მსგავსი შეძახილი, მაგრამ მეზარება].  ზღვა არ მინახავს დიდი ხანია და წელსაც ვერ ვნახავ.   ისეთი პირი უჩანს,  რომ ეს შესანიშნავი შვებულება მთლიანად თბილისში უნდა გავატარო. იწვიმოს მაინც. თბილისური ზაფხული ერთ–ერთი ყველაზე ცუდი ზაფხულია ზაფხულებს შორის.



2 comments:

  1. ოი, ნატალია, მგონი, შენი მეგობარი თუ უფრო ხშირად გამოჩნდება და გახანგრძლივდება თქვენი კავშირი, ზაფხულიც გაუმჯობესდება და თბილისურის გარდა არა თბილისურზეც დაიწყებ ფიქრს..
    ჩვენო დიდო მეგობარო, მოდი და აღარ წახვიდე! :)))

    ReplyDelete
  2. არავინ არ თქვას, რომ ჩემზე ცუდი ზაფხული აქვს წელს. რა გინდა, ხომ მაინც წახვედი დასასვენებლად : ) და ის კაბა კიდევ კარგია, რომ იყიდე. ვერც იმ 1000 რაღაცას შეიძენდი და მერე იფიქრებდი რაში დავხარჯე ჩემი ერთგული მეგობარიო :)) ახლა კიდევ გეცოდინება მაინც.

    ReplyDelete